შოუბიზნესი "მგონია 90-იანი წლებია, ხელისუფლება გაიღვიძე!"-ნანუკა ჟორჟოლიანი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე 2016, 16 მარტი, 0:24 ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ხელისუფლების წევრებს გამოღვიძებისკენ მოუწოდებს: "1 უნივერტეტის კადრებს ვუყურებ და მგონია 90-იანი წლებია. ძველი ბიჭები "პალაჟენიას" აყენებენ. ის რაც უნივერსიტეტში ხდება იმაზე მეტად საშიშია ვიდრე გვგონია. 2. მცოცავმა ოკუპაციამ ტემპს აუჩქარა. რუსები მაგრად გრძნობენ რომ ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. 3. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ გოგა ხაინდრავას, რომელიც ფილმს იღებს მიშაზე, ათონელის რეზიდენცია საიდუმლო კონტრაქტით გადაეცა. ანუ წვდომა აქვს საიდუმლო მასალაზეც? 4. ვიღაც დაიჭირეს პირადი ცხოვრების კადრებზე. პროკურატურის ვერსია იმდენად ჰაკიმ ფაშური აღმოჩნდა, თავადვე უარყოფენ საკუთარ ვერსიას. 5. ამასობაში მაესტრო წაიღეს. ეს ყველაფერი იცით რას ჰგავს? ბავშვი რომ სახლში მშობლების გარეშეა და ურევს ყველაფერს. ახლა იმაზე ვნერვიულობ, რომ ასანთს არ მიაგნონ და არ გადაგვწვან. ხელისუფლება გაიღვიძე!" შეშფოთებას გამოხატავენ და ნანუკას პოსტს ასე ეხმაურებიან უბრალო მოქალაქები: "ყველა თავის გასიებული მუცლის ამოღორებაზე ფიქრობს ვის აინტერესებს საქართველო?! განიკითხავენ ყოველ დღე აქედან გაქცევას არიან და იმას კი ვერ ხვდებიან რომ თავად ქმნიან დღევანდელობას გამოიღვიძეთ ხალხო არავართ კარგად არაა!!!" "ნეტავი გამაგებინა ამ უნივერსტიტეტში რეალურად რა ხდება.... ზედაპირული ინფორმაციებით არც ერთი მხარე არ მესიმპატიურება." "აქ პოსტვას ჯობია აქციები დაგეგმოთ!" "უნივერსიტეტელი ვარ და ვემიჯნები პროცესებს, ჩემი აზრით სიტუაციის ესკალაცია არ არის საჭირო და სტუდენტებმა თავი უნდა შეიკავონ, მითუმეტეს, მაშინ როდესაც ასეთი უმართავია პროცესები! სტუდენტები ყოველთვის წარმოადგენდნენ ყველაზე ჯანსაღ ძალას, აკადემიურ სივრცეში, და იმედი მაქვს, სიმართლის გარკვევის პროცესსაც ''შეუწყობენ'' ხელს, მაგრამ არა ''ხულიგნური'' მეთოდებით, არამედ ზომიერებისა და წესრიგის დაცვით !!" 75 5-ს მოსწონს
|