x
ტენგუ

ტენგუტენგუ (იაპონურიდან პირდაპირი თარქმანით
ზეციური ძაღლი
- ჩინურიდან ტიანგოუ) - არსება არის წარმოსული იაპონური მითოლოგიიდან, იაპონურ მითოლოგიაში ტენგუ გამოსახულია ტერატოგენულ
არსებად. წარმოსახულია მამაკაცის სხეულით რომელსაც აქვს წითელი სახე და დიდი ცხვირი,
ხანდახან ფრთებითაც. ტენგუ ხშირად ატარებს მთაში გახიზნული ბერების სამოსს და იგი დაჯილდოვებულია
დიდი ძალით.

ტიანგოუიამაბუსიimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage














როგორც
სხვა იაპონური ფოლკლორის პერსონაჟები, ტენგუც წამოსულია ჩინეთიდან, ჩინეთში იგი წარმოსახულია
როგორც მელა თეთრი თავით. მას მიაწერდნენ ხოლმე ხიფათის აცილებას, ასევე იგი თავისი
ყეფით აშინებდა მთის ყაჩაღებს. ამის გამო მას მთვარეზე მაცხოვრებელ ბრაზიან ღვთაებად
მოიხსენიებდნენ.და ბოლოს მოწყვეტილ ვარსკვლავსაც მის სახელთან აიგივებდნენ. ეტაპობრივად
ტენგუს გარეგნობა შეიცვალა და ნაცვლად მელიის და ძაღლის შეიცვალა, რაზეც ძლიერ იმოქმედა
ფრენის ცოდნამ, მე-12 საუკუნეში ტენგუ ახალი გარეგნობით გვხვდება, რომელიც გავს მიმინოს,
იგი ბებერი ხის კენწეროზე ცხოვრობს და მას აქვს ძალა მის გარემოცვაში ადამიანებს ეუფლებოდათ სირცხვილის
გრძნობა. ბუდისტი ბერები ცდილობდნენ მიებაძათ
ტენგუსთვის და მისი ეს შესაძლებლობა თავიანთი მიზნებისთვის გამოეყენებინათ. ზოგიერთმა
მათგანი ძალიან დახელოვნდნენ და ერთ-ერთმა
იმპერატორიც კი განკურნა, მაგრამ იგი გააძევეს ქვეყნიდან, რადგან მისი ტენგუსთან კავშირის
შესახებ შეიტყვეს. ითვლებოდა, რომ ტენგუს ძალა იყო სასარგებლო და ბევრისტვის კარგის
მომტანი, მაგრამ ადამიანების აზრით ის არ იქნებოდა მუდმივი და აუცილებლად ცუდად შეტრიალდებოდა
ბედისწერა მათთვის, ამიტომ ნებადართული იყო ბუდასთვის დახმარებისთვის თხოვნა ხოლო ისეთი
ბნელი ძალისთვის როგორიც ტენგუა მისთვის დახმარების თხოვნა არ შეიძლებოდა, ასევე ის
ბერები რომლებმაც ისწავლეს ტენგუს ჯადოსნობა ითვლებოდნენ ტენგუებად და თვლიდნენ, რომ
მათაც შეეძლოთ ფრენა, მათ ეძახდნენ იამაბუსი- ს თარგმანში მთის მოხეტიალე ბერები.


ტენგუს
გაერთიანებამ მოხეტიალე მთის ბერებთან გამოიწვია მისი ახალი სახეცვლილება, მე-12 საუკუნიდან
მან მიიღო ფორმა იამაბუსის, დამახასიათებელი ქუდით, ფრთებით ზურგზე, ხელში ეჭირა კვერთხი
ან ხმალი და დამახასიათებელი სახის გამოხატულებით. დაიტენგუს შემთხვევაში იყვნენ წითელსახიანი
და გრძელცხვირიანი ადამიანები, ხოლო კარასუტენგუს შემთხვევაში სახეზე დიდი მრგვალი
თვალებით და ფრინველის ნისკარტით ცხვირის ნაცვლად. მე-12 საუკუნის შემდეგ ტენგუს როლმა
საზოგადოებაში სახე იცვალა და გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა დადებითისკენ, დადიოდა
ლეგენდები, რომ ისინი იყვნენ ყველაზე ძლიერი იაპონელი მეომრის მასწავლებლები და მათი
სწავლების გამო მეომრები უფრო ადვილად ერეოდნენ ჩვეულებრივ მოკვდავებს. დროთა განმავლობაში
ტენგუს მიმდევრებმა იგი აღიარეს როგორც სამლოცველოების მფარველ სულად და უფრო მეტად
მთის მცველად, მაგრამ დღესაც კიდევ აშინებენ ბავშვებს.



0
153
7-ს მოსწონს
ავტორი:Tengu
Tengu
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0