საყოველთაოდ აღიარებულია ის ფაქტი, რომ შუა საუკუნეების ადამიანი ანტისანიტარიაში ცხოვრობდა, ასეთ პრობებში წარმოუდგენელი რჩებოდა თუ როგორ შეიძლება დაეცვათ ჰიგიენა ფანტასტიკურ როკოს კაბების მფლობელ ქალბატონებს .
ასეთ სილამაზეს სჭირდება სისუფთავე იმ დროს წარმოუდგენელი იყო ყოველდღიურად ჰიგიენის დაცვა, ქალებში გავრცელებული იყო უნაყოფობა, ამის მთავარ მიზეზს სწორედ ჰიგიენის დაუცველობა წარმოადგენდა.
ევროპელი ქალბატონები დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ წყალი არის ერთადერთი გზა იმისა, რომ მათ ორგანიზმში გავრცელდეს სხვადასხვა სახის ინფექცია, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ისინი თავს არიდებდნენ აბაზანის მიღებას.
გვიან XIX საუკუნის გერმანელი ექიმი ფრიდრიხ ბილცი თავის პაციენტებს მოუწოდებს თავისი წიგნიდან “ ახალი ბუნებრივი სამკურნალო’’:
’’არიან ადამიანები, რომლებსაც შიში აქვთ წყლის, ეს იმიტომ რომ ბავშვობაში არასოდეს შესულან მდინარეში, ეს შიში უსაფუძვლოა, აბაზანის ხუთჯერ ან ექვსჯერ მიღებისას, თქვენ შეეგუებით წყალს’’.
XV საუკუნეში ქალები ბანაობდნენ ორჯერ დაბადებისას და გათხოვებამდე ანუ ქორწილის წინა ღამეს, მეთექვსმეტე საუკუნეში ადამიანებს უჩნდებათ ეჭვი იმისა, რომ სახის დაბანის შემთხვევაში სახეზე ჩნდება სხვადასხვა სახის ანთება ან შესაძლებელია მხედველობის დაკარგვა.