x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
საზოგადოების ხედვის არეში შიშვლად ყოფნაზეა 15 000 ევროიანი ჯარიმა, ან 1 წლიანი "სროკი"- ნინო ლაბარტყავა
მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ გვსურს პოპულარობის "მარკები" ავიწიოთ, ჩვენი სტატუსებიდან გამომდინარე, ჩასაფრებული საზოგადოება ამას უფრო საჯაროს ხდის და ჩვენთვის სრულიად გაურკვეველ იარლიყს აკრავს. ჯერ იყო და პატრულის გინების ფაქტით შოუ-ბიზნესს ეკა ყურშიტაშვილის სახით "ახალი ვარსკვლავი" შეემატა, ამ წლის 1 იანვარს, ახალი წლის დღიდან კი ალიას ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა მოექცა განკითხვის ობიექტივში იმის გამო, რომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "დაპოსტილი" ამბავით მოგვითხრო, თუ როგორ შეესწრო შვილთან ერთად, სასტუმრო რედისონის მე-15 სართულზე წყვილის სახალხო "სექსს". ასევე დიდი აჟიტირებით ჩაიარა მისმა პოსტმა, სადაც ამბობდა, რომ ყველა ლგბტ-ს ერთ დიდ საქათმეში სიამოვნებით გადაასახლებდა. ახალ სკანდალში გაება "მძიმე კაცთან" ჩაწერის დროს, რასაც ასევე დიდი გამოხმაურება მოყვა ანონსის შემდეგ, თუმცა ნინოს ხალხის არც ეს რეაქცია ადარდებდა. სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო მიწვეული გასულ კვირას "ნანუკას შოუში", სადაც თემად იყო "სექსი" და ნინო ძველ პოზიციაზე დარჩა, რომ საჯარო სექსი- ამორალობაა.



რამოდენიმე საათის წინ ნინომ ახალი სტატუსი დადო, სადაც დაწვრილებით განმარტავს, რომ საზოგადოების ხედვის არეში შიშვლად ყოფნაზე საფრანგეთში 15000 ევროიანი ჯარიმა, ან 1 წლიანი თავისუფლების აღკვეთაა სასჯელად. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:


"ჩემმა ერთ–ერთმა ფეისბუქ–მეგობარმა, რომელიც წლებია, საფრანგეთში ცხოვრობს და რომელსაც პირადად არ ვიცნობ, "რედისონში" ქუნქურის თემასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა. მე ვთვლი, რომ ეს თემა უკვე ყელშია და გამაღიზიანებელია პირადად ჩემთვის, მაგრამ ეს რომ არ დავწერო, არ შემიძლია, თუმცა მანამდე ცოტა შესავალი მინდა გავაკეთო.


"რედისონში" ხალხის დასანახად მოსექსავე წყვილის საქციელის გაპროტესტების გამო, საზოგადოების "ძააან პრადვინუტმა" ნაწილმა სექსის მოძულედ და ბნელად გამომიყვანა. ასეთების უმეტესობა მწერდა – რა შენი საქმეა ერთი, ვის სად ექნება სექსიო. კი, ბატონო, ნამდვილად არ არის ჩემი საქმე ვის სად აქვს სექსი, რა პოზაში და ა.შ. ასი წელი არ მაინტერესებს მე არავის პირადი ცხოვრება, მაგრამ თვითონ ეს ფაქტი – დაკავდე სექსით ისეთ ადგილას, ისეთ დროს, რაც ხალხისთვის შეიძლება შესამჩნევი იყოს – აი, ეს არის ჩემთვის ყოვლად მიუღებელი და მარაზმი და რით ვერ გაიგო ეს ზოგიერთმა, ეს უკვე მე ვერ გავიგე...



მოკლედ, როგორც აღმოჩნდა, საფრანგეთის კანონმდებლობით, "საზოგადოების ხედვის არეში სექსუალური ეგზიბიციონიზმი ისჯება 1 წლით თავისუფლების აღკვეთით და 15 000 ევროიანი ჯარიმით".


"L’exhibition sexuelle en remplacement de l’ancien délit d’outrage à la pudeur de l’article 330 ancien du code pénal, est portée dans l’article 222-32 du Code Pénal :
"L'exhibition sexuelle imposée à la vue d'autrui dans un lieu accessible aux regards du public est punie d'1 an d'emprisonnement et de 15.000 euros d'amende."


ახლა ვიღაცა გამოხტება და მეტყვის – სად ეგზიბიციონიზმი და სად სექსიო... ასეთებს აქვე ვეტყვი: სადაც ეგზიბიციონიზმია დასჯადი და 15 000 ევროიან ჯარიმასთან ერთად, შესაძლოა, ერთი წლითაც ჩასვან ადამიანი ციხეში, მაშინ რატომ არ მოერგება ეს მუხლი ორ შიშველ ადამიანს, რომლებიც, ფაქტობრივად, ხალხის დასანახად არიან დაკავებულები სექსით?


ჩემს კითხვაზე: იქნებოდა თუ არა იგივე ქმედება, რამაც მე აღმაშფოთა, საფრანგეთში დასჯადი? პასუხად მივიღე – კი, იქნებოდა. მოქალაქეს რომ დაერეკა პოლიციაში, ან თავად პოლიციას შეემჩნია ეს, აუცილებლად ექნებოდა რეაგირებაო.
ხოდა, ზოგ–ზოგიერთებმა, საქართველოში რომ ძაან აღვირახსნილად გესმით ეს ლიბერალიზმი და "ძაან ევროპა" რომ ხართ – გამოიღეთ ახლა. მაგ თქვენს ევროპაში, ელემენტარულად, საზოგადოების ხედვის არეში შიშვლად ყოფნაზეა 15 000 ევროიანი ჯარიმა, ან 1 წლიანი "სროკი".


პ.ს. – სექსი არავის ეზიზღება, არც სექსის ქონას აპროტესტებს არავინ და როცა რაღაცას ვწერ, ან წესიერად წაიკითხეთ, რას ვწერ, ან იძი ნახ@@ით, რა.
ესეც ლინკი, საფრანგეთის კანონმდებლობის იმ ნაწილის, რაზეც საუბარი მაქვს სტატუსში"- წერს ნინო. (ლინკს კი შეგნებულად არ ვწერ არსებული წესების დაცვის გამო)
image

1
56
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
56
  
2016, 20 მარტი, 10:54
ეს თემა ამ გოგომ ვერ ამოწურა რა :)))))))))))))
0 1 1