ელ. წიგნები ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ! (მეორე ნაწილი) 2016, 15 მარტი, 15:47 ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო ცნობარს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამოგადგებათ. ვინ რა იცის რა დროს, სად მოხვდება, ნებისმიერი ზოგადი ინტელექტი ძალიან სასარგებლოა. ვინაიდან ცნობარის პირველ ნაწილს ბევრი მნახველი ჰყავდა, გადავწყვიტე თქვენთვის მომემზადებინა მეორე ნაწილიც. ახლა კი ერთად დავათვალიეროთ... 1. ინგლისურად სიტყვა "woman" წარმოიქმნა "wife of man"-ისგან. 2. კლავიატურას თითქმის ყოველდღიურად იყენებთ, აკვირდებით თუ არა F და J ასოებს? ამ ასოების ქვეშ წვრილ, შავ ხაზს ნახავთ, რომელიც სპეციალურად არის დამზადებული მომხმარებლებისთვის. როდესაც ათივე თითს იყენებთ კლავიატურაზე, F და J-ს დაადეთ თითები, მიხვდებით, რომ ეს არის კლავიატურაზე ათივე თითით მუშაობისთვის მარტივი გზა. 3. განსაკუთრებით "ბოტასებზე" ხშირად გვხვდება დამატებითი, ზედა თასმის გასატერებელი ადგილი, ალბათ გაინტერესებთ რატომ? იმიტომ რომ ამ ადგილის საშუალებით, ფეხსაცმელი უფრო მჭიდროდ იკვრება და სიარულიც შედარებით უფრო მარტივი ხდება. 4. პარაგვაიში დღესაც დუელი კანონით არ იკრძალება. 5. ადამიანს შეუძლია ერთდროულად გაიხსენოს 4 რამ, მეტის გახსენება შეუძლებელია, რადგან ადამიანის ტვინი მხოლოდ ამდენზეა გათვლილი. 6. ყველა ადამიანს აქვს 5 გრძნობის ორგანო, ამ ორგანოებს შორის ყველაზე სწრაფი და უფრო გრძნობადი ყნოსვის ორგანოა. 7. იხვის ხმა არასოდეს echo-ს არ აკეთებს, ანუ არ მეორედება...ამის მიზეზი დღემდე არავინ იცის. 8. თუ თქვენ ძალიან ძლერად დააცემინებთ შეიძლება ნეკნები გაგებზაროთ. 9. ახალ ზელანდიაში 4 მილიონი ადამიანი 70 მილიონ ცხვართან ერთად ცხოვრობს. 10. კრევეტებს გული თავში აქვთ. 11. მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილი იზრდება ავსტრალიაში და მას ჰქვია - Rafflesia Arnoldi. როდესაც ყვავილი აღწევს გიგანტურ ზომას, მაშინ მისი თითო ფურცელი ქოლგის ზომას უდრის. 12. დამთქნარებისას თქვენი გულისცემა 30 პროცენტით იზრდება. 13. მთქნარება ადამიანიდან ადამიანში ძალიან მარტივად გადადის, უბრალოდ სიტყვა დამთქნარებაც რომ ახსენო, ადამიანს დამთქნარება უნდება. 14. ცემინებისას, ჩვევის თანახმად ვიძახით "დიდხანს იცოცხლე" ან სხვა მსგავსი სიტყვებით ვამკობთ ერთი-მეორეს, არადა ყოველი დაცემინებისას ადამიანის გული ჩერდება 1 მილი წამით. 15. ჯინსის შარვლებში არსებობს პატარა ჯიბე, რომელსაც XVIII-XIX საუკუნეებში იყენებდნენ ჯიბის საათის შესანახად. 16. წლების განმავლობაში არსებობდა მტკიცებულება, იმის რომ ადამიანი ინდაყვზე ენით ვერ შეეხებოდა, მაგრამ როგორც ხედავთ დღეს უკვე ამასაც აკეთებენ. 17. "ზაჟიგალკა" უფრო ადრე მოიგონეს, ვიდრე ასანთი. 18. ქალებს მამაკაცებზე უკეთესად აქვთ ყნოსვის ორგანო განვითარებული. იმედია მოგეწონებათ! იხილეთ ასევე: http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/72122- (ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ!) სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 4430 14-ს მოსწონს
|