ტენდენციები ექსკლუზივი: - შორენა ბეგაშვილის ყველაზე გლამურული ფოტოსესია "ANGEL robes" ბრენდისთვის 2016, 8 მარტი, 0:47
გუშინ მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლეში გრანდიოზული ფოტოსესია მოეწყო, რომლის სახე შორენა ბეგაშვილია. როგორც თავად შორენა ბეგაშვილმა კულუარებში განაცხადა, ასეთი დახვეწილი, ასეთი გლამურული და ასეთი სასიამოვნო ფოტოსესია კარგა ხანია არ ჰქონია.
"ANGEL" robes ბრენდისთვის მოწყობილ ფოტოსესიაზე ბრენდის სახემ ქალბატონმა შორენამ განაცხადა: - ” ხალათი არის ყველაზე საშინაო, მყუდრო და ინტიმური სამოსი.მინდა, რომ ყველა ქალს ჰქონდეს იმის ფუფუნება, რომ ხალათმოსხმულმა სახლშიც ძალიან დახვეწილად,
მოდურად და ქალურად იგრძნოს თავი.რაც მთავარია, მარტო მამაკაცებს არ მოეხსნებათ ქალისთვის საჩუქრის არჩევის პრობლემა. ხალათი შეიძლება ყველამ აჩუქო ყველას - დედას, მეგობარს, მეზობელს, ნაცნობს და ა. შ.
პოპულარობა ბევრისთვის სანატრელი ხილია. თავდაუზოგავი შრომა, სკანდალები, რომანები, გათხოვება, გამოთხოვება, ჩაცმა, გახდა და კიდევ რას არ სჩადიან თავის დასამკვიდრებლად. თუმცა შორენა ბეგაშვილს დღეს ნამდვილად არ სჭირდება ”სკანდალები”პოპულარობისთვის. შორენას მტკიცებით - ”პოპულარობის მოპოვება მარტივია, შენარჩუნება კი ბევრ შრომას მოითხოვს”. 325 7-ს მოსწონს
|