სისხლის სამართალი ხორვატიაში ეტლზე მიჯაჭვულმა ინვალიდმა ბანკი გაძარცვა 2016, 13 მარტი, 9:30 ![]() ეტლზე მიჯაჭვულმა ინვალიდმა თავხედურად გაძარცვა ბანკი ხორვატიაში და სხვათა შორის ამ მიზნის განხორციელებაში გამვლელები დაეხმარნენ.ამის შესახებ ხორვატული გამოცემა Vecernji list-ი იუწყება. ინციდენტი ზაგრებში მოხდა, ავსტრიული ბანკის ფილიალ Erste Ban-ში. "ბომბა მაქვს!"-დაიყვირა ბანკში შესვლისთანავე 35 წლის ინვალიდმა.მან ბანკის თანამშრომლებს მოსთხოვა სრულიად მიეცათ ბანკში არსებული თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში აფეთქებით იმუქრებოდა. მას შემდეგ, რაც მძარცველმა მიიღო თანხა 50 000 კუნი(დაახლოებით 7300$)...თავისით გამოგორდა ბანკიდან და ქუჩაში გააჩერა ტაქსი. ![]() პოლიციისთვის ეს ყველაფერი მალე ცნობილი გახდა, დაადგინეს კოორდინანტები და ინვალიდი-მძარცველი ბელოვერში დააკავეს. როგორც ცნობილი გახდა, ეს მის მიერ ჩადენილი პირველი დანაშაულია. ![]() 116 8-ს მოსწონს 1-ს არა
|