ნადირობა და თევზაობა დაუპატიჟებელი სტუმრები - პითონები! 2016, 4 მარტი, 11:12 პითონები - გველების ქვეოჯახი მახრჩობელასებრთა ოჯახისა. უმეტესად
გავრცელებული არიან ამერიკის კონტინენდებზე (სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში). საკუთრივ ცენტრალურ, პითონის გვარში 7 სახეობაა, გავრცელებულია აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მალაის არქიპელაგზე, ახალ გვინეაში და ავსტრალიაში. კარგად ცურავენ, შეუძლიათ ხეზე ასვლა. იკვებებიან ძირითადად ხერხემლიანებით, რომლებსაც სხეულის რგონებით გუდავენ. პითონები კვერცხმდებლებია. მათი დამახასიათებელი თვისებაა - ინკუბაცია. დედალი დებს 100-ზე მეტ კვერცხს. პითონის ყველაზე დიდი სახეობა არის ბადისებრი პითონი. რომელიც ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და იკვებება უმთავრესად ანტილოპებით, ახალგაზრდა ირმებითდა გოჭებით. პითონები იზრდებიან მაქსიმუმ 10 მეტრამდე. ზოგიერთი მათგანის ხორცსაც კი მიირთმევენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ![]() სტატიაში წარმოგიდგენთ პითონებს რეალურ ცხოვრებაში, ასე რომ ვთქვათ, როდესაც ისინი დაუპატიჟებელი სტუმრები არიან. მაგრამ პითონებზე მონადირეებიც არ დავივიწყოთ, მათთვის გველის შიში არ არსებობს და ყოველთვის კარგად ასრულებენ საკუთარ სამსახურს... ![]() მოვლენა განვითარდა ნიუ-ჯერსიში. პითონის მონადირეებმა დაიჭირეს მუცელშეშუპებული პითონი. ვეტერინარებმა დაიწყეს ოპერაცია, გაუჭრეს პითონს მუცელი და თვალებს არ უჯერებდნენ.... ![]() წარმატებული ოპერაციის მსვლელობისას, ვეტერინარებმა პითონის მუცლიდან ამოიღეს ოჯახის ძაღლის სათამაშო "დათუნია". ![]() წარმოგიდგენთ რამოდენიმე კადრს ოპერაციიდან... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა ფლორიდის შტატში. ველური ბუნების ბიოლოგებმა მიიღეს საჩივარი ფლორიდის შტატიდან, გიგანტური ბირმული პითონის შესახებ. ბიოლოგებს გაუჭირდათ, მაგრამ მაინც ოპერაცია წარმატებით შეასრულეს. მათ დაიჭირეს გიგანტური ზომის ბირმული პითონი. ![]() ამ პითონს თავისუფლად შეუძლია ირმის ან კიდევ ნიანგის გადასანსვლა, აქედან გამომდინარე ადგილობრივებს მისი არსებობა ძალიან აწუხებდათ. ![]() ბირმული პითონი, ფლორიდის შტატში პირველად 1979 წელს შეინიშნა. უცნობია საიდან, მაგრამ უკანასკნელ 5 წლის განმავლობაში უკვე 15 გიგანტური ზომის ბირმული პითონი იქნა დაჭერილი. ![]() ფლორიდაში პითონებით ნადირობა უკვე ძალიან პოპულარულია, ბოლოს დაჭერილი პითონის გველი, რომლის სიგრძე 6 მეტრას აღწევდა, ხოლო წონა 65 კილოგრამს, შხამით მოწამლეს და მოკლეს. ![]() ![]() ![]() და ბოლოს, მინდა წარმოგიდგინოთ თუ როგორ მშობიარობენ გველები... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 703 13-ს მოსწონს
|