სხვა არ შემიყვარო 7 2016, 10 მარტი, 13:57 უკვე ორი დღე გავიდა რაც სანდრო და თეო ანტალიაში ჩამოვიდნენ სანდრო როგორც კი საქმეებს მორჩება სასტუმროში გამორბის და დროს თეოსთან ერთად სასიამოვნოდ ატარებს...დღესაც ადრიანად მორჩა საქმეებს და თეოსკენ გამოქანდა...თეოს აუზზე ყოფნა მოსწყენოდა და ნომერში ტკბილად ეძინა...
სანდროს დაკაკუნება გადაიფიქრა რადგანაც კარი ღია დახვდა ნებართვის გარეშე შევიდა უნდოდა გეღვიძებია მაგრამ გასაღვიძებლად ვერ გაიმეტა....საწოლის კუთხეზე ჩამოჯდა და მძინარე თეოს მზერით ტკბებოდა...თეომ თითქოს სანდროს მწველი მზერა იგრძნოო თვალი გახილა და სანდრო რომ დაინახა ისევ დახუჭა თვალები...
-როგორ შემოხვედი?
-კარიდან...სხვათაშორის ღია იყო...
-მერე რაა... -დღეს როგორ გავერთოთ? -დავიძინოთ..თეომ ბალიში დაიფარა თავზე... -კარგი სიამოვნებით მოგიწვები გვერდით...თქვა და შეასრულა კიდეც... -ჩემს საწოლში არა ..შენსაში ...გაბრაზდა თეო.. -მე აქ მინდა... - მაშინ მე ავდგები საწოლზე წამოჯდა თეო მაგრამ წამში სანდროს მკლავებში მოექცა... -სანდრო.. -თეო არაფერი მითხრა გთხოვ..უბრალოდ ჩამეხუტე.. -სანდრო გთხოვ.. -მიყვარხარ თეო...სანდრომ თეო კიდევ უფრო მაგრად ჩაიკრა გულში... ![]() -სანდროს სად უნდა წაგეყვანე?სცადა თავის დახსნა სანდროს მკლავებდან თეომ... -ესეიგი ორი არჩევანი გაქვს ან ფეხბურთს ვუყუროთ საქართველო თურქეთი თამაშობს ან ქუჩებში ვიხეტიალოთ უსასრულოდ... -შენ რომელი გირჩევნია? -რათქმაუნდა ფეხბურთი... -ხოდა წავიდეთ ვუყუროთ ფეხბურთს...მერე კი ვისეირნოთ ... სტადიონი გადაჭედილი იყო ძლივს იპოვეს საკუთარი ადგილები... თეო შენ დაჯექი მე რამე ცივს მოვიტან და ეხლავე მოვალ...თეო დასაჯდომად წავიდა მიაღწია კიდეც ადგილამდე მაგრამ სკამზე ვიღაცის მაისური დახვდა...უკაცრავად გვერდით მჯდომს ბეჭზე ხელი შეახო რათა მისკენ მოებრუნებია..უცნობმა თეოს ახედა და ორივენი გაშეშდნენ...თეოს თვალს დაუბნელდა სკამის საზურგეს დაეყრდნო რომ არ წაქცეულიყო...მის წინ დათა იდგა..არც ის იყო თეოზე უკეთეს მდგომარეობაში... -თეკო..ნუთუ შენ ხარ...რამდენი ხანია გეძებ... -მეძებდი? რა საინტერესოა რატომ? -გთხოვ უნდა დავილაპარაკოთ... -სალაპარაკო არაფერი გვაქვს...მე აღარც კი მახსოვდი თუ არსებობდი... -თეკო უნდა მომისმინო... -შემეშვი დაივიწყე რომ მიცნობდი ოდესღაც.. სანდროც დაბრუნდა...თეო მოწყვეტით დაეშვა სკამზე...მთელმა ცხოვრებამ თვალინ გაურბინა...რატომ მაინცდამაინც ეხლა გამოჩნდა ღმერთო...მე ხომ მინდოდა ცხოვრება თავიდან დამეწყო..მე მიყვარს სანდრო...მინდა მასთან ერთად ბედნიერად ცხოვრება...მთელი შვიდი წელი იმას ვნატრობდი მენახა თვალებში ჩამეხედა და მეთქვა თუ როგორ მიყვარდა და როგორ მძულდა იმის გამო რომ ცხოვრება დამინგრია..ეხლა ჩემს გვერდით ზის იმდენად ახლოს რომ მისი სუნთქვა მესმის მე კი ხმას ვერ ვიღებ...თეო გრძნობდა რომ სუნთქვა აღარ შეეძლო, უნდოდა ორივესგან შორს გაქცეულიყო მაგრამ უკვე ამის ძალაც აღარ ჰქონდა...თეომ სანდროს ხელი ისე მაგრად ჩასჭიდა თუთქოს ეშინოდა არსად წავიდესო..მხარზე თავი დაადო და ცრემლი მისდაუნებურად ჩამოგორდა ლოყაზე.. -თეო კარგად ხარ.? -კი... - შენ რა ტირი? -არა არ ვტრი კარგად ვარ... -რაღაც მოხდაა... -აქედან წამიყვანე გთხოვ... სანდრო აღარ შეპასუხები ადგა და ისე რომ თეოსთვის ხელი არ გაუშვია დატოვეს სტადიონი...ტაქსი გააჩერა ორივენი უკანა სავარძელზე მოკალათდენ... -სასტუმროში წავიდეთ.?.. -არა! სადმე სხვაგან წავიდეთ დალევა მინდა... სანდრომ თეოს გახედა მან კი სახე მოარიდა, ეხლა კი დარწმუნდა სანდრო რომ რაღაც ნამდვილად მოხდა მაგრამ ვერ ხვდებოდა რა... გარეთ წვიმდა... ბარში იჯდნენ და უსიტყვოდ სვავდენ... -ჩემი ამინდია... -თეო მგონი აღარ ღირს მეტის დალევა... -კარგი... -კარგად ხარ... -იმედია კარგად ვიქნები... -შენ რომ კარგად იყო მე შემიძლია რამე გავაკეტო... -ჩემთან იყავი... -წავიდეთ... თეო უსიტყვოდ ადგა და ორივენი ქუჩაში გამოვიდნენ... -მგონი აქ ტაქსი არ უნდა იყოს...მოგვიწევს ცოტა ფეხით გავიაროთ შეძლებ ? ... -წავიდეთ..თან წვიმს კარგია ცოტას მოვფხიზლდები...თეომ ფეხსაცმელები გაიხადა და განათებულ ქუჩას გაუყვა...სანდროს თან გაყვა... -სანდრო?რატომ გიყვარვარ? -თეო მთვრალი ხარ... -მიპასუხე... -როგორ შეიძლება შენ ვინმეს არ უყვარდე?რატომ მისვავ ასეთ სულელურ კითხვებს.. -მეშინია, ერთ დღესაც დაიღლები ჩემით... -თეო აღარ გააგრძელო ... ნაბიჯს აუჩქარა სანდრომ... -არ მინდა დაგგკარგო...სანდრო გაჩერდა და თეოკენ მობრუნდა.. -არ დამკარგავ თუ შენც მოინდომებ... -მჭირდები...თეომ ძლივს გასაგონად ჩაილუღლუღა და სანდროს მხურვალედ აკოცა ...მერე თითქოს თავის საქციელის შერცხვაო ჩქარი ნაბიჯით წავიდა წინ... ტაქსიც გამოჩნდა როგორც იქნა თეოს სასმელი უფრო მოეკიდა სანდროს მხარზე ტკბილად ჩაეძინა ...სასტუმროში რომ მიაღწიეს უკვე ღამის სამი საათი იყო...ათწუთიანი უშედეგო გასაღების ძებნის შემდეგ თეო სანდროს ოთახში აღმოჩნდა.... -შხაპი მიიღე, ცოტას მოფხიზლდები შემდეგ დაიძინე მე ბარში ჩავალ გასაღებს კი დილით ვიპოვით... კარგახანს იჯდა სანდრო ბარში აგიჯებდა დღევანდელ დღეზე ფიქრი ვერაფრით ხვდებოდა რა მოხდა დღეს თეოს თავს მაგრამ ის ფაქტი ახარებდა რომ თეოს გრძნობები მის მიმართ დათბა...ოთახში ასულს თეო უკვე დაძინებული დახვდა პლედი გაუსწორა თვითონაც საწოლის კუთზეში მოკალათდა თეოს ცქერაში მალე ჩაეძინა... ![]() -მაპატიე შენში ეჭვი რომ შევიტანე...შენ ნამდვილად იმსახურებ რომ მიყვარდე... -უნდა დამიჯერო და ირწმუნო ჩემი სიყვარული...მოვიპოვებ შენს სიყვარულს ვერ დაგთმობ... -ან უკვე მოიპოვე კიდეც... -რა თქვი ეხლა? -არაფერი... -არა ყველაფერი მშვენივრად გავიგონე და ეხლა მინდა რომ კიდევ გამიმეორო... -რა გითხრა? რომ შენი გაიტანე და შემიყვარდი... -ხო ზუსტად ეგ მითხარი ყოვლ დილით როცა გავიღვიძებთ... -მომინდომა ერთად გაღვიძება არც იოცნებო..შენი წასვლის დროა.შეხვედრაზე დაგაგვიანდება..მე კი ძილს ვაპირებ... სანდრო სასწარაფოდ მოემზადა გასვლისას მძინარ თეოს აკოცა და ყველაზე ბედნიერი წავიდა შეხვედრაზე...დღეს ყველაფერს მოაგვარებს დარჩენილ სამ დღეს კი სულ თეოსთან გაატარებს..თეო სასწრაფოდ წამოხტა ლოგინიდან ტელეფონში სკაიპი ჩართო და ნინის დაურეკა.. გაგრძელება იქნებაა... 412 7-ს მოსწონს
|