კონფლიქტები სამოქალაქო ომი სირიაში. 2016, 20 მარტი, 13:56 სირიის სამოქალაქო ომი, დაიწყო 2011 წლის 15 მარტს საპროტესტო აქციებით. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას, რომლის ოჯახიც მართავს სირიას 1971 წლიდან.
2011 წ. აპრილში, სირიის არმია გამოვიდა აჯანყების ჩასახრჩობად და ცეცხლი გაუხსნეს აქციის მონაწილეებს მთელი ქვეყნის მაშტაბით.
რამდენიმე თვიანი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, პროტესტი გადაიზარდა სამოქალაქო ომში. 2013 წელს ჰეზბოლა(ლიბანი) შეურთდა ომს, სირიის არმიის მხარდასაჭერად. 2013 წლის ივლისში, სირიის ხელისუფლება აკონტროლებდა ქვეყნის ტერიტორიის 30-40 პროცენტს. გაეროს მიხედვით დაღუპულთა რაოდენობამ გადააჭარბა 100 000-ს 2013 წლის ივნისში და მიააღწია 120 000-ს 2013 წლის სექტემბერში. ოთხ მილიონზე მეტი სირიელი გახდა იძულებით გადაადგილებული, სამ მილიონზე მეტი სირიელი გაიქცა ქვეყნიდან და გახდა ლტოლვილი და მილიონობით ადამიანი დარჩა ცუდ საცხოვრებელ პირობებში საკვებისა და სასმელი წყლის დეფიციტით. ქიმიური იარაღის გამოყენება დაფიქსირდა სირიაში, რამაც ძლიერი საერთაშორისო რეაქცია გამოიწვია. ომი და არეულობა დაიწყო 2011 წლის მარტში და დღემდე არ დასრულებულა. აქვე დავდებ, სირიის ბრძოლების ამსახველ ფოტოებს. მადლობთ ყურედღებისთვის. 160 3-ს მოსწონს
|