ნადირობა და თევზაობა რისკზე მეტი, ანაკონდას დასაჭერად! 2016, 19 მარტი, 11:38 ანაკონდა — მსოფლიოში ყველაზე დიდი გველი, რომელიც ბინადრობს მთელ ტროპიკულ სამხრეთ ამერიკაში: აღმოსავლეთით კორდილიერებიდან კუნძულ ტრინიდადამდე. გვიანის, ბრაზილიისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ პერუს წყალსატევების სანაპიროებზე. სხეულის საშუალო ზომა ზრდასრული ანაკონდისა 5-6 მეტრია, თუმცა არც თუ ისე იშვიათად გვხვდება 10 მეტრიანი ეგზემპლარებიც. ყველაზე გრძელი ანაკონდა, რომელიც აღმოსავლეთ კოლუმბიაში დაიჭირეს და გაზომეს, სიგრძეში 11 მეტრსა და 43 სანტიმეტრს აღწევდა, თუმცა ამ უნიკალური ეგზემპლარის შენახვა ვერ მოხერხდა. ანაკონდა საცხოვრებელ ადგილად ირჩევს მდორე მდინარეებს და ტბებს. ანაკონდა არც თუ იშვიათად ამოდის ხმელეთზე და იღებს მზის აბაზანებს, თუმცა წყლიდან ძალიან შორს არ მიდის. ანაკონდა კვერცხცოცხლადმშობია. დედალი დებს 28-42 კვერცხს, საიდანაც იბადებიან 50-80 სანტიმეტრი სიგრძის წიწილები, შესაძლოა მან ცოცხალი ნაშიერებიც შობოს. ტყვეობაში ანაკონდები ცოცხლობენ 5-6 წელიწადს, მაქსიმუმ 28 წელს. ტყვეობაში ანაკონდა განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა. ![]() BBC-ის პროგრამისტი გორდონ ბიუკენენი, ეკვადორში მონადირე ტომთან ერთად, ანაკონდა შენიშნა. ანაკონდას ზომა 5 მეტრს აღწევდა. ![]() BBC 2-ის ტელეარხზე "ახალი აღმოჩენების" გადაცემისთვის, გორდონ ბიუკენენი ეკვადორს ესტუმრა. ადგილობრივ მონადირე ტომთან - Waorani ერთად 5 მეტრიან ანაკონდაზე დაიწყო ნადირობა. ![]() ბიუკენენი მონადირეებთან ერთად საკმაოდ ხალისობდა, ამაზონის ტყეებში ველურ კადრებს აფიქსირებდა, მაშინ როდესაც მის თვალწინ შემთხვევით გიგანტური ზომის ანაკონდამ გაისრიალა. ![]() ანაკონდა ამაზონის ტყის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ბინადარია. ბიუკენენის ანაკონდას სიგრძე 5 მეტრია, რაც ერთ-ერთ საუკუეთესო აღმოჩენად ითვლება. ![]() ბიუკენენის დოკუმენტურ ფილმისთვის დაჭერილ ანაკონდაში რათქმაუნდა მთავარი წვლილი მონადირებს ეკუთვნით, რომლებიც Waorani-ს ტომის წარმომადგენლები არიან. ![]() მონადირე ტომების თვალსაზრისით, თუ ანაკონდას დაიჭერ და შემდეგ მას გაანთავისუფლებ, ეს დიდ ძალა-უფლებას ნიშნავს. Waorani-ს ტომის წარმომადგენლები ანაკონდას "დიდებულ ცხოველს" უწოდებენ. ![]() ვინაიდან თემა ანაკონდას ეხება, კიდევ მინდა გავიხსენო ერთი საინტერესო ფაქტი რისკიან ადამიანზე, რომელმაც ანაკონდას დაფიქსირებისთვის სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო. ეს მოხდა ბრაზილისს სამხრეთით, მატო გროსოს ტერიტორიაზე. შვეიცარიელ ფოტოგრამფა, ფრანკო ბანფიმ გიგანტური ანაკონდას ფოტოები დააფიქსირა და + ვიდეო გადაუღო. ![]() ფოტოგრაფი აშკარად "გადაჭარბებულად" მამაცი იყო, მან მდინარის გიგანტურ ბინადარს, რომელიც სიგრძეში 8 მეტრას აღწევდა, რამოდენიმე ფოტო გადაუღო. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ნახეთ ვიდეო მადლობა ყურადღებისთვის! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1591 11-ს მოსწონს
|