ქალი სიახლე ქალბატონებისთვის! - "კიბოთი დაავადებული ზოგიერთი ქალისთვის ქიმიოთერაპია სრულიად ზედმეტი გახდება" - ბრიტანელმა მეცნიერებმა ორი ახალი სამედიცინო პრეპარატი აღმოაჩინეს 2016, 14 მარტი, 8:54 ბრიტანეთში, კიბოსთან ბრძოლის ახალი სამედიცინო საშუალება ანუ ორი ახალი სამედიცინო პრეპარატი აღმოაჩინეს, რომელთაც 11 დღის განმავლობაში სიმსივნური წარმონაქმნის ზოგიერთი სახეობის მნშვნელოვანწილად შემცირება და ხშირ შემთხვევაში სრული განადგურება შეუძლია -წერს წყარო. პრეპარატები, რომლებიც 257 ქალზე გამოსცადეს, კიბოს უჯრედების სპეციფიკურად სუსტს ადგილებზე ახდენენ ზემოქმედებას. სპეციალისტების თქმით, მიღებული შედეგები კიბოს წინააღმდეგ ინდივიდუალური ბრძოლის მეთოდების შემუშავების დროს, მნიშვნელოვან ეტაპად იქცევა.მათი თქმით, ამ მოულოდნელმა შედეგებმა შესაძლოა, კიბოთი დაავადებული ზოგიერთ ქალისთვის, ქიმიოთერაპია სრულიად ზედმეტი გახადოსლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტის პროფესორმა ჯუდიტ ბლისმა ინტერვიუში გაოცება ვერ დამალა, როდესაც განაცხადა: - " "საუბარი იყო ხანმოკლე ცდებზე ამიტომ შედეგებმა განსაკუთრებით გაგვაოცა. ნათელი გახდა, რომ ზოგიერთ შემთხვევებში სიმსივნური უჯრედები სრულიად გაქრა. არ ვიცით რატომ მოხდა ეს ასე სწრაფად"..ზემოთ დასახელებული სამედიცინო პრეპარატების სახელწოდებებია Lapatinib და Trustumazab - ეს უკანასკნელი ცნობილია სახელით "Herceptin". ორივე პრეპარატი ზემოქმედებას ახდენს ცილა HER2- ზე, რომელიც ქალის მკერდში სიმსივნური უჯრედების წარმოქმნაში მონაწილეობს. წყაროს ცნობით ეს კვლევები, რომელიც მანჩესტერის სახელმწიფო კლინიკაში ჩატარდა, მხოლოდ იმ ქალებზე იყო გათვლილი, რომელთა სიმსივნური წარმონაქმნის ზომა ერთიდან სამ სანტიმეტრს უდრიდა.ბრიტანელი მეცნიერები თვლიან, რომ მკერდის კიბო 10 სხვადასხვა სახის დაავადებად იყოფა და თითოეულ მათგანს საკუთარი მიზეზები, მიმდინარეობა და მკურნალობის განსხვავებული მეთოდები გააჩნია. დღესდღეობით სპეციალიზირებული სამედიცინო პრეპარატების შერჩევა რომლებიც კიბოს სხვადასხვა სახეებზე ახდენს გავლენას, ონკოლოგიაში სამომავლო პერსპექტივად მიიჩნევა. 298 7-ს მოსწონს
|