სხვა მიწა, ცეცხლი, ხე, წყალი თუ მეტალი – თქვენ რომელი ხართ? გაიგეთ სიმართლე საკუთარ თავზე 2016, 14 მარტი, 12:10 ძველი ჩინური კალენდრის თანახმად, რომელზეც ორიენტირებულია აღმოსავლური ჰოროსკოპები, დროის ნებისმიერ მომენტში, დედამიწაზე 5 ძირითადი სტიქიიდან, ერთ-ერთი ბატონობს - მიწა, ცეცხლი, ხე, წყალი ან მეტალი. ასტროლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ეს სტიქიები არა მარტო ბუნებაზე, არამედ ადამიანების ხასიათზეც ახდენენ გავლენას. ისინი განსაზღვრავენ მის სულიერ ორგანიზებას, ჩვევებს და დამოკიდებულებას სხვა ადამიანებისა და ნივთების მიმართ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ჩინური ჰოროსკოპი ყველაზე ზუსტი არის, პოროსკოპებს შორის. სტიქიების გავლენის მიხედვით, ადამიანები 5 ჯგუფად იყოფიან: მიწა მიწის ელემენტის ადამიანები (დაბადების წლის ბოლო ციფრებია – 8 და 9) საიმედოები და მომთმენები არიან. მიწის ძალა მათ ანიჭებს პასუხისმგებლობის გრძნობას ახლობლებისადმი. ისინი ამბიციურები და ამავდროულად, იდეალისტებიც არიან. მიწიერ პრობლემებს ეტაპობრივად, ფხიზელ გონებაზე აგვარებენ. კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია. ადამიანები ამ სტიქიის წარმომადგენლების ირგვლივ, ცდილობენ «მიწიერებს» მიბაძონ, მათი ზნეობრივ-მორალური ფასეულობების გამო. «მიწის» ადამიანები აფასებენ ეთიკას და დისციპლინას. მათ, კონსერვატიული ხასიათის წყალობით, შეუძლიათ გონივრულად გამოიყენონ საკუთარი რესურსები. «მიწის» ადამიანებს კარგი ურთიერთობა აქვთ ფულთან. მათ შეუძლიათ საგნების და მოვლენების პერსპექტიულ ჭრილში დანახვა. ისინი ემოციებს არ გამოხატავენ, მაგრამ შინაგანი მოთხოვნილება აქვთ, რომ სხვებს უყვარდეთ. «მიწიერებს» არ უყვართ თავგადასავლები. არიან სასტიკები და ჯიუტები. მათ ყველაფრის კონტროლი უნდათ და ხშირ შემთხვევაში, საკუთარი ინტერესებით და გამორჩენის სურვილით ხელმძღვანელობენ. ყველაზე მეტად, გაურკვევლობა აშინებთ, თან იმდენად, რომ შეიძლება ამის გამო, დეპრესიაშიც კი ჩაცვივდნენ. მიწის სტიქიის ადამიანები კარგი სტრატეგები არიან. მათი მოღვაწეობის სფეროებია: ვაჭრობა, ლანდშაფტის დიზაინი, დაზღვევა, არქიტექტურა, მეცნიერება, სტატისტიკა. სეზონი – ყველა, რადგან მიწა არის პასუხისმგებელი სეზონების ცვლილებებზე. სტიქიის ფერი – ყვითელია. მგრძნობიარე ორგანო – საჭმლის მომნელებელი სისტემა, კერძოდ, ელენთა და კუჭი. რეკომენდაცია – თავი უნდა აარიდონ დაჭაობებულ რეგიონებს, ჰაერის მაღალი ტენიანობით. ცეცხლი
ცეცხლის ადამიანები (დაბადების წლის ბოლო ციფრებია – 6 და 7) თავგადასავლების მოყვარულები არიან და არასოდეს ამბობენ უარს ახალი რაღაცის შესწავლაზე, გამოკვლევაზე. ისინი ძალიან აქტიურები და ენერგიულები არიან, აქვთ ხელმძღვანელობის და ორგანიზატორობის ნიჭი. მოსწონთ კონკურენცია და გამარჯვება. «ცეცხლის» ადამიანები, როგორც წესი, მიმზიდველები და მომხიბვლელები არიან, ვერ იტანენ მარტოობას, მათ ხალხში ტრიალი და მუდმივად მოძრაობა მოსწონთ. გარდა ამისა, ისინი ოჯახის წევრებთან ძლიერ არიან მიჯაჭვულები და ყველანაირ ოჯახურ კავშირებს უჭერენ მხარს. მათ ძალიან მაღალი თვითშეფასება და საკუთარი თავის რწმენა აქვთ, ჭკვიანები და მეგობრულები არიან, აქვთ ორატორობის ნიჭიც. «ცეცხლოვანების» ნაკლი ის არის, რომ აგრესიულები არიან და ნებისმიერ ფასად ცდილობენ, საკუთარი სურვილების შესრულებას. გარდა ამისა, მეტისმეტად ემოციურები, მოუთმენლები, ეგოისტურები და ამბიციურები არიან. ისინი ნაკლებად უწევენ ანგარიშს სხვა ადამიანებს. ყველაზე ხშირად, ეს ადამიანები მასწავლებლის და ექიმის პროფესიას ირჩევენ. აქვთ წერის ნიჭიც. ხშირად ხდებიან ხელმძღვანელები, სამართლიანობისთვის მებრძოლები, ლიდერები და ორგანიზატორები. ისინი დიქტატურის და ავტორიტარიზმის დამყარების მომხრეები არიან, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების სათავეში თავად იქნებიან. სეზონი – ზაფხული. ფერი – წითელი. მგრძნობიარე ორგანო – გულ-სისხლძარღვთა სისტემა. რეკომენდაცია – სიცხეს უნდა ერიდნენ და ემოციებს არ აჰყვნენ. ხე
ადამიანები, რომლებსაც ხის სტიქია მფარველობს (დაბადების წლის ბოლო ციფრებია – 4 და 5) ძალიან ხელგაშლილები და პრინციპულები არიან, უყვართ სამყაროს კვლევა და მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და კიდევ იმით გამოირჩევიან, რომ აქვთ სხვების დარწმუნების იშვიათი უნარი. «ხის ადამიანები» ელეგანტურები, არტისტულები და კრეატიულები არიან, რაც ყველაფერზე აისახება, რასაც კი ხელს მოკიდებენ. ისინი ძალიან შრომისმოყვარულები არიან და ყოველთვის ეძებენ თავიაანთთვის რამე საქმეს, რითაც დაკავებას შეძლებენ. საკუთარი თავის რწმენა – ეს მათი ხასიათის საუკეთესო თვისება არის. «ხის ადამიანები» ყოველთვის მადლიერები არიან იმის, რაც გააჩნიათ და არასოდეს ცდილობენ ზედმეტ ფუფუნებას გამოეკიდონ, არ ცდილობენ «საკუთარ თავზე ზევით ახტომას», თუმცა მათი მოღვაწეობის სფერო და ინტერესები დიდი და მრავალფეროვანი არის. ისინი ერთგული მეგობრები არიან და არასოდეს იქცევიან ეგოისტურად, კარგად მუშაობენ ჯგუფში და აქვთ თანაგრძნობის უნარი სხვა ადამიანების მიმართ. ამ ადამიანების ნაკლი ის არის, რომ მეტისმეტად მფლანგველები არიან. გარდა ამისა, ისინი საკუთარ თავზე იმაზე მეტ ვალდებულებას იღებენ, ვიდრე შესრულება შეუძლიათ. შედეგად, თავს იტვირთავენ და ამის გამო, არავისთვის მოაქვთ სარგებელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, «ხის ადამიანებმა» უნდა ისწავლონ თავის შეზღუდვა და საკუთარი ძალების სწორედ გადანაწილება. გარკვეულ პირობებში, ისინი შეიძლება სხვებზე გახდნენ დამოკიდებულები ან სულაც ბრბოში დაიკარგნენ. უმეტეს შემთხვევაში, ასეთი რამ, მათი პასიურობის და ნელი მოქმედების ბრალია. ხის სტიქიის ადამიანებს შორის წარმატებული ფერმერები, მხატვრები, პოეტები, ჟურნალისტები და მწერლები არიან. მათ შეუძლიათ შთაგონების წყარო სულ უბრალო რაღაცეებში იპოვონ. მათთვის ცხოვრება წარმოუდგენელია შემოქმედებითი ენერგიის გარეშე. სეზონი – გაზაფხული. ფერი – მწვანე. მგრძნობიარე ორგანო – ნაღვლის ბუშტი და ღვიძლი. რეკომენდაცია – უნდა მოერიდნენ რეგიონებს, სადაც ძლიერი ქარები იცის. წყალი «წყლის ადამიანები» (დაბადების წლის ბოლო ციფრებია – 2 და 3) მომხიბვლელები და გულისხმიერები არიან, ასევე მათ აქვთ თანაგრძნობის უნარი. ისინი ძალიან მოქნილები არიან და დინების მიმართულებით შეუძლიათ ცურვა. გარდა ამისა, ძალიან ჭკვიანები და კრეატიულები არიან. კარგი წარმოსახვის უნარი აქვთ და საუკეთესო ფილოსოფოსებად და მოაზროვნეებად ყალიბდებიან, დამოუკიდებლები არიან და ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე პროფესიას ითვისებენ. წყლის წარმომადგენლები კომუნიკაციისა და დარწმუნების იდეალური უნარით გამოირჩევიან. ასევე უნდა აღინიშნოს, მათი განსაკუთრებული ნიჭი დიპლომატიის სფეროში. კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია და ისინი იმას ამჩნევენ, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველი რჩება. კარგი ორგანიზატორები და კარგი შემსრულებლები არიან. ეს ადამიანები შეიძლება გულჩათხრობილები და არაგულწრფელები იყვნენ, თავიაანთი საიდუმლო არავის გაანდონ. ისინი ასევე, მანიპულირების მიდრეკილებაშიც არიან შემჩნეულები. ყველაფერში და ყოველთვის იოლი და მსუბუქი გამოსავლის პოვნას ცდილობენ და ხშირად ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ. ამ პრობლემას თავი რომ დააღწიონ, ფეხზე მტკიცედ დგომა უნდა ისწავლონ და საკუთარი გზით იარონ. «წყლის ადამიანების» მოღვაწეობის იდეალური სფერო ბიზნესი და ხელოვნება არის. სეზონი – ზამთარი. ფერი – შავი. მგრძნობიარე ორგანო – ძვლები და გამოყოფის სისტემები. რეკომენდაცია – რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ადამიანები წყლიან ადგილებს უნდა ერიდნენ. მეტალი
«მეტალის» ადამიანები (დაბადების წლის ბოლო ციფრებია – 0 და 1) ძალიან სიცოცხლისუნარიანები და დამოუკიდებლები არიან, რაც ძლიერი ხასიათით არის განპირობებული. მათ საკუთარი თავი უყვართ, მაგრამ ამასთან ერთად, სხვებზეც ზრუნავენ. ისინი, როგორც წესი, ძალიან თავშეკავებულები არიან, მაგრამ გარეგანი ზეწოლის შემთხვევაში, სიმტკიცეს იჩენენ და თავს ბოლომდე იცავენ. ამ ელემენტის წარმომადგენლები მიზანდასახულები და მოწესრიგებულები არიან. ყოველთვის და ყველაფერში იცავენ ბალანსს. ისინი საიმედოობით და სიმტკიცით გამოირჩევიან, თუმცა ცდილობენ თავი ყველასგან შორს დაიჭირონ. არ უყვართ ბრბოში ტრიალი. როდესაც «მეტალის» ადამიანებმა იციან რაც უნდათ, მათი შეჩერება შეუძლებელია. თავიანთი მიზნისკე მიისწრაფვიან და მათ ვერანაირი დაბრკოლება ვერ შეაჩერებთ. ისინი ყველა პრობლემას მარტივად აგვარებენ. მათ მარტოობის არ ეშინიათ და ერთადერთი, რასაც ითხოვენ სოციუმისგან – მათი წარმატების და დამსახურების აღიარება არის. ამ ხალხის ნაკლი ის არის, რომ დროდადრო იმპულსურები არიან. ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ყოველთვის ისწრაფვიან ფულის, ფუფუნების და ხელისუფლებისკე. ხშირად ჯიუტები არიან და უსაფუძვლო კამათიც უყვართ. თუ ხელმძღვანელის თანამდებობაზე იმყოფებიან, მოითხოვენ რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირები, მაქსიმალურად შეესაბამებოდნენ დაკავებულ თანამდებობებს და სრული დატვირთვით მუშაობდნენ. «მეტალის» ადამიანები - დაბადებით სამართლიანობისთვის მებრძოლები არიან, ამიტომ მათი მოღვაწეობისთვის საუკეთესო სფერო – იურისპრუდენცია არის. ისინი კარგი ადვოკატები და პოლიტიკოსები არიან. კარგად ართმევენ თავს დიდი საწარმოს და ორგანიზაციის ხელმძღვანელობას. წარმატებული კარიერის გამო, მზად არიან უარი თქვან პირად ბედნიერებაზე და ოჯახურ კეთილდღეობაზე. ეს იმიტომ ხდება, რომ «მეტალებს» მარტოობა უყვართ. მუდმივად აკონტროლებენ საკუთარ თავს და გასაქანს არ აძლევენ გრძნობას, რადგან მას სისუსტის გამოვლინებად მიიჩნევენ. სეზონი –შემოდგომა. ფერი – თეთრი. მგრძნობიარე ორგანო – ფილტვები და სუნთქვის სისტემა. რეკომენდაცია – უნდა ერიდნენ ნესტიან და ბნელ ადგილებს. 5136 15-ს მოსწონს |
ის სულ სხვა ჰოროსკოპია, ეს სხვა.
კარგი იქნება, ეს შეკითხვა, პროფესიონალ ასტროლოგს რომ დავუსვათ :)
გაზიარებისთვის, მადლობა