ნატალია მინდრუმ, ფოტოგრაფმა ბუჰარესტიდან, თავის პროექტში "ქალაქური სიყვარულის ისტორიები", აღბეჭდა ნამდვილი შეყვარებული წყვილები. ეს არის ოდა დიდ მეგაპოლისში მოპარულ კოცნაზე, საიდუმლოებებზე, შეყვარებული ადამიანების უთქმელ სიტყვებზე.
![ინტიმური მომენტები შეყვარებული
წყვილების ცხოვრებაში image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016031916123116453.png)
გადაღებების დაწყებამდე ნატალიამ პრაქტიკულად არაფერი არ იცის წყვილზე- მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა აქვს მათზე და ყოველთვის, ეს განუმეორებელი ისტორიაა მხოლოდ ერთი საერთო ნიშნით– მზიდულობა შეყვარებულებს შორის.
![ინტიმური მომენტები შეყვარებული
წყვილების ცხოვრებაში image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016031916145916453.jpg)
![ინტიმური მომენტები შეყვარებული
წყვილების ცხოვრებაში image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016031916151516453.jpg)
ფოტოგრაფი არ აიძულებს წყვილებს პროექტში მიიღონ მონაწილეობა. შეყვარებულები თვითონ უნდა მივიდნენ, თავიანთი სურვილით. მხოლოდ ამ შემთხვევაში გრძნობენ ისინი თავს კომფორტულად და დუნდებიან ობიექტივის წინ.
![ინტიმური მომენტები შეყვარებული
წყვილების ცხოვრებაში image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016031916165316453.jpg)
თავიდან ნატალია უბრალოდ შედის კონტაქტში წყვილთან, ცდილობს უკეთ გაიცნოს თითოეული. ხშირად შეყვარებულები ვერც კი ამჩნევენ რომ მათ უკვე უღებენ.
![ინტიმური მომენტები შეყვარებული
წყვილების ცხოვრებაში image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016031916175516453.jpg)
ბევრი წყვილი ამ ფოტოსესიის შემდეგ მადლობას უხდის ნატალის, რადგან მათთვის ეს გამოცდაა თითქოს- ოჯახური თერაპია. ისინი ამჩნევენ პარტნიორში იმას, რასაც ადრე ვერ ხედავდნენ, უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ალბათ იმიტომ, რომ გადაღების დროს ისინი გულწრფელები უნდა იყვნენ, უზიარებდნენ თავიან გრძნობებს, საუბრობდნენ გულახდილად.
![ინტიმური მომენტები შეყვარებული
წყვილების ცხოვრებაში image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016031916194416453.jpg)
პროექტ "ქალაქური სიყვარულის ისტორიები" ნატალიამ დაიწყო გასულ წელს. მისი მიზანი –აჩვენოს, რომ სიყვარული ყველასთვისაა: ის არ უყურებს კანის ფერს, რელიგიას, ასაკს, სოციალურ სტატუსს!
![ინტიმური მომენტები შეყვარებული
წყვილების ცხოვრებაში image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016031916213916453.jpg)
გოგონა აპირებს იმოგზაუროს იმისთვის, რომ აღბეჭდოს წყვილების სიყვარული მთელს მსოფლიოში.
![ინტიმური მომენტები შეყვარებული
წყვილების ცხოვრებაში image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016031916225216453.jpg)
ამ წელს ნატალია წყვილებს გადაიღებს საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, უნგრეთში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში.
![ინტიმური მომენტები შეყვარებული
წყვილების ცხოვრებაში image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016031916240716453.jpg)
გოგონა ყველა შეყვარებულ წყვილს მოუწოდებს დაუკავშირდნენ მას და მიიღონ მონაწილეობა პროექტში, რათა ერთად შექმნან ახალი მომხიბვლელი სურათები.
![ინტიმური მომენტები შეყვარებული
წყვილების ცხოვრებაში image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016031916244716453.jpg)