ფოტოგრაფია ინტიმური მომენტები შეყვარებული წყვილების ცხოვრებაში 2016, 19 მარტი, 16:25 ნატალია მინდრუმ, ფოტოგრაფმა ბუჰარესტიდან, თავის პროექტში "ქალაქური სიყვარულის ისტორიები", აღბეჭდა ნამდვილი შეყვარებული წყვილები. ეს არის ოდა დიდ მეგაპოლისში მოპარულ კოცნაზე, საიდუმლოებებზე, შეყვარებული ადამიანების უთქმელ სიტყვებზე.
გადაღებების დაწყებამდე ნატალიამ პრაქტიკულად არაფერი არ იცის წყვილზე- მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა აქვს მათზე და ყოველთვის, ეს განუმეორებელი ისტორიაა მხოლოდ ერთი საერთო ნიშნით– მზიდულობა შეყვარებულებს შორის.
ფოტოგრაფი არ აიძულებს წყვილებს პროექტში მიიღონ მონაწილეობა. შეყვარებულები თვითონ უნდა მივიდნენ, თავიანთი სურვილით. მხოლოდ ამ შემთხვევაში გრძნობენ ისინი თავს კომფორტულად და დუნდებიან ობიექტივის წინ. თავიდან ნატალია უბრალოდ შედის კონტაქტში წყვილთან, ცდილობს უკეთ გაიცნოს თითოეული. ხშირად შეყვარებულები ვერც კი ამჩნევენ რომ მათ უკვე უღებენ. ბევრი წყვილი ამ ფოტოსესიის შემდეგ მადლობას უხდის ნატალის, რადგან მათთვის ეს გამოცდაა თითქოს- ოჯახური თერაპია. ისინი ამჩნევენ პარტნიორში იმას, რასაც ადრე ვერ ხედავდნენ, უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ალბათ იმიტომ, რომ გადაღების დროს ისინი გულწრფელები უნდა იყვნენ, უზიარებდნენ თავიან გრძნობებს, საუბრობდნენ გულახდილად. პროექტ "ქალაქური სიყვარულის ისტორიები" ნატალიამ დაიწყო გასულ წელს. მისი მიზანი –აჩვენოს, რომ სიყვარული ყველასთვისაა: ის არ უყურებს კანის ფერს, რელიგიას, ასაკს, სოციალურ სტატუსს! გოგონა აპირებს იმოგზაუროს იმისთვის, რომ აღბეჭდოს წყვილების სიყვარული მთელს მსოფლიოში. ამ წელს ნატალია წყვილებს გადაიღებს საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, უნგრეთში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში. გოგონა ყველა შეყვარებულ წყვილს მოუწოდებს დაუკავშირდნენ მას და მიიღონ მონაწილეობა პროექტში, რათა ერთად შექმნან ახალი მომხიბვლელი სურათები. 3114 10-ს მოსწონს
|