x
image
natia.a
ამერიკული ანეკდოტი, რომელმაც საზოგადოებაში განხეთქილება გამოიწვია
imageერთი შავკანიანი და ერთი თეთრკანიანი მამაკაცი საფუნთუშეში შევიდა. შავკანიანმა მაშინვე მოიპარა 3 ფუნთუშა, ჯიბეში ჩაიდო და თეთრკანიანს უთხრა:


- ნახე რა მაგარი ვარ, ისე სუფთად ვიმუშავე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო!


- ხოო, ეს თქვენთვის ჩვეულებრივი ამბავია, - მიუგო თეთრკანიანმა, - მე კი გიჩვენებ როგორ შეიძლება იგივე უფრო სამართლიანად გააკეთო.


თეთრკანიანი მივიდა მეფუნთუშესთან და უთხრა:



- მომეცი ერთი ფუნთუშა და ფოკუსს გიჩვენებ.


დაინტრიგებულმა მეფუთუშემ მისცა ფუნთუშა. თეთრკანიანმა მაშინვე შეჭამა და კიდევ ერთი მოითხოვა. მეფუნთუშემ ისევ მისცა, კაცმა ისევ შეჭამა, კიდევ ერთი მოითხოვა და მესამე ფუნთუშაც იმავე გზას გაუყენა.


მოთმინებადაკარგული მეფუნთუშე შეეკითხა:


- და რაში მდგომარეობდა შენი ფოკუსი, ისეთი რა უქენი ფუნთუშებს?


- აი, იმ შავკანიანს ხომ ხედავთ, ჩაიხედეთ მის ჯიბეში და ნახავთ - მიუგო თეთრკანიანმა.



არ ვიცი რამდენად შეიძლება ამას ანეკდოტი ვუწოდოთ, მაგრამ ფაქტი ერთია, ამერიკელ საზოგადოებაში მან საკმაოდ დიდი დავა გამოიწვია, რადგან ბევრმა მიიჩნია, რომ ამ პატარა ამბავმა საზოგადოების გაკვეული ნაწილი შეურაცხჰყო. დაეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.




5
914
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
914
  
2021, 16 ივლისი, 15:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 6 მარტი, 18:01
მეორეც არ არის კარგი ადამიანი, მაგრამ მისთვის არავის უთქვამს , ყველა თეთრი შენნაირიაო. ანუ აქ ცუდი მხოლოდ კონკრეტული ადამიანი არის, ხოლო შავკანიანის შემთხვევაში, მთელი რასა
2016, 5 მარტი, 22:46
მაგრამ მასე თუ წავიდა,მეორე მხრიდან შევხედოთ .... რომელი უფრო არამზადაა?
2016, 5 მარტი, 21:42
აღმაშფოთებელი ის იყო, თეთრკანიანმა შავკანიანს რომ უთხრა, ქურდობა თქვენთვის ჩვეულებრივი ამბავიაო.
მე პირადად, იმათ მხარეს ვარ, ვინც აღშფოთდა.
2016, 5 მარტი, 13:32
საერთოდ ამერიკული ანეკტოდები რომ ჩვენთვის საკამოდ უცხოა ეგ ყველას კარგად მოგვეხსნება..და ძნელად რომ გაგაცინოს..... ეგ ერთი და მეორე რა არის მანდ სადისკუსიო და აღმაშფოთებელი..უბრალოდ თეთრკანიანის სიეშმაკეა გამოხატული..წარმოიდგინე ვთქვათ თეთრკანიანის მაგივრად ჩასვი ძუკუ მეგრელი და შავაკანიანის მაგივრად..ჰა ვინმე თუნდაც რაჭველი რაჟიკო ან სხვა ვინმე..ეგაა უწყინარი ანეკდოტი
0 1 5