x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
ასე კეთდება საკეისრო კვეთა - დეტალური ფოტოაღწერა, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს
ბლოგერი დარია კარაკულოვა აქვეყნებს პოსტს, რომელშიც დაწვრილებით აღწერს, როგორ კეთდება საკეისრო კვეთა და დეტალურ ფოტომასალას ურთავს:

"2012 წელის 1 ნოემბერს №16 სამშობიაროში დაიბადა გოგონა. ის, რა თქმა უნდა არ იყო ერთადერთი ბავშვი, რომელიც იმ დღეს იქ დაიბადა, მაგრამ ეს იყო გოგონა, რომლის დაბადებაც არა მხოლოდ საკუთარი თვალით ვიხილე, არამედ ფოტოებიც გადავიღე.

საჭირო აღარაა იმის თქმა, რომ მშობიარობაზე დასწრება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ არ ხარ ექიმი, ბავშვის მამა და, მით უმეტეს, დედა. მაგრამ ტატიანა ბუცკოის, მედიცინის ექსპერტის წყალობით, მომეცა შესაძლებლობა დავკვირვებოდი ბავშვის დაბადებას, უფრო სწორად კი ოპერაციას სახელწოდებით "საკეისრო კვეთა".

მე არც ექიმი ვარ და არც ექსპერტი ამ სფეროში, უფრო მეტიც, თავადაც დღემდე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ, ამიტომ გთხოვთ მაპატიოთ თუ რაიმე მცირედი უზუსტობა გამეპარება პოსტში. ასევე აუცილებლად მივიჩნევ გაგაფრთხილოთ, რომ ზოგიერთი ფოტო შეიძლება არ იყოს "სუსტი ნერვების მქონეთათვის".

1. ოპერაცია ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. იმდენად სწრაფად, რომ კინაღამ გამომეპარა ბავშვის ამოყვანის მომენტი.
image

2. სერგეი ფელიკსის ძე ტორუბაროვი - სამშობიაროს მთავარი ექიმი. ოპერაციას ის აკეთებს. კაბინეტში მისი საოჯახო ფოტო დევს, რომელზეც სამი ბავშვია აღბეჭდილი.
image

3. სერგეი ფელიკსის ძემ ბევრი გვიამბო მშობიარობაზე. მან გვითხრა, რომ მამას ნებისმიერ დროს აქვს მშობიარობაზე დასწრების უფლება - ფასიანი სამშობიარო იქნება ეს თუ უფასო.
image
ეს სამშობიარო ბლოკია. მასში მშობიარე სამშობიარო ჭინთვების დაწყების დროს შეჰყავთ. ბლოკში არის მაგიდა ახალშობილისთვის, შხაპი და აბაზანა.

4. ეს კი ჩვენი მთავრი გმირია, ელენა. იგი 37 წლისაა, არქივის თანამშრომელია. ეს მისი პირველი ორსულობაა და, რამდენადაც, მანამდე პრობლემები ჰქონდა, ბუნებრივი მშობიარობა მისთვის უკუნაჩვენებია. ჩვენი მომავალი დედიკო ძალიან ნერვიულობს.


image
5. გამოცდილი დედა, ტანია ყვება, რომ ყველაფერი არც ისე საშიშია და ძალიან სწრაფად ჩაივლის.
image

6. საოპერაციო მზადაა. ლენას მაგიდაზე აწვენენ, ანესთეზიოლოგი მომზადებულია. ამჯერად საკეისრო ეპიდურალური ანესთეზიით გაკეთდება. ამ დროს ხდება ნერვული იმპულსების გამტარობის ბლოკირება, მარტივად რომ ვთქვათ, სხეული ითიშება ჩხვლეტის ადგილის ქვემოთ, მშობიარეს კი ცნობიერება შენარჩუნებული აქვს.
image
ნემსი კეთდება ხერხემალზე. თავიდან ადგილობრივ ანესთეზიას აკეთებენ, ამის შემდეგ გრძელი და მსხვილი ნემსი შეჰყავთ ხერხემლის ეპიდურალურ სივრცეში და უშვებენ გამაყუჩებელი პრეპარატების ნარევს.

7. მარჯვენა ხელს ცალკე მაგიდაზე ადებინებენ, უდგამენ კათეტერს ფიზიოლოგიური ხსნარისთვის და ამზადებენ სედატიური საშუალებით სავსე შპრიცს. ეს უკანასკნელი ოპერაციის ბოლოს იქნება საჭირო, ფიზიოლოგიური ხსნარი კი სისხლის დანაკარგის კომპენსირებას მოახდენს.


image
ანესთეზიოლოგი ანგელოზივით ადგას მშობიარეს თავზე მთელი ოპერაციის მანძილზე.

9. ორსულს ფეხებზე კომპრესულ წინდებს აცვამენ, რათა თრომბი არ წარმოიქმნას.
image

ექთანს ხელში სადენიანი პლასტირი უჭირავს. მას ფეხზე ამაგრებენ. როგორც მივხვდი ეს ერთგვარი ნოლია, ფაზა კი იქნება სისხლძარღვთა კაუტერიზაციის აპარატის ნემსი.

10. ესეც პედიატრი კატა საიმონთან ერთად და მისი სამუშაო მაგიდა. ამ სარწეველაში პატარა პირველ სამედიცინო დათვალიერებას გაივლის.
image

11. ყველაფერი მზადაა მთავარი ექიმისა და მისი ასისტენტის შემოსვლისთვის. ლენა ვერაფერს დაინახავს შირმის მიღმა, მისი სხეულიც მთლიანად დაფარულია, საოპერაციო ადგილზეც კი აპკია გადაფარებული და პირდაპირ მასზე მოხდება გაჭრა.


image
ჰიგიენური თვალსაზრისით ეს "საფარი" ძალიან მოხერხებულია. ოპერაციის ადგილის გარშემო მოთავსებულია გამოყოფილი სითხეების შემგროვებელი მოწყობილობა.

12. სერგეი ფელიკსის ძე ბაქილებს იცვამს, ხელებს საპნით იბანს და ანტისეპტიკით იმუშავებს.
image

13. საოპერაციოს კარებან ექთნები სტერილური ხალათის ჩაცმაში ეხმარებიან. ძალიან ჰგავას ლეონოვის პერსონაჟს - საბავშვო ბაღის დირექტორს "იღბლიანი ჯენტლმენებიდან", არა?
image

14. "ბონჟურ" მომავალ დედას!
image

17. და ბოლო შტრიხი - ქირურგიული ხელთათმანები.
image

18. ჩვეულებრივ, საკეისრო ჭრას მუცლის ქვეშ აკეთებენ, შრამი თითქმის არ რჩება. მაგრამ ელენას უკვე დარჩენილი აქვს სხვა ოპერაციიდან შრამი, ამიტომ ძველ ნაკვალევზე გაჭრიან. სერგეი ფელიკსის ძე ირწმუნება, რომ ახალი ჭრილობა შეხორცების შემდეგ გაცილებით შეუმჩნეველი იქნება.
image

19. კუნთოვანი ქსოვილი იმდენად მყარია, რომ ორი კაცის ძალა სჭირდება ჭრილის გასაწევად.
image

20. და აი კულმინაციაც!
image

21. პირველი ჩასუნთქვა და პირველი ყვირილი!



image

პატარამ ყველაფერი ძალიან მარტივად გააკეთა, ტაკოზე მიტყაპუნებაც კი არ დასჭირდა. გამარჯობა სამყაროვ! არც კი ვიცოდი ჭიპლარი ასე თუ ჰყავდა სატალეფონი სადენს.
image

22. შვილს სწრაფად აჩვენებენ დედას - ხომ უნდა იცოდეს ვინ მოავლინა ქვეყანას?!
image

23. ძირითადი პარამეტრები ნორმაშია. პატარას არ ამშრალებენ, 10-15 წუთში თვითონ გაშრება.
image

24. და მაშინვე უწვენენ მკერდზე! ტანია, რომელიც მშობიარობის შესახებ ჟურნალს ხელმძღვანელობს, აღიარებს, რომ ათი წლის მანძილზე პირველად ხედავს საკეისრო კვეთის შემდეგ პირდაპირ მკერდზე რომ უწვენდნენ ბავშვს დედას. რა გასაკვირია, რომ დედიკო თავს ვერ იკავებს და შვილს კოცნის.


image

26. შემდეგ კი გაზომვა-აწონვები იწყება.

imageimage
image

27. ამასობაში დედიკოს აძინებენ და ჭრილობას კერავენ.

image

imageimageimageimage

28. ეს კი მე ვარ, ჰორიზონტზე, სასაცილო ქუდში.
image

29. ოპერაცია დასრულებულია.
imageimage
30. ათი წუთიც არ გასულა, რომ დედა და ქალიშვილი ერთმანეთს პალატაში შეხვდნენ. საღამოს ლენა უკვე სიარულს შეძლებს. საჭიროც კია სიარული, რათა შეხორცების პროცესი დაჩქარდეს.


image
31. აი, ასე იწყება ახალი სიცოცხლე!


image





7
3971
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3971
  
2016, 13 ივნისი, 13:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 11 მარტი, 13:06
მოსამზადებელი პერიოდი საერთოდ არ გამჭირვებია, მერე იყო მტკივნეული ყველაფერი, თუმცა ამხელა სიხარულის - შვილის გამო ამად ყველაფერი ღირდა. თუმცა მე თითქმის 9 თვე რომ გამოტირებული მყავდა საკუთარი თავი, ბუნებრივია მოსამზადებელ პერიოდში აღარ მქონდა შიშის ემოცია, მძიმე პაციენტი ვიყავი და კვეთის პროცესში სულ ველოდი სიკვდილს.

ყველა დედას და მათ პატარებს ჯანმრთელობას ვუსურვებ.
2016, 10 მარტი, 10:54
ყველაზე რთული მოსამზადებელი პერიოდია, ძალინ დაძაბული ხარ და გეშინია, წინა ღამით ხო საერთოდ არ გძინავს:) ოპერაციის მერე კი, როცა შვილს მოგიყვანენ ყველაფერი გავიწყდება... სამჯერ მაქვს გამოცდილი:)))
2016, 10 მარტი, 10:52
გამოვცადე ეს ემოციური და საშინელი დღეები :((( ბუნებრივ მშობიარობას არაფერი არ სჯობს.
2016, 10 მარტი, 10:50
დიდი მადლობა ორივეს :)
2016, 10 მარტი, 10:50
ძალიან მაგარია!!! როგორ შეიძლება არ გააზიარო :)
2016, 10 მარტი, 10:49
საინტერესოა ძალიან ნათ
0 1 7