არსებობს უამრავი საოცარი და შთამბეჭდავი რამ, რაც არ ვიცით საკუთარი სხეულის შესახებ. ეს, მართალია, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ფაქტია.
გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენი სხეული — დიდი გამოცანაა, პარადოქსალურიც კი. ეს არის ყველაზე მყიფე და ამავდროულად — ყველაზე მაგარი არსება დედამიწაზე: ზოგიერთი ადამიანი, ყინულზე დაცემისას ამ ქვაზე ფეხის წამოკვრის შედეგად იღუპება, სხვები კი მაღალსართულიანი სახლის ზედა სართულიდან ვარდებიან და ცოცხლები რჩებიან. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი ორგანიზმი იდუმალებით არის მოცული და მის შესახებ ბევრი რამე არ ვიცით.
ჩვენი ტვინი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი სუპერკომპიუტერი. მხოლოდ თვალის გუგის აგებულება იმაზე რთულია, ვიდრე ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა დედამიწაზე.
ყველა შემთხვევაში, ადამიანის სხეული — წარმოუდგენელი მექანიზმია, რომლითაც უნდა ვიამაყოთ! უკიდურეს შემთხვევაში, უნდა გავუფრთხილდეთ მაინც. აქ წარმოდგენილია 25 მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენი სხეული ბევრად უფრო საოცარია, ვიდრე ჩვენ გვგონია!
25. ახალშობილებს 60-ით მეტი ძვალი აქვთ, ვიდრე ზრდასრულ ადამიანებს.
24. ადამიანის ორგანიზმში იმდენი რკინაა, რომ შეიძლება 8 სმ-იანი ლურსმნის გაკეთება.
23. წამწამის ფოლიკულიებში ტკიპები (Demodex) ცხოვრობენ.
22. სინამდვილეში, სუნს ოფლი კი არა, პატარა ბაქტერიები იწვევენ, რომლებიც კანზე ცხოვრობენ და ორგანიზმიდან გამოყოფილი სითხით იკვებებიან.
21. ევროპული ფსიქიატრიული ასოციაციის VIII კონგრესზე (Association of European Psychiatrists), ნათქვამი იყო, რომ მამაკაცებს, რომლებსაც ხშირი და სქელი თმა აქვთ (არა მარტო თავზე) — უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე ამ სქესის დანარჩენი წარმომადგენლები.
20. ადამიანს ყურები და ცხვირი მთელი ცხოვრების მანძილზე ეზრდება.
19. ენას ისეთივე უნიკალური ანაბეჭდი აქვს, როგორც თითებს.
18. საშუალო სტატისტიკურ, ზრდასრულ, ადამიანის ორგანიზმში არსებული ყველა ბაქტერია რომ მოვაგროვოთ, მათი საერთო მასა, დაახლოებით, 1, 8 კგ. იქნება.
17. ადამიანის გულისცემა, იმ მუსიკის ტიპის მიხედვით იცვლება, რომელსაც ის უსმენს.
16. სისხლში არსებული ჟანგბადის, საერთო რაოდენობის, 20% თავის ტვინი მოიხმარს.
15. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ძვლები 30% წყლისგან შედგება, მაინც ფოლადივით მტკიცეა.
14. დღის მანძილზე, ადამიანის გულის მიერ გამომუშავებული ენერგია, საკმარისია იმისთვის, რომ სატვირთო მანქანამ 30 კმ-ზე ცოტა მეტი გაიაროს.
13. ადამიანის დნმ მთლიანად რომ გაიშალოს ერთი მიმართულებით, დედამიწიდან მზის სისტემის კიდემდე არსებული მანძილის, გაორმაგებული სიგრძის ტოლი იქნება.
12. სახლში არსებული მტვრის დიდი ნაწილი, სინამდვილეში, ადამიანის კანის მკვდარი უჯრედები არის.
11. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი — 9 მეტრიანი მილია, რომელიც პირს სწორ ნაწლავთან აერთებს.
10. ერთი ნაბიჯის გადადგმის დროს, სხეულის 200 კუნთი მუშაობს.
9. სხეული ქიმიკატებად რომ "დავშალოთ" და მიღებული ნივთიერებები გავყიდოთ, 160 დოლარის გამომუშავებას შევძლებთ.
8. ადამიანის სხეულის ყველაზე მაღალი, დარეგისტრირებული, ტემპერატურა 46, 5 გრადუსი არის С -ით.
7. ადამიანის გენების, დაახლოებით, 50% განსაზღვრავს ტვინის აგებულებას, ხოლო 50% – დანარჩენი ორგანოების აგებულებას.
6. ენაზე არსებული, გემოვნების რეცეპტორების განახლაბა 10 დღეში ერთხელ ხდება.
5. კუჭის წვენი კანზე მოხვედრის შემთხვევაში, მას წვავს. კუჭს განსაკუთრებული აგებულება აქვს და ის იცავს მთელს ორგანიზმს მჟავისგან.
4. ორგანოების ტრანსპოზიცია (გადაადგილება) — არის ორგანიზმის თანდაყოლილი მდგომარეობა, რომლის დროსაც, შინაგანი ორგანოები სარკისებურად არის განლაგებული, ნორმალურ განლაგები საპირისპიროდ (გული – მარჯვნივ, კუჭი – მარჯვნივ, ღვიძლი მარცხნივ და ა. შ).
3. ნეკი თითის დაკარგვის შემთხვევაში, ადამიანი მოჭიდების ძალის ნახევარს კარგავს.
2. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაკარგავს კუჭს, ელენთას, ღვიძლის და ნაწლავების 80%, ერთ თირკმელს, ერთ ფილტვს და თითო ორგანოს (რაც 2-2 არის) მენჯის ღრუდან, ცოცხალი დარჩება.
1. მართალია, ტვინი სხვა ორგანოების ტკივილს ავლენს, მას საკუთარი ტკივილის შეგრძნება არ შეუძლია. ამიტომ, ღია ოპერაციას თავის ტვინზე, ადგილობრივი ანასთეზიით აკეთებენ, რომლის დროსაც, ადამიანი ცნობიერებას არ კარგავს.