სხვა როგორ ინარჩუნებენ ქალურობას ისრაელის ჯარში მყოფი გოგონები - უნიკალური ფოტოპროექტი 2016, 18 მარტი, 13:26 ![]() ნიუ-იორკში მოღვაწე ებრაელმა ფოტოგრაფმა, მაიან ტოლედანომ სამშობლოში მოგზაურობისას გადაიღო ისრაელის არმიაში მომსახურე გოგოების ფოტოების საკმაოდ ინტიმური სერია. ამით ფოტოგრაფს სურდა საკუთარი ახალგაზრდობა გაეხსენებინა - დრო, როცა თავადაც მსახურობდა ჯარში და მოკლებული იყო "ქალურობის" თითქმის ყველა კულტურულ სიმბოლოს. ისრაელის არმიაში სამსახურის პერიოდში გოგონებში "სქესის" და პიროვნების განმასხვავებელი ყოველგვარი ნიშანი დროებით უნდა წაიშალოს - აქ წინა პლანზე მხოლოდ ეროვნული იდენტობა დგას. მაიანს დღემდე ახსოვს, როგორ ეშინოდა, რომ სამხედრო ფორმა გაანადგურებდა იმ დროს ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ მის ქალურობას. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 1660 6-ს მოსწონს 1-ს არა
|