x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
თვითმფრინავის საიდუმლო ოთახი, რომლის შესახებ აქამდე არ იცოდით
თვითმფრინავი- ყველამ კარგად ვიცით, რომ სხვადასხვა ქვეყნებში სწრაფად გადაადგილების საჰაერო ტრანსპორტია. ძალოვანი დანადგარის და უძრავი ფრთის დახმარებით ქმნის აეროდინამიურ ამწევ ძალას. მისი მოძვლებული სახელია აეროპლანი. განასხვავებენ სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებს; ხრახნიანს და რეაქტიულს; ბგერამდელს, ზებგერითსა და ჰიპერბგერითს; სახმელეთო და სახომალდო ბაზირების, ჰიდროთვითმფრინავებს და თვითმფრინავ-ამფიბიებს.


თანამედროვე თვითმფრინავები საწყისს იღებენ ძმები რაიტების გამოგონებიდან, რომლებიც ავიაციის საერთშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულნი არიან სტანდარტების დამდგენებად და რეკორდების დამმყარებელნად ავიაციაში. 1905 წელს მათ მიერ შექმნილმა Wright Flyer III-მა შეძლო სრულად კონტროლირებადი, სტაბილური ფრენა დროის მნიშვნელოვანი ხანგრძლივობით. 1906 წელს უკვე აეროპლანის წარმოება ლეგალური გახადეს აშშ-ის პატენტით- ნომერი 821, 393.


ალბათ ბევრ თქვენგანს გქონიათ თვითმფრინავით მგზავრობის ბედნიერება და გიფრენიათ ღრუბლებს მაღლა, შეხებიხართ მზის სხივს და სამყარო სულ სხვა რაკურსით შეგიმეცნიათ, ხოლო უმეტესობისთვის კი მისით მგზავრობა ერთ-ერთი ოცნებაა ალბათ. გიფრენიათ თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი სტატიისთვის, დღეს უბრალოდ მინდა გესაუბროდ თვითმფრინავის იმ საიდუმლო ოთახზე, რომლის შესახებ შესაძლოა აქამდე არ იცოდით.


image




ფოტოზე ასახული სამგზავრო თვითმფრინავის "გამჭვირვალობა" ნათელს ხდის, რომ არსებობს საიდუმლო ოთახი მეორე სართულზე, სადაც მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ საიდუმლო კარიდან გასვლის შემდეგ სპეციალური ხვეული კიბით.

imageimage


გზად კი შეხვდებით დიაგრამას, სადაც აღნიშნულია ზედა ფიუზელაჟის ადგილმდებარეობა, ასევე მოწევის აკრძალვა და თითო საწოლზე თითო კაცის (ქალი) განლაგების განმარტება.

imageimage



ზედა სართულზე მოწყობილი საიდუმლო ოთახი წარმოადგენს ეკიპაჟის გამცილებლებისა და "პილოტების" დასვენების ადგილს. მგზავრებისთვის იქ ასვლა აკრძალულია.

image

imageimage


ოთახი არის ძალიან დიდი და მოიცავს დერეფნულ სისტემას, რომლის ორივე- მარჯვენა და მარცხენა მხარეს განლაგებულია საწოლები. საწოლების სიგრძე 183, ხოლო სიგანე კი 61 სმ-ია. საწოლის თავზე კი დამაგრებულია სანათი ნათურები, ვინაიდან და რადგანაც ზედა სართულის საიდუმლო ოთახს ფანჯრები არ გააჩნია.

imageimageimageimage


აი, ასეთ პირობებში უწევთ მრავალსაათიანი თუ რამოდენიმე დღიანი მგზავრობა თვითმფრინავის პერსონალს- გამცილებელ გოგონებსა და "პილოტებს". მოცემულია Boenig 777 და Boenig 787-ის ფოტოკრებული, რომელიც წარმოგვიდგინეს ფოტოგრაფებმა Chris McGinnis-მა და Martin Deutsch-მა.

8
4135
23-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
4135
  
2016, 17 მარტი, 11:55
მშვენივრად გადაიტან, მაგაზე არ იფიქრო. :)
2016, 16 მარტი, 15:32
შენ წარმოიდგინე რიკოთზე და გერგეთზე არაფერი მომსვლია და გომბორზე ამიწია წნევამ :)) გენეტიკურად კი გვაქვს მიდრეკილება ჰიპერტონიისკენ და ალბათ ვერც ფრენას გადავიტან :((
2016, 16 მარტი, 15:28
მოასწრებ მაკა, პირველი აფრენისას პატარა დისკომფორტია ყურები გიგუბდება, მალევე გაგივლის, თუმცა სავალდებულო არაა ყველაზე ასე იმოქმედოს.
რიკოთზე გადასვლისას ბევრი იძახის თავი ამტკივდა, ტური ამტკივდაო და მე მსგავსი რამ არასდროს მიგვრძვნია. :)
2016, 16 მარტი, 15:15
მხოლოდ თვითმფრინავით არ მიმგზავრია და ძალიან მინდა :))
2016, 16 მარტი, 15:14
გმადლობთ.
2016, 16 მარტი, 12:51
გემი ბევრად უსაფრთხოა ვიდრე ვთქვათ მატარებელი ან მით უფრო თვითმფრინავი. :)
2016, 16 მარტი, 9:03
კარგტი სტატიაა
2016, 16 მარტი, 9:03
მე არც თვითმფრინავით მიფრენია და არც კრუიზზე ვყოფილვარ, ისე კი ღამით ოკეანეში რომ მოვხვდე ალბათ გავაფრენ, ღამით მეშინია წყლის, იმიტომ რომ გაურკვევლობაა
0 1 8