კინო 15 ცნობილი" სუპერმსახიობი", რომლებსაც ოსკარი არ მიუღიათ! 2016, 4 მარტი, 23:09 კინოსამყაროში ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოება წელსაც საინტერესოდ
დასრულდა. აკადემიის უმაღლესი ჯილდო - ოსკარი წელს როგორც იქნა
ლეონარდო დი კაპრიომ მიიღო. 88-ე დაჯილდოების ცერემონიალში, უკვე
მეექვსედ "საუკეთესო მსახიობი მამაკაცი" ნომინირებული იყო ლეონარდო
დი კაპრიო, მან ამ უკანასკნელ დაჯილდოებაში მიიღო ოსკარი. მისი წარმატება ეკუთვნის ფილმ "The Revenant"-ს. დაჯილდოების დაწყებამდე ყველას მხოლოდ ერტი კითხვა ებადებოდა: "მიიღებდა თუ არა დიკაპრიო ოსკარს?" დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ძალიან ბევრ ადამიანს გაახსენდა ის ცნობილი მსახიობებიც, რომლებსაც არ მიუღიათ ოსკარი. ![]() 1. ბრედ პიტი ![]() კინოინდუსტრიის ერთ-ერთი სუპერვარსკვლავი. პიტი 4 ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოიპოვა მან ნანატრი ოქროს ქანდაკება. ბრედ პიტს სახლში ჯილდოების ნამდვილი კოლექცია აქვს, ასე რომ ვთქვათ მხოლოდ ოსკარის ქანდაკება აკლია. 2. ბრიუს ვილისი ![]() ბრიუსი დაიბადა 1955 წელს, წარმატებულ მსახიობს ოსკარი ჯერ არ მიუღია. მაყურებელმა ის გაიცნო 1988 წელს, ფილმით "კერკეტი კაკალი" 3. ჩარლი ჩაპლინი ![]() მგონი არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელმაც არ იცოდეს თუ ვინ იყო ჩარლი ჩაპლინი. ბრიტანელი ცნობილი მსახიობი, რეჟისორი და მწერალი. მისი ნამდვილი სახელია: სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი. მიხედევად იმისა, რომ ჩარლი ჩაპლინი იყო ძალიან პოპულარული მსახიობი, სამწუხაროდ ოსკარით არ დაჯილდოვებულა. 4. ედვარდ ნორტონი ![]() ედვარდ ნორტონმა პოპულარობის პიკს "Fight Club"-ის სახელწოდების ფილმის საშუალებით მიაღწია, რამოდენიმეჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით მას არ აქვს მიღებული ეს ტიტული. 5. გარი ოლდმანი ![]() ემის და სხვა მნიშვნელოვანი ტიტულებით დაჯილდოებული რეჟისორი და მსახიობი გარი ოლდმანი ჯერ-ჯერობით ოსკარს მხოლოდ შორიდან თუ უყურებს. 6. მეგ რაიანი ![]() მეგ რაიანი ოსკარზე ნომინირებულიც კი არ ყოფილა. 7. ჰარისონ ფორდი ![]() ედი მერფის და ტომ ჰენკსის შემდეგ, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი არის ჰარისონ ფორდი. მან მხოლოდ ერთი ფილმით მოახერხა მილიონების შოვნა. ფორდს ოსკარის ქანდაკება ჯერ არ მიუღია. 8. ჯიმ კერი ![]() როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც ჯიმ ქერის თითქმის ყველა იცნობს, სამწუხაროდ ამ სუპერმსახიობს ჯერ ოსკარი არ მიუღია. 9. ჯონი დეპი ![]() ალბათ ძალიან გაგიკვირდათ! დაუჯერებელია, მაგრამ რეალური ცნობილ სუპერვარსკვლავს ოსკარის ქანდაკება ჯერ არ მიუღია. ნომინირებული იყო 3 ჯერ, ოსკართან ყველაზე ახლოს 2003 წელს, ფილმით : "კარიბის ზღვის მეკობრეები" 10. ჯუდ ლოუ ![]() კარიერის განმავლობაში ჯუდი ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, მაგრამ წარმატებას მაინც ვერ მიაღწია. 11. ლაიამ ნისონი ![]() ცნობილი მსახიობი ძალიან ახლოს იყო ოსკართან, ფილმით : "შინდლერის სია" სამწუხაროდ ნისონმა ვერ მოიპოვა ოსკარის ქანდაკება. 12. მარლონ ბრანდო ![]() სინამდვილეში მარლონ ბრანდომ ოსკარი ერთხელ უკვე მიიღო - 1973 წელს. მაგრამ მან ტიტულის მიღებაზე უარი განაცხადა, თემა ეხებოდა ინდიელებს, მას შემდეგ, ბრანდოს ნომინირების შანსიც არ ჰქონია აკადემიის დაჯილდოებაში. 13. სამუელ ლ ჯექსონი ![]() მსახიობი ძალიან ბევრ თრილერში შეგვხვედრია, ჯექსონმა წარმატებას 40 წლის შემდეგ მიაღწია, მაგრამ ოსკარის ქანდაკება ჯერ არ მიუღია. 14. ტომ კრუზი ![]() "შეუსრულებელი მისია", "შეხვედრა ვამპირთან" და "უკანასაკნელი სამურაი" ამ ნაცნობ ფილმებში მთავარ როლს ზუსტად ტომ კრუზი ასრულებდა, მაგრამ მსახიობს ჯერ-ჯერობით ოსკარი არ მიუღია. 15. უილ სმიტი ![]() სმიტი ოსკარზე ორჯერ იყო ნომინირებული, ყველაზე ახლოს წარმატებასთან "ალი" -ის ფილმით იყო, მაგრამ უილ სმიტს ოსკარი ოცნებად დარჩა. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 446 10-ს მოსწონს
|