სხვა ადამიანები,რომლებიც ცდილობენ დაემსგავსონ თავიანთ კერპებს 2016, 20 მარტი, 14:54 დღევანდელ დღეს სრულყოფილების მიღწევა შესაძლებელია პლასტიკური ქირურგიული ოპერაციების შედეგად, თუმცა გასაკვირი არის ის ფაქტი, რომ ადამიანთა გარკვეულიკატეგორია იმიტომ მიმართავს ამ საშუალებას, რომ ის უბრალოდ დაემსგავსოს თავის კერპს ანუ იმ ადამიანს, რომელსაც ის გულშემატკივრობს, თუმცა მათი მცდელობა ხშირ შემთხვევაში წარუმატებლად სრულდება. გერბერ ჩავესი-სუპერმენი გერბერი დიდი გულშემატკივარია სუპერმენის, ამის გამო ფილიპინელმა ბიჭმა გადაწყვიტა გამხდარიყო “სუპერმენი’’, ამისათვის მას ბევრი ოპერაციისა და პროცედურის ჩატარება მოუხდა. ამანდა გერა-მადონა 27 წლის ლოს ანჯელესის მცხოვრები ამანდა გერა ცდილობს დაემსგავსოს მის ერთადერთ საყვარელ მომღერალს მადონას.ის 12 წლის ასაკიდან გულშემატკივრობს მადონას, აქედან გამომდინარე მას ყოველთვის უჩნდებოდა სურვილი, რომ დამსგავსებოდა მას არა ხასიათით, არამედ გარეგნულადაც. ჯორდან ჯეიმს პარკი-კიმ კარდაშიანი ჯორდანი უბრალოდ გიჟდება კიმ კარდაშიანზე, მან 150 ათასი დოლარი დახარჯა იმისათვის, რომ დამსგავსებოდა კიმს, ამისათვის ბიჭმა 50 -ზე მეტი ოპერაცია გაიკეთა.მას უბრალოდ უყვარს კიმი და არ აქვს სურვილი, რომ დაუბრუნდეს მის ძველ სახეს. კეროლინ ანდერსონი-პამელა ანდერსონი როგორც წესი, ყველა მანდილოსანი ცდილობს გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად მის რეალურ ასაკთან შედარებით, თუმცა 28 წლის ლივერპულელელ კეროლინ ანდერსონს სხვა მიზანი ამოძრავებს, მის მთავარ მიზანს წარმოადგენს დაემსგავსოს 48 წლის პამელა ანდერსონს და გამოიყურებოდეს ისე, როგორც ვარსკვლავი .მან გაიდიდა მკერდი, გაიკეთა ბოტოქსი, ატარებს ყავისფერ ლინზებს, ამის გარდა ცდილობს ცხოვრებაში მოიქცეს ისე, როგორიც პამელა ხასიათდება. 150 3-ს მოსწონს
|