საზოგადოება ამერიკის ყველაზე სექსუალური დამნაშავის პირადი ცხოვრება და ცოლ-შვილი 2016, 14 მარტი, 9:10 Jeremy Meeks-ი, "ყველაზე სექსუალური დამნაშავეს" ტიტულის მფლობელი მამაკაცია მთელს ამერიკაში და მემგონი ნებისმიერმა თქვენგანმა იცის ეს, თუმცა მაინც წარვადგინე. 2014 წლის ივნისის ამბები უმალ მოედო მთელს მსოფლიოს- ჯერემი მიკსი იარაღის უკანონოდ ფლობის გამო ამერიკაში, კერძოდ კი კალიფორნიაში დააპატიმრეს. ქალაქ Stockton-ის პოლიციის მიერ გამოქვეყნებულმა დამნაშავეს ფოტომ კი ძალიან მალე მოიარა მთელი დედამიწა Facebook-ის წყალობით და მრავალი თაყვანისმცემელი- ქალი თუ კომპანია შესძინა. სიმპათიურ მამაკაცს კი სილამაზემ ვერ უშველა და 27 თვით პატიმრობა მიესაჯა.
მისით დაინტერესებულმა პროფესიულმა სამოდელო სააგენტო "White Cross Management"-მა ციხეშივე მოაწერინა კონტრაქტს ხელი მათთან თანამშრომლობაზე. გარდა ამისა კი, ხუთმა უმსხვილესმა, ბრენდული ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიებმა შესთავაზეს თანამშრომლობა. ასე, რომ ჯერემის ცხოვრებაში ის გამონაკლისი შემთხვევაა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მძიმე სამუშაო კი არა, პირდაპირ პოდიუმზე ასვლა რომ ელის. პატიმრობის პერიოდში ჯერემი რეგულარულად კავდებოდა სპორტით, აკეთებდა უამრავ აზიდვას, რომ რჩეული რითმიდან და ფორმიდან არ ამოვარდნილიყო. ასე, რომ ყოფილი პატიმარი, რადგან ის უკვე თავისუფალია, სამოდელო კარიერითა და ტანსაცმლის დიზაინით დაკავდა. თუმცა გარდა ამისა, ის თავისუფალ დროს უთმობს ცოლსა და ერთადერთ ვაჟს; ღვიძლ ძმას, რომელიც მას ძალიან გავს; უყვარს მდინარე, თევზაობა და ა.შ. მოკლედ, გთავაზობთ ფოტოებს, რომელზეც მისი ყოველდღიური ცხოვრებაა ასახული. და ბოლოს, ჯერემი თავის მენეჯერთან ციხიდან გათავისუფლებისთანავე. 617 18-ს მოსწონს
|