სხვა თვითმფრინავის საიდუმლო ოთახი, რომლის შესახებ აქამდე არ იცოდით 2016, 16 მარტი, 9:00 თვითმფრინავი- ყველამ კარგად ვიცით, რომ სხვადასხვა ქვეყნებში სწრაფად გადაადგილების საჰაერო ტრანსპორტია. ძალოვანი დანადგარის და უძრავი ფრთის დახმარებით ქმნის აეროდინამიურ ამწევ ძალას. მისი მოძვლებული სახელია აეროპლანი. განასხვავებენ სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებს; ხრახნიანს და რეაქტიულს; ბგერამდელს, ზებგერითსა და ჰიპერბგერითს; სახმელეთო და სახომალდო ბაზირების, ჰიდროთვითმფრინავებს და თვითმფრინავ-ამფიბიებს.
თანამედროვე თვითმფრინავები საწყისს იღებენ ძმები რაიტების გამოგონებიდან, რომლებიც ავიაციის საერთშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულნი არიან სტანდარტების დამდგენებად და რეკორდების დამმყარებელნად ავიაციაში. 1905 წელს მათ მიერ შექმნილმა Wright Flyer III-მა შეძლო სრულად კონტროლირებადი, სტაბილური ფრენა დროის მნიშვნელოვანი ხანგრძლივობით. 1906 წელს უკვე აეროპლანის წარმოება ლეგალური გახადეს აშშ-ის პატენტით- ნომერი 821, 393. ალბათ ბევრ თქვენგანს გქონიათ თვითმფრინავით მგზავრობის ბედნიერება და გიფრენიათ ღრუბლებს მაღლა, შეხებიხართ მზის სხივს და სამყარო სულ სხვა რაკურსით შეგიმეცნიათ, ხოლო უმეტესობისთვის კი მისით მგზავრობა ერთ-ერთი ოცნებაა ალბათ. გიფრენიათ თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი სტატიისთვის, დღეს უბრალოდ მინდა გესაუბროდ თვითმფრინავის იმ საიდუმლო ოთახზე, რომლის შესახებ შესაძლოა აქამდე არ იცოდით. ფოტოზე ასახული სამგზავრო თვითმფრინავის "გამჭვირვალობა" ნათელს ხდის, რომ არსებობს საიდუმლო ოთახი მეორე სართულზე, სადაც მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ საიდუმლო კარიდან გასვლის შემდეგ სპეციალური ხვეული კიბით. გზად კი შეხვდებით დიაგრამას, სადაც აღნიშნულია ზედა ფიუზელაჟის ადგილმდებარეობა, ასევე მოწევის აკრძალვა და თითო საწოლზე თითო კაცის (ქალი) განლაგების განმარტება. ზედა სართულზე მოწყობილი საიდუმლო ოთახი წარმოადგენს ეკიპაჟის გამცილებლებისა და "პილოტების" დასვენების ადგილს. მგზავრებისთვის იქ ასვლა აკრძალულია. ოთახი არის ძალიან დიდი და მოიცავს დერეფნულ სისტემას, რომლის ორივე- მარჯვენა და მარცხენა მხარეს განლაგებულია საწოლები. საწოლების სიგრძე 183, ხოლო სიგანე კი 61 სმ-ია. საწოლის თავზე კი დამაგრებულია სანათი ნათურები, ვინაიდან და რადგანაც ზედა სართულის საიდუმლო ოთახს ფანჯრები არ გააჩნია. აი, ასეთ პირობებში უწევთ მრავალსაათიანი თუ რამოდენიმე დღიანი მგზავრობა თვითმფრინავის პერსონალს- გამცილებელ გოგონებსა და "პილოტებს". მოცემულია Boenig 777 და Boenig 787-ის ფოტოკრებული, რომელიც წარმოგვიდგინეს ფოტოგრაფებმა Chris McGinnis-მა და Martin Deutsch-მა. 4135 23-ს მოსწონს |
რიკოთზე გადასვლისას ბევრი იძახის თავი ამტკივდა, ტური ამტკივდაო და მე მსგავსი რამ არასდროს მიგვრძვნია. :)