პროფილაქტიკა თავის ტკივილი საშიშია თუ არა- როგორ გამოვიცნოთ! 2016, 20 მარტი, 10:15 სამწუხაროა, რომ ჩვენი სხეული უფრო გარკვევით ვერ "გვესაუბრება". ერთ-ერთი ყველაზე გამოუცნობი სიგნალი, რომელსაც ორგანიზმი გვიგზავნის, თავის ტკივილია. ის შეიძლება იყოს ნიშანი სერიოზული, თუნდაც სასიკვდილო დაავადებისა, ან უბრალოდ მძიმე დღის სტრესის შედეგი.
საბედნიეროდ, არსებობს გზა, რათა დადგინდეს, რომელს მიეკუთვნება თქვენი თავის ტკივილი. არსებობს რამდენიმე ტიპის თავის ტკივილი. ყველაზე ხშირად ადამიანი განიცდის დაძაბულობის თავის ტკივილს. როგორც წესი, ეს არის ყრუ ტკივილი, რომელიც თანდათან იზრდება. მაგრამ, ზოგიერთი თავის ტკივილი შეიძლება იყოს ნიშანი ინსულტის, ანევრიზმის, სიმსივნის ან ტვინში სისხლჩაქცევის. ასე რომ, თუ თქვენ განიცდით თავის ტკივილს რომელიც ქვევითაა ჩამოთვლილი, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. თუ თავის ტკივილი მკვეთრია და აუტანელი, ეს "ელვისებური" თავის ტკივილია. ასეთი უეცარი და ძლიერი ტკივილი გრძელდება 60 წამი და ხშირად ტვინში სისხლჩაქცევაზე მიუთითებს. ფრიად საყურადღებოა, თუ თავის ტკივილი ჩნდება ფიზიკური დატვირთვის ან სექსის შემდეგ. ეს შეიძლება იყოს ნიშანი ტვინის სიმსივნის ან ანევრიზმის. ძლიერმა თავის ტკივილმა შეიძლება გამოიწვიოს მეტყველების არევა და მხედველობის დაბინდვა. კიდევ, შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები სხეულის ბალანსის დაცვაში, დეზორიენტაცია ან მეხსიერების დაკარგვა. ყველაფერი ეს ინსულტის ნიშანია! იყავით ფრთხილად, თუ თქვენი თავის ტკივილი გეჩვენებათ რომ "ყველაზე ძლიერია ცხოვრებაში"! მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხშირად გტკივათ თავი, ძალიან ძლიერი ტკივილისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ცუდი ნიშანია, თუ თავის ტკივილი ჩნდება 55 წლის შემდეგ. თუ თქვენ ადრე გტკიოდათ თავი, მაგრამ ახალი ტკივილები განსხვავდება წინა ტკივილებისგან, მიმართეთ ექიმს. კიდევ ერთი ცუდი ნიშანი, თუ ტკივილები დაგეწყოთ თავის დარტყმის შემდეგ. ეს სავარაუდოდ ტვინის შერყევაა, რომელმაც შეიძლება თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს, თუ არ ვიმკურნალებთ მალე. თუ ტკივილი ორიენტირებულია თვალის გარშემო, ეს არის ე. წ. კლასტერული ტკივილი. დაზიანებული თვალი წითლდება. ეს შეიძლება იყოს სიმსივნის ან ანევრიზმის ნიშანი. კლასტერული ტიპის თავის ტკივილებს ახლავს გულის რევის შეგრძნება და ღებინება. თუ ამასთანავე გიბრუჟდებათ კისერი და ტემპერატურა იწევს, ეს შეიძლება მენინგიტი იყოს. იყავით ყურადღებით, თუ თავის ტკივილი 24 საათის შემდეგ ძლიერდება! ზოგჯერ თავის ტკივილი 24 საათი გრძელდება, მაგრამ თუ ტკივილი ძლიერდება ამ დროის გასვლის შემდეგ, მაშინ სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. თუ თქვენს ოჯახში ვინმე დაავადებული იყო სიმსივნით, ფრთხილად იყავით. ახალი ტიპის თავის ტკივილისას მიმართეთ ექიმს. ახალი ტიპის თავის ტკივილი შეიძლება ტვინის სიმსივნეზე გვაფრთხილებდეს. 4604 12-ს მოსწონს
|