ყველა ცდილობს შეიძინოს ძვირადღირებული და ხარისხიანი iPhone-ი, თუმცა მათი მფლობელი ვერ ხვდება იმას, რომ მის მიერ განხორციელებულმა ნებისმიერმა ოპერაციამ შეიძლება დიდი საფრთხე შეუქმნას ტექნიკას.
სტატიაში წარმოგიდგენთ იმ 5რჩევას, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მისმა მომხმარებელმა.
1) iPhone-ის მფლობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ტექნიკა უნდა გათიშოს იშვიათად ანუ შვიდი დღის განმავლობაში ერთხელ, მისი ხშირი გათიშვის შემდეგ ელემენტები კარგავს თავის მოცულობას, რაც იწვევს მოწყობილობის შედარებით ნაკლები დროით მუშაობას.ექსპერტთა აზრით, iPhon-ის ხშირი გათიშვების შედეგად ელემენტი ხდება უვარგისი, ამიტომ თუ თქვენ ვერ იტანთ ამ ტექნიკას დიდი ხნით ჩართულ მდგომარეობაში, უმჯობესია შეიძინოთ იაფასიანი სმარტფონი და გათიშეთ იმდენჯერ რამდენჯერაც თქვენ გაგიხარდებათ.
2)არასოდეს დატოვოთ ჩართული Wi-Fi და Bluetooth, რადგან ელემენტების მუხტი ამ შემთხვევაში უბრალოდ იხარჯება, იქედან გამომდინარე, მომხმარებელს, რომელსაც ხშირად არ უწევს მათი გამოყენება უმჯობესია ის გამორთულ მდგომარეობაში ჰქონდეს, მანამ სანამ ამას მისი გამოყენების აუცილებლობა არ მოითხოვს.
3) გაითვალისწინეთ, რომ iPhone არ გამოიყენოთ მაშინ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა ნულოვანია ან ცელსიუსი მინუს უჩვენებს, რადგან სიცივე დიდ გავლენას ახდენს ელემენტის მოცულობაზე და შესაბამისად მისი ფუნქციონირების შემცირებაზე.
4)გაითვალისწინეთ არასოდეს დატოვოთ ჩართული iPhone დასამუხტ მდგომარეობაში, რადგან მთელი ღამის განმავლობაში დამუხტული ელემენტი ღებულობს დამატებით მუხტს, რაც შემდგომ ამცირებს მის ეფექტს.
5)არასოდეს დაიყვანოთ ტექნიკა 0%-იანი ელემენტის მაჩვენებლით და დამუხტვისას არ გადააცილოთ მაჩვენებელი 50%-80%, წინააღმდეგ შეთხვევაში ელემენტები კარგავს თავის თვისებებს..