სხვა რას ნიშნავს ყვავილები ფენ-შუიში 2016, 3 მარტი, 22:33 ცოცხალი ყვავილები ყველაზე ოპტიმალური არჩევანია, იმდენად –რამდენადაც მათ აქვთ ძლიერი სამკურნალო ენერგია. მათი გამოსახულებები აბრეშუმზე ხშირად გამოიყენება ფენ-შუიში. სილამაზის და ელეგანტურობის ენერგიასთან ერთად ყვავილებს მოაქვთ კეთილდღეობა და წარმატება. ფენ-შუიში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ კონკრეტული ყვავილების სიმბოლოებს.
პიონი: ![]() ![]() ![]() – პიონი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ყვავილია ტკბილი სუნით. ის დიდი ხანია გამოიყენება ფენ-შუიში როგორც სიყვარულის და რომანტიკის წამალი. განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ვარდისფერი პიონი. ასეთი სიმბოლო ხშირად ქალის სილამაზის მეტაფორად ითვლება. ფენ-შუის ზოგიერთი ოსტატი რეკომენდაციას არ უწევს აყვავებული პიონის სიმბოლოს გამოყენებას საძინებელ ოთახში ღალატის ალბათობის თავიდან აცილების მიზნით. ლოტოსი: ![]() ![]() ![]() ![]() –ეს ყვავილი არის სრულყოფილების და სიწმინდის სიმბოლო. ჩინურ მედიცინაში ლოტოსის ყველა ნაწილს- ფესვიდან ფურცლებამდე, სამკურნალო თვისებები აქვს, რაც ამ სიმბოლოს სიძლიერეს წარმოადგენს. ფენ-შუის პრაქტიკაში ლოტოსის გამოყენებას მოაქვს ჯანმრთელობა და სახლში ჰარმონია. აყვავებული ალუბალი: ![]() ![]() ![]() ![]() -ალუბლის, ვაშლის, ატმის და სხვა მსგავსი ხეების ყვავილები ყოველთვის გამოიყენებოდა ახალი წამოწყებების ენერგიის აქტივაციისთვის. ამ სიმბოლოს უბიწოების და სიწმინდის შეგრძნება მოაქვს. ყველაზე ხშირად მას იყენებენ დაქორწინებულებისთვის როგორც სიყვარულის "ელექსირი". ორქიდეა: ![]() ![]() ![]() ![]() –ეს მშვენიერი ყვავილი ფენ-შუიში ითვლება ნაყოფიერების კლასიკურ სიმბოლოდ. ორქიდეის ყვავილები ასევე იწვევენ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში სრულყოფილებისკენ სწრაფვას. ამის გარდა ორქიდეას მოაქვს ბარაქა, სულიერი ზრდა, სილამაზე და სიწმინდე. ის ფენ- შუიში უდაოდ ყველაზე ძლირი სიმბოლოა. ნარცისი: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() –ჩინურ კულტურაში ამ ყვავილის სტრუქტურული ენერგია იწვევს კარიერის და ნიჭის აყვავებას. ფენ-შუიში ნარცისის სიმბოლოს სწორედ წარმატების ენერგიის აქტივაციისთვის იყენებენ. უფრო ხშირად იყენებენ თეთრი ნარცისის ყვავილს. ქრიზანთემა: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მოცემული სიმბოლო გვეხმარება სასიცოცხლო ძალების ბალანსის შენარჩუნებაში. ეს ყვავილი ასევე ფლობს yang-ის ძლიერ ენერგიას, რაც წარმატებას იზიდავს. ყველა ეს ყვავილი–ბაღის იქნება თუ სურათზე, მნიშვნელობა არ აქვს.გაითვალისწინეთ, რომ მათი გამოყენება ფენ-შუიში გააზრებული უნდა იყოს სწორად. 1332 11-ს მოსწონს
|