x
გიორგი მამულაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს მიმართავს

image"საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიციის" დამფუძნებელი და ლიდერი, გიორგი მამულაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს სპეციალური განცხადებით მიმართავს.



"ჩემთვის, როგორც საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიციის" დამფუძნებლისა და ლიდერისთვის, დიდი პატივია მოგმართოთ თქვენ სემგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს. რეგიონს, რომელიც უძველესი დროიდან უკავშირდება ევროპულ ცივილიზაციას და ჩვენთვის ყოველთვის ასოცირდება ოქროს საწმისთან. რეგიონს, რომლის ყოველდღიურობაა ოკუპაცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, აგრძელებს განვითარებას და არასოდეს დანებდება.


"საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიციის" რეგიონალურმა ოფისმა ქ. ზუგდიდში მუშაობა გასული წლის 5 დეკემბერს დაიწყო. კოალიციის მიზანია გაიზარდოს თქვენი, ახალგაზრდების, ჩართულობა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, მიიღოთ სწორი ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. რაც მოგვცემს შესაძლებლობას გავაკეთოთ გაცნობიერებული არჩევანი და დავუმტკიცოთ სხვებს, თუ რატომ ვაკეთებთ ამ არჩევანს.


ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა, მაქსიმალური ჩართულობა და მხარდაჭერა. განსაკუთრებით ამ უმნიშვნელოვანეს, ისტოირულ მომენტში, როცა ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად უახლოვდება ევროპულ ოჯახს. მინდა გააცნობიეროთ, რომ ეს არ არის ინტეგრაცია უცხო სივრცეში, არამედ ჩვენ ვბრუნდებით ევროპულ ოჯახში და ძალიან მალე ღირსეულ ადგილს დავიმკვიდრებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის სტაბილურობის ერთადერთი გარანტია და მას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ თქვენ წარმოადგენთ ქვეყნის მომავალს და თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი გადამწყვეტ მომენტში.



"საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიციის" მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი, ახალგაზრდული მოძრაობის წამოწყებაა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სრულფასოვან ევროინტეგრაციას. მჯერა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები გამორჩეულ წვლილს შეიტანთ ამ პროცესში. ეს ჩვენი თაობის გამოწვევაა და მერწმუნეთ, ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება. კიდევ ერთხელ, მოგიწოდებთ აქტიურობისკენ და გისურვებთ წარმატებებს."-ნათქვამია გიორგი მამულაშვილის მიმართვაში.

0
62
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია იაძე
ნათია იაძე
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0