სხვა მას წყალში სიკვდილი არ ეწერა. ქალი, რომელიც 3 გემის («ოლიმპიკი», «ტიტანიკი» და «ბრიტანიკი») კატასტროფას გადაურჩა 2016, 5 აპრილი, 10:35 შესაძლებელია, ამ ქალის სახელი ისტორიას არ შემორჩენოდა, რომ არა საშიშ კატასტროფებში გადარჩენის მისი ფენომენალური ნიჭი. უბედურება მას ბავშვობიდან სულ თან დაჰყვებოდა, მაგრამ ის ყოველთვის პოულობდა გამოსავალს რთული სიტუაციებიდან. ვაიოლეტ კონსტანც ჯესოპი, I მსოფლიო ომის დროს ექიმებმა ვაიოლეტის ადრეული სიკვდილი ბავშვობაში უწინასწარმეტყველეს. ის ტუბერკულიოზით იყო დაავადებული, რომლითაც იმ დროს, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. მაგრამ გოგონა არა მარტო გადარჩა, არამედ სრულიად განიკურნა ამ საშინელი სენისგან. სკოლის დამთავრება ვერ შეძლო. მამის გარდაცვალების და დედის ავადმყოფობის გამო, ის იძულებული იყო ემუშავა. «ოლიმპიკი» ნიუ-იორკში, 1911 წ. 22 ივნისი «ოლიმპიკი» и «ჰოუკი» შეჯახების შემდეგ 1910 წელს, 23 წლის ვაიოლეტი უდიდეს ლაინერზე, «ოლიმპიკზე» აღმოჩნდა – კომპანია «White Star Line»-ის ამ კლასის სამი ლაინერიდან ერთ-ერთზე. ერთი წლის შემდეგ, უზარმაზარი «ოლიმპიკი», წარუმატებელი მანევრირების გამო, კრეისერ «ჰოუკს» შეეჯახა. შედეგად, 14 მეტრიანი ხვრელი გაჩნდა «ოლიმპიკის» კორპუსზე, რომელიც წყლის ხაზის ზემოთ იყო და კატასტროფა მსხვრელპის გარეშე დასრულდა.
«ტიტანიკი» გამოდის საუტგემპტონიდან და მიდის თავის პირველ და უკანასკნელ რეისში, 1912 წ. 10 აპრილი «ტიტანიკი» «ტიტანიკის» ჩაძირვა
ვაიოლეტ კონსტანც ჯესოპი I მსოფლიო ომის დროს, ვაიოლეტი ბრიტანული წითელი ჯვრის მედდა იყო. ამ სტატუსით მოხვდა ის «ბრიტანიკზე», რომელიც მცურავი ჰოსპიტალი იყო ომის დროს და უკანასკნელი დიდი ლაინერი მსოფლიოში («ოლიმპიკი» და «ტიტანიკი» აღარ არსებობდა). 1916 წელს გემი მინაზე აფეთქდა, ევაკუაციის დროს, ორი ნავი, გემის მომუშავე ხრახნილებმა შეითრია. ერთ-ერთში ვაიოლეტაც იყო და მან ისევ შეძლო გადარჩენა. «ტიტანიკი» წყალქვეშ ვაიოლეტი, გულის უკმარისობით, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 42 წლის მანძილზე სამგზავრო ლაინერებზე მუშაობდა და სამი კატასტროფის მშვიდობიანად გადატანის შემდეგ, მსოფლიოს 2-ჯერ შემოუარა. ეტყობა იცოდა, რომ წყალში სიკვდილი არ ეწერა. ოკეანის სამი ლაინერი – «ოლიმპიკი», «ტიტანიკი» და «ბრიტანიკი» 4615 10-ს მოსწონს
|