სხვა სიცოცხლისათვის საშიში ავტოგასამართი სადგურები 2016, 9 მარტი, 23:20 საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალზედ გაიზარდა. ავტომობილების რიცხვი, რასაც შესაბამისად მოჰყვა ავტოგასამართი სადგურების მომრავლებაც.
როგორც წესი, ბენზინ-და გაზ-გასამართ სადგურებზე არსებობს გამაფრთხილებელი აბრები შემდეგი შინაარსით : 1. გამორთეთ მობილური ტელეფონი. 2. გამორთეთ ძრავი. 3. ნუ მოსწევთ სიგარეტს. გაზ-გასამრთ სადგურებზე ამ წესებს ემატება მგზავრებისაგან ავტომობილის გათავისუფლება.
ეს რაც შეეხება წესებს, რომლებსაც უნდა ვიცავდეთ და იცავდნენ ავტომანქანების მძღოლები და მგზავრები, თუმცა...
რა ხდება რეალურად?
ვინც კი ერთხელ მაინც ყოფილა ავტოგასამართ სადგურზე, ყველა დამეთანხმებით, რომ მობილური ტელეფონის გამორთვა არც მძღოლს აფიქრდება და არც ოპერატორს ამის შეხსენება. (პირადად ასეთ ფაქტს არასდროს შევსწრებივარ). რაც შეეხება ძრავის გამორთვას, ამ შემთხვევაში უკეთესობაა და მძღოლების უმრავლესობა არ ჯიუტობს ამ მოთხოვნაზე. ნუ მოსწევთ სიგარეტს.ეს ყველაზე რთული პრობლემაა, მით უმეტეს, რომ საქართველო მისი მოსახლეობიდან მწეველების პროცენტულობით არაერთ ქვეყანას უსწრებს.ავტოგასამართ სადგურზე გაკრული აბრებიდან სულ რაღაც ხუთიოდე მეტრში ზემოთაღნიშნული წესის დაცვას არავინ მოგთხოვთ, ან და ვინ უნდა მიგითითოთ ამაზე, როდესაც თავად ოპერატორები არხეინად ურტყამენ ნაფაზს ნაფაზზე იქვე წარწერასთან ზურგშექცევით?! არც ავტომანქანიდან მგზავრების გადმოსვლის მხრივ გვაქვს საქმე კარგად. მოკლედ, საგანგაშოდაა საქმე და უფრო მეტი ყურადღება და სიცოცხლისადმი გაფრთხილება გვმართებს ყველას, თორემ ზოგიერთებივით თუ სანთებელით ჩავანათეთ საწვავის ავზში, ან დაძრული მანქანის “გაზაპრავკება" მოვინდომეთ, ან სიგარეტის ნამწვი ოპერატორს ჩავუტენეთ პისტოლეტში, კარგი დღე ნამდვილად არ დაგვადგება. 177 4-ს მოსწონს
|