ბერლინში, ლტოლვილთა ბანაკში მუჰამედი ნაგვის ურნაზე იჯდა და ჩამსხვრეული კბილებიდან იფურთხებოდა. სად იყო და სად არა, გაჩნდა ფერია და მუჰამედს მიმართა:
— მე გერმანიის სოციალისტური სოციალ-ლიბერალი ფერია ვარ! მოვედი, რომ სამი სურვილი შეგისრულო.
— შეხედე რა საშინლად მაქვს კილები ჩამსხვრეული. მინდა რომ მიმკურნალონ და ყველა კბილი ჩამისვან!
წარმოთქვა თუ არა ეს სიტყვები, მაშინვე გამოვიდა კანონი სოციალური უცხოელებისთვის კბილის უფასო მკურნალობისა და პროტეზირების შესახებ. მუჰამედსაც ქათქათა, ჯანსაღი კბილები და თვალისმომჭრელი ჰოლივუდური ღიმილი გაუჩნდა.
— ძალიან მენატრება ჩემი ოთხი ცოლი და თხუთმეტი შვილი, მენატრება ასევე მშობლები, დედმამიშვილები, სიდედრ-სიმამრი, ცოლიძმები და ცოლიდები. მინდა, რომ ყველამ ერთად, ერთ მდიდრულ ვილაში ვიცხოვროთ და ყოველთვის ბევრი ფული გვქონდეს!
ამის თქმა იყო და მუჰამედი შესანიშნავ ვილაში აღმოჩნდა: მაგიდაზე იდო სოციალური უცხოელების ოჯახების შეერთების შესახებ კანონის ტექსტი და მიღებული დახმარებების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტები. სახლი მთლიანად აღჭურვილი იყო ავეჯით და ელექტრომოწყობილობებით ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვაში სოციალური უცხოელებისათვის დახმარების გაწევის შესახებ კანონის თანახმად.
ბედნიერმა მუჰამედმა აღარ იცოდა მეტი რა ეთხოვა ფერიასთვის - არადა ბოლო სურვილიც აუცილებლად უნდა ესურვა. მაშინ მუჰამედმა სთხოვა:
— მინდა ნამდვილი გერმანელი გავხდე. არა მხოლოდ გერმანიის მოქალაქე, მინდა ცისფერი თვალები და ქერა თმა მქონდეს და ფრიც შულცი მერქვას!
ვერ მოასწრო ფრაზის დამთავრება, რომ ყველაფერი გაქრა, ისევ ნაგვის ურნაზე დამჯდარი აღმოჩნდა და ჩამტვრეული კბილებიდან იფურთხებოდა.
— რა მოხდა? — შეეკითხა მუჰამედი ფერიას.
— როგორ არა გრცხვენიათ, ბატონო შულც, სახელმწიფოს რომ ემათხოვრებით! საკუთარ თავზე თავად უნდა იზრუნოთ! მიდით და მოძებნეთ სამუშაო!
ეს ანეკდოტი რამდენიმე უცხოენოვან საიტზე ვნახე და ყველგან სახელწოდებით "2015 წელის საუკეთესო ევროპული ანეკდოტი", ამიტომ მეც ასე დავარქვი, თუმცა რომელი რეიტინგით - უცნობია.