x
image
თეონა გორდეზიანი
ახალგაზრდული შემოქმედებთი ფესტივალი ”ფანArtი” იწყება
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით კიდევ ერთი არაჩვეულებრივი პროექტი ხორციელდება.

ახალგაზრდული შემოქმედებითი ფესტივალი, სადაც მონაწილეებს სხვადასხვა მიმართულებაში შეუძლიათ გამოავლინონ შესაძლებლობები: საავტორო ან იმპროვიზირებული ნაწარმოები, სტენსილი, ლიტერატურა, ქანდაკება, როკი/ალტერნატივა, ფოლკლორი, სოციალური ტელემედია, კინო/ანიმაცია, ფოტოგრაფია, მხატვრობა.


image















პროექტი უკვე მეოთხე წელია ხორციელდება და დაინტერესებული საზოგადოების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ეს პროექტი ნიჭიერი შემოქმედების წარმოჩენას და მათ პოპულარიზაციას ემსახურება. შემოქმედი ადამიანების, რომელსაც ფართო საზოგადოება ჯერჯერობით არ იცნობს.image





ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის სპორტული და კულტურული

პროგრამების დეპარტამენტის უფროსის

თეა ყიფშიძის განცხადებით შემოქმედი

ადამიანების შერჩევაში ყველა მიმართულებაში ღვაწლმოსილი

კონსულტანტები იღებენ მონაწილეობას, რეგისტრაციის მსურველები უნდა

შევიდნენ ბავშვთა და ახალგაზრდობის

ეროვნული ცენტრის სოციალურ გვერდზე.




ბავშვთა ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ფესტივალს 24 - 31 მარტს

წარმოგიდგენთ ნიკოლოზ რაჭველთან ერთად.


სახელწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის რეალიზაციის მიზნით 2007 წელს შეიქმნა სსიპ ”ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი”, რომელიც 2010 წლიდან დაექვემდებარა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. ცენტრის ნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტურად მართვის ფარგლებში საინტერესო აქტივობების გატარება. ეს აქტივობები ბავშვებსა და ზოგადად ახალგაზრდებში ინტელექტუალური, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის სრულყოფილებას ემსახურება.


0
6
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0