x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
რა იცით დინოზავრების შესახებ? - 7 უცნაური ფაქტი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ!
დინოზავრები — მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი არქოზავრების ქვეკლასისა. იყოფა 2 რიგად: ხვლიკმენჯა დინოზავრებად და ფრინველმენჯა დინოზავრებად. უძველესი დინოზავრები ცნობილია შუა ტრიასული პერიოდიდან. უკანასკნელი წარმომადგენლები კი — ცარცული პერიოდის დამლევიდან.

დინოზავრები კვერცხით მრავლდებოდნენ. ფიქრობენ, რომ თბილსისხლიანი

ცხოველები იყვნენ და მაღალი ფიზიოლოგიური ორგანიზაციის ნიშნები ჰქონდათ. დინოზავრები გადაშენდნენ მეზოზოურ და კაინოზოურ ერათა მიჯნაზე.

გადაშენების ძირითადი მიზეზი იყო გარემოს გართულება და მკვეთრი შეცვლა. დინოზავრების ნაშთები დღემდე გვხვდება ყველა კონტინენტზე. საქართველოში ცარცული პერიოდის დინოზავრების გაქვავებული ნაკვალევი შემორჩენილია სათაფლიაში.



ახლა ვნახოთ ძალზედ საინტერესო ფაქტები ამ გიგანტური მტაცებლების შესახებ,

რომლებიც ერთ დროს დედამიწას განაგებდნენ.


image


1. როგორ გადაშენდნენ დინოზავრები?


image


ამ გიგანტური არსებების გადაშენებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მოსაზრება

არსებობს. წარსულში ამ თემაზე უფრო ნაკლებად მსჯელობდნენ, ვიდრე

ახლა. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, დინოზავრები გადაშენდნენ ერთ დღეს,

ერთდროულად, კლიმატის გლობალური ცვლილება იყო ძირითადი მიზეზი,

რასაც ვულკანების ამოფრქვევა და დინოზავრების ჯიშიანად გადაშენება მოჰყვა.





2. არიან თუ არა ფრინველები დინოზავრების შთამომავალნი?


image


1980 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოვდა ცნობილი მკვლევარი და მეცნიერი

ლუის ალვარეზი. მკვლევარის მტკიცებით დინოზავრების გადაშენების მთავარი

მიზეზი მეტეორიტია, რომელიც 65 მილიონი წლის წინ დაეჯახა დედამიწას.

მეცნიერული კვლევების თანახმად, დამტკიცდა ალვარეზეს თეორია დინოზავრების

გადაშენებასთან დაკავშირებით. 65 მილიონი წლის წინ დედამიწას დაეჯახა

10 კილომეტრიანი დიამტერის მეტეორიტი. მეტეორის სიჩქარე საათში 540 000

კილომეტრი იყო, რომელიც დედამიწას დაეჯახა იუკატანის ნახევარკუნძულიდან.

შეჯახებასთან ერთად, 200 000 კმ³ რადიუსზე ყველაფერი აორთქლდა. ცოცხალი

არსებების 70 % გაქრა და ტერიტორიაზე შეიქმნა უზარმაზარი ჩისკულუბის კრატერი.

დედამიწა თვეების განმავობაში სიბნელემ და ყინვამ მოიცვა, ტემპერატურა

მაქსიმალურად დავარდა, წყლები გაიყინა, მცენარეების ფოტოსინთეზი შეწყდა და

დინოზავრებიც საბოლოოდ გადაშენდნენ. ნობელის პრემიით დაჯილდოვებული

მკვლევარის, ლუის ალვარეზის მტკიცებით, დედამიწაზე არ გადაშენებულან

რამოდენიმე პატარა სახეობის არსებები, რომლებიც იყვნენ ჩვენი ფრინველების

შთამომავლები.





3. რამდენი სახეობის დინოზავრი არსებობდა?


image


დედამიწაზე ცხოვრობდა დაახლოებით 850 სხვადასხვა ჯიშის დინოზავრი. პირველი

დინოზავრი იყო სახელწოდებით - იგვანოდონი(Iguanodon), ამ გიგანტი არსების

ნაშთები 1923 წელს ინგლის ქალაქ სასექსში აღმოჩინეს მკვლევარებმა.





4. ყველაზე დიდი დინოზავრი


image


არგენტინის ქალაქ ხუბუტში, ერთ ფერმერმა ისტორიული აღმოჩენა გააკეთა.

მინდორში მუშაობისას, მან შემთხვევით შეამჩნია დინოზავრის ნამარხი, მან

მიმართა პალეონტოლოგიის მუზეუმს, მალევე ჩატარდა გათხრები, სადაც

აღმოჩენილ იქნა 150 ცალი "კარგად მოვლილი" დინოზავრის ძვალი. მეცნიერების მტკიცებით ეს ეკუთვნის დედამიწაზე არსებულ ყველაზე დიდ დინოზავრს,

რომელსაც შვიდ დინოზავრს უწოდებენ. ამას წინათ, ამ ადგილზე, ხმელეთზე მოსიარულე ყველაზე დიდი არსების ნარჩენები ფერმერმა აღმოაჩინა

(არგენტინოზავრი). დინოზავრი 77 ტონას იწონიდა, სიგრძე, თავიდან კუდის ბოლომდე, 40 მეტრი, ხოლო სიმაღლე 20 მეტრი. ეს შვიდ სართულიანი სახლის ექვივალენტურია 14 სპილოს მასით. ცხოველი დაახლოებით 100 მილიონი წლის

წინათ პტაგონიის ტყეებში ბინადრობდა და ბალახით იკვებებოდა.





5. იყვნენ თუ არა დინოზავრები სულელები?


image


არა! 1970 წლიდან დაიწყო დინოზავრების ტვინის უჯრედების გამოთვლა,

კვლევების თანახმად, აღმოჩნდა რომ დედამიწაზე რაც კი ცხოველი

არსებობს ყველაზე ჭკვიანი დინოზავრები იყვნენ. გასათვალისწინებელია

ის ფაქტიც, რომ დღესდღეობით დედამიწის ყველაზე ჭკვიანი ფრინველები:

ყვავი და თუთიყუში, დინოზავრების შთამომავლნი არიან.





6. თუ გადააწყდებით დინოზავრს, გაქვთ თუ არა გადარჩენის შანსი?


image


ეს უბრალოდ ერთგვარი კვლევა იყო, რათქმაუნდა შეუძლებელია. თქვენ

დინოზავრს ვერსად ვერ გაექცევით. ადამიანის მაქსიმალური სისწრაფე

დაფიქსირებულია - საათში 44, 72 კმ, ხოლო ყველაზე სწრაფი დინოზავრის

სახელად T-rex(Tyrannosaurus rex) - საათში 65 კმ. ასე რომ, ნურც

დინოზავრის გასწრებაზე და ნურც მასთან შეხვედრაზე ნუ იფიქრებთ...






7. დინოზავრების ზომები


image


დინოზავრების სიმაღლე და წონა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა.

ყველაზე დიდების წონა 18 -32 ტონა იყო, სიმაღლე - 25 მეტრს აღწევდა.

ყველაზე პატარა დინოზავრის წონა - 5, 5 კილოგრამს უდრიდა, ხოლო

სიმაღლე - 60 სანტიმეტრს.











მადლობა ყურადღებისთვის, იმედია მოგეწონებათ.........



























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



7
7960
13-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
7960
  
2022, 23 მარტი, 14:58
ისე ძალიან საინტერესოა
2022, 23 მარტი, 14:57
ამას რა ისწავლის
2017, 25 აპრილი, 22:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი alex999-ის კომენტარზე
2017, 25 აპრილი, 22:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 13 მარტი, 10:34
მეგონა მომხმარებლებლებს დააინტერესდებოდათ, მაგრამ სხვა თემები უფრო მოწონთ
,,ხვლიკმენჯა,, მომეწონა)) სტატიას ვკითხულობდი და გამახსენდა, ბავშვობაში წაკითხულ რომელიღაც ზღაპარში იყო სიტყვები ,,გოჯილასავით მახინჯი იყოო,, და როცა წლების წინ ფილმი ,,გოძილა,, ვნახე, გამიკვირდა ეს დამთხვევა... ანუ ყოველთვის მაინტერესებდა ხოლმე ლინგვისტური საიდუმლოებები და არა მარტო)) ანუ ,,მოგვაყარე,, ასეთი სტატიები)))
2016, 12 მარტი, 0:15
ძალიან კარგი და შემეცნებითი სტატიაა! გავაზიარე
0 1 7