x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«ოქროს წუთი» – დრო, სურვილების ჩასათქმელად (თან, ყოველ დღე)

ძალიან ბევრ დროს და ენერგიას ვხარჯავთ იმისთვის, რომ სურვილები ავისრულოთ! მოცემულ მომენტში კი, უამრავი ხერხი არსებობს ჩანაფიქრის სწრაფად განხორციელებისთვის და ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი მათ შორის, — სურვილის დღე-ღამის გარსაზღვრულ მომენტში ჩაფიქრებაა.

ყველა ადამიანი ოცნებობს ბედნიერებაზე! ხოლო, ბედნიერება, ვისთვის სიყვარულის პოვნაა, ვისთვის – საყვარელი სამუშაოს შოვნა, იმის კეთება, რაც საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას მისცემს... მოკლედ, ამ ქვეყანაზე ყველას აქვს ოცნება და მისწრაფება, მიზანი, რომლისკენაც მიდის. მაგრამ, ხან ისეც ხდება, რომ ჩანაფიქრის შესრულება ძალიან რთულია და სწორედ ამ შემთხვევისთვის არსებობს «ოქროს წუთი», — დრო, სურვილების ჩასათქმელად. დროის ამ მოკლე პერიოდის გამოყენებით, ადამიანს შეუძლია მიიღოს ყველაფერი, რასაც ისურვებს...


image

რა არის დღე-ღამის «ოქროს წუთი»?


ვიდრე სურვილების ჩათქმას დავიწყებთ, უნდა გავარკვიოთ, რატომ არის ეს ჯადოსნური წუთი «ოქროსი» და რით განსხვავდება ის სხვა წუთებისგან. სინამდვილეში, ის მართლაც ფასდაუდებელია ყოველი ჩვენგანისთვის, თუ მის ჭეშმარიტ არსს და დანიშნულებას ჩავწვდებით. ამ ერთი წუთის მანძილზე, სამყაროსთან პირდაპირი კავშირის ხაზი იხსნება და ის ყველაფერს იგებს, რასაც ჩვენ ვიტყვით.

არ შეიძლება ისეთი სურვილის ჩაფიქრება, რომელმაც შეიძლება სხვა ადამიანს მიაყენოს ზიანი. ის, სავარაუდოდ, არ ასრულდება, მაგრამ თუ ასრულდა კიდეც, მისი ნეგატიური შედეგი იმ ადამიანზეც აისახება, ვინც სურვილი «შეუკვეთა».

არანაკლებ მინშვნელოვანია, რომ თქვენი სურვილი კონკრეტულად თქვენს ცხოვრებას ეხებოდეს. ასევე, არ შეიძლება, სურვილის ჩათქმის დროდ, «არ» ნაწილაკის გამოყენება. მაგ., «არ მინდა ავად ვიყო»-ს ნაცვლად, უნდა თქვათ – «მინდა ჯანმრთელი ვიყო!».

გარდა ამისა, სურვილი ზუსტად უნდა იყოს ფორმირებული. თუ თქვენ მანქანა გინდათ, და ისურვებთ: «მინდა, რომ ჩემი სადარბაზოს შესასვლელთან ახალი წლისთვის მანქანა იდგეს», – ის მართლაც იდგება, მაგრამ, შეიძლება, მეზობლის იყოს... ნუ იქნებით მორიდებული სურვილებში, პირდაპირ თქვით: «მანქანა მინდა მყავდეს!», – მოკლედ, კონკრეტულად და გასაგებად. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამყაროს ჩარჩოში მოქცევა არ შეიძლება, რადგან მან უკეთესად იცის, როდის და რა სურვილი უნდა აგისრულოთ.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ სურვილის ჩათქმისას, კარგ განწყობაზე იყოთ და გჯეროდეთ, რომ ის აგისრულდებათ. ნუ განეწყობით ნეგატიურად, – როდესაც არხი გახსნილია, სამყაროს მხოლოდ თქვენი ხმა კი არ ესმის, იმასაც იგებს, რასაც ადამიანი ფიქრობს.



როგორ გამოვთვალოთ «ოქროს წუთი»?


იმისთვის, რომ სამყაროს დავუკავშირდეთ, ყოველდღე, მხოლოდ ერთი წუთი გვეძლევა და ამ წუთის დადგენა რთული არ არის:

თუ სურვილის ჩაფიქრება გინდათ 1-დან — 24 რიცხვის ჩათვლით, რიცხვი არის — საათი, ხოლო თვის რიგითი ნომერი — «ოქროს წუთი».

მაგ., დღეს 15 ოქტომბერია — 15. 10

15 იქნება საათი, 10 — წუთი. ე. ი. «ოქროს წუთი» 15:10 სთ-ზე დადგება.

25 რიცხვიდან თვის ბოლომდე კი, «ოქროს წუთის» გამოსათვლელად, სხვა წესი მოქმედებს:

მაგ., თუ გინდათ რომ სურვილი წლის ბოლო დღეს — 31 დეკემბერს (31.12) ჩაიფიქროთ, რიცხვს და თვეს ადგილები უნდა შეუცვალოთ, — 12 იქნება საათი, ხოლო 31 წუთი. ამ შემთხვევაში, «ოქროს წუთი» 12:31 სთ-ზე დადგება.

გახსოვდეთ, რომ სურვილის ჩასათქმელად, მხოლოდ 60 წამი გაქვთ და ეს, არა გრინვიჩის, არამედ ადგილობრივი დროით უნდა გააკეთოთ.

imageimageimageimageimageimageimage





1
611
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
611
  
2019, 15 ოქტომბერი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1