![საოცრად ლამაზი ბილიკები ბაღებსა და
ეზოებში – 50 კრეატიული იდეა (ნაწილი II) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201903/20190305114629164.jpg)
ბაღებსა და ეზოებში ბილიკებს უსაფრთხოდ და სუფთად გადაადგილებისთვის აგებენ. ამასთან, ეს თუ გემოვნებით არის გაკეთებული და ირგვლივ არსებულ ლანდშაფტს ჰარმონიულად ერწყმის, უთუოდ სიმშვიდის, სრულყოფილებისა და კომფორტის განწყობას შექმნის. ბილიკები მრავალი სტილისა და განსხვავებული მასალის შეიძლება იყოს. თქვენი გადასაწყვეტია თუ რომელს აირჩევთ, როგორ ჩაჯდება თქვენი სახლის ექსტერიერში, რა თქმა უნდა, იმ კლიმატური პირობების გათვალისწინებით სადაც ცხოვრობთ, რადგან მოგეხსენებათ ზოგიერთი მასალა ყინვის დროს მდგრადობით არ გამოირჩევა.
თუ გადაწყვეტილი გაქვთ ბილიკის დაგება, იმის ნაცვლად რომ ერთი სახის უბრალო ფეხსავალი გააკეთოთ, რამდენიმე მასალის კომბინირება მოახდინეთ, ფერი და სტრუქტურა ირგვლივ არსებულ ლანდშაფტს შეუხამეთ და თავად დარწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი არაჩვეულებრივ იერს და მიმზიდველობას შესძენს თქვენს ბაღსა თუ ეზოს. ამის განსახორციელებლად სტატიაში წარმოგიდგენთ საუცხოო ბილიკების 50 ნიმუშს და იმედს გამოვთქვამთ, რომ ამით დახმარებას გაგიწევთ თქვენთვის მყუდრო, ელეგანტური და გამორჩეული გარემოს შექმნაში.
1. ორიგინალური ბილიკი ოვალური ფორმებით
2. თანამედროვე დიზაინის ბილიკი, რომელსაც არ სჭირდება სიმეტრიული ფორმები
3. ქვის ფილებისა და კენჭების სინთეზი სამ ფერში
4. მინიმალისტური დიზაინი – ფოკუსირება ხდება სუფთა, მარტივ ფორმებსა და ხაზებზე
![საოცრად ლამაზი ბილიკები ბაღებსა და
ეზოებში – 50 კრეატიული იდეა (ნაწილი II) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016031815381374677.jpg)
5. თეთრი ხრეში და შავი ფილების კომბინაცია დიდებულ ხედს ქმნის
6. ძალიან სადა ბილიკი ბეტონის ფილებისგან ულამაზესი ყვავილებით
7. გლუვი, ოვალური ფორმის ფილები ორგანულად ერწყმის ლანდშაფტს
8. თუ არ გსურთ რომ თქვენს ბილიკს განსაზღვრული ფორმა ჰქონდეს
9. ნუ დაივიწყებთ ბილიკის განათებას – ის განსაკუთრებულ ელფერს შესძენს თქვენს ეზოს
10. უმშვენიერესი ყვავილებით გარემოცული სადა ბეტონის ფილაქანი
11. გამოიყენეთ სხვადასხვა მასალა ორ ფერში უფრო მეტი ეფექტისთვის
12. ფერთა ულამაზესი შერწყმა
13. კენჭებისა და ფილაქანის კომბინაცია ორ ფერში – ულამაზესია!
14. უხეში სტილის ქვის ბილიკი გუბურაზე
15. ბილიკის სიგანე და დიზაინი მრავალ დეტალზეა დამოკიდებული, მათ შორის თქვენს გემოვნებაზეც – სადა, მაგრამ უჩვეულოდ ელეგანტური!
16. ულამაზესი მოზაიკა სამ ფერში
17. ქვის ლოდებიც კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ულამაზესი ხედის შესაქმნელად
18. ძალიან დახვეწილი კლასიკური ფილაქანი
19. შეგიძლიათ დაუმატოთ ხავსი ბილიკის ქვებს უფრო ბუნებრივ შთაბეჭდილებას რომ ტოვებდეს
20. პატარა ღობე ბილიკის გასწვრივ ფერადი მინის ბოთლების ან ქილების გამოყენებით
21. კიდევ ერთი ორიგინალური იდეა – ხის ნაჭრები ქვის ნაცვლად
22. ხისა და ხრეშის კომბინაცია – პრაქტიკული და გამძლე
23. თანამედროვე სტილის ბეტონის დეკორატიული ბილიკითა და რიყის ქვით მოპირკეთებული ეზო
![საოცრად ლამაზი ბილიკები ბაღებსა და
ეზოებში – 50 კრეატიული იდეა (ნაწილი II) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016031818412374677.jpg)
24. როცა მსგავსი მშვენიერების კამაროვანი გასასვლელია, იმას თუ ბილიკი რა მასალისგანაა გაკეთებული არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს
25. კაშკაშა, მკვეთრი ფერები არაჩვეულებრივ ეფექტს მატებს ლანდშაფტს
26. აგურის ბილიკი საოცრად ლამაზი ყვავილებით
![საოცრად ლამაზი ბილიკები ბაღებსა და
ეზოებში – 50 კრეატიული იდეა (ნაწილი II) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016031819020674677.jpg)
27. ძალიან ელეგანტური ეზო კლასიკური ბილიკით
28. დეკორის ყველა ელემენტის ორგანული შერწყმა
29. თვალისმომჭრელად ლამაზი ეზო ხრეშის ბილიკით
30. საბურავების, ხავსის და ქვის კომბინაცია ორიგინალური ბილიკის შესაქმნელად
31. ბეტონის დიდი, სხვადასხვა ზომის ფილებისა და ბალახის სინთეზი გამორჩეულ ხედს ქმნის
32. ერთ სივრცეში რამდენიმე სამშენებლო მასალის კომბინირებულად გამოყენება მყუდრო გარემოს ქმნის
33. ეს მრგვალი ფილები ბაღში ამოსულ სოკოებს ჰგავს
34. ბილიკი რომელიც ლიანდაგს მოგაგონებთ
![საოცრად ლამაზი ბილიკები ბაღებსა და
ეზოებში – 50 კრეატიული იდეა (ნაწილი II) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016031819044174677.jpg)
35. დიდი წრიული ბეტონის ფილები ორიგინალური ხედის შესაქმნელად
36. ბილიკი სხვადასხვა გეომეტრიული ფორმებით
37. ხის, ქვისა და ფილების სინთეზი
38. ულამაზესი ეზო დაუმუშავებელი დიდი ლოდებით, რიყის ქვებითა და ულამაზესი პატარა ხიდით
39. აგურისა და თეთრი ხრეშის კომბინაცია
40. ეს იმ შემთხვევაში თუ ჭადრაკის მოყვარული ხართ
41. ყავისფერი ფილებისა და თეთრი ხრეშის კიდევ ერთი ორიგინალური სინთეზი
42. ხელოვნების შედევრი
43. დეკორატიული ბილიკი
44. ორიგინალურობა და სისადავე
45. ძალინ დახვეწილი და საოცრად ლამაზი სტილის თანამედროვე ბილიკი
46. ხის ნაჭრები – მოსახერხებელი და ორიგინალური გამოსავალი ბილიკის გასაკეთებლად
47. გიყვართ კლასობანას თამაში?
48. უსწორმასწორო ფორმის ფილები ულამაზეს ბაღში
49. ბეტონის ფილებით შექმნილი ყვავილის ფორმის ბილიკი
50. კლასიკური ბილიკი განათებით