მსოფლიო ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული იარაღით დაემუქრა! 2016, 10 მარტი, 20:04 ბოლო პერიოდში, ჩრდილოეთ კორეა მსოფლიო ქვეყნებს შორის ყურადღების
ცენტრში ხშირად ექცევა. წყალბადის ბომბის დატესტვის შემდეგ, მსოფლიოს
ყურადღება ჩრდილოეთ კორეამ მარტივად მიიპყრო, დღესდღეობით ქვეყანა
კაცობრიობისთვის შიშისმომგვრელ იარაღს, წყალბადის ბომბს ფლობს.
გასულ კვირას აშშ და სამხრეთ კორეა, სეულში ერთობლივ სამხედრო წვრთნებისთვის ემზადებოდნენ, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერისგან, კიმისგან მუქარა მიიღეს. ![]() მოგახსენბთ, რომ აშშ და კორეა ერთობლივად ისტორიის ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს გადიან სამხრეთ კორეაში. მონაწილეთაგან 17 000 აშშ-ს სამხედრო ძალებს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი 300 000 ჯარისკაცი სამხრეთ კორეას. როგორც ჩანს, ამ წვრთნებმა ძალიან გააბრაზა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი - კიმ ჩენ ინი. ![]() კიმის შემაშფოთებელი განცხადება: "ჩვენ რომ მოვინდომოთ მტერს წამებში ნაცარტუტად ვაქცევთ, ამისთვის მხოლოდ ერთი დაჭერა გვჭირდება ღილაკზე. რამდენი ჯარისკაციც არ უნდა იყვეს წამებში სულ ყველა გაქრება" ![]() აშშ და სამხრეთ კორეა უკვე წლებია ერთობლივად სამხედრო წვრთნებს გადიან სამხრეთ კორეაში. გასულ წელთან შედარებით სამხედროების რაოდენობა წელს გაორმაგებულია. მთლიანობაში 317 000 ჯარისკაცი იღებს მონაწილეობას, აქედან 300 000 სამხრეთ კორეას, ხოლო 17 000 აშშ-ს ეკუთვნის. წვრთნები მიმდინარე წლის აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. ![]() ჩრდილოეთ კორეას ოფიციალური სააგენტოს - KCNA-ს ცნობით, ფხენიანის მმართველობამ შესაძლოა აშშ-ს და სამხრეთ კორეას მიმართ ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ![]() ჩრდილოეთ კორეას ეროვნული თავდაცვის კომისიის განცხადება: "ჩვენი მტრები ცდილობენ, ჩრდილოეთ კორეას მიმართ აგრესიის განხორციელებას, რაც ჩვენი მხრიდან ზომების მიღებით დასრულდება..." ![]() კიმი ასევე დაემუქრა წყნარ ოკეანეში მდებარე ყველა ამერიკულ სამბრძოლო გემსაც. "მხოლოდ ერთი დაჭერა გვჭირდება ღილაკისთვის და წყნარ ოკეანეში არ დარჩება არანაირი სამხედრო ხომალდი..." ![]() ![]() სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 470 11-ს მოსწონს
|