ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი პენტაგონმა ამერიკელ ჰაკერებს შესთავაზა გატეხონ სამთავრობო ვებ-გვერდები 2016, 2 მარტი, 19:18 აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ ამერიკელ ჰაკერებს შესთავაზა შეამოწმონ რიგი სამხედრო და სამთავრებო ვებ-გვერდები პროგრამის ფარგლებში "გატეხე პენტაგონი".
ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს ათასამდე ჰაკერი.ამ მომენტისთვის განიხილება ფულადი ჯილდო იმ ჰაკერებისთვის, რომლებიც წარმატებით განახორციელებენ კიბერშეტევას. აქცია "გატეხე პენტაგონი" მსგავსია ანალოგიური ინიციატივისა, რომელსაც მსხვილი ამერიკული კომპანიები რეგულარულად აწარმოებენ.აქციის მიზანია გამოვლინდეს დაცვის სისტემის სუსტი წერტილები. 1 მარტის აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა( Department of Homeland Security)გააფრთხილა ენერგოკომპანიები, სატრანსპორტო ქსელები და წყალმომარაგება, რომ შესაძლოა ამ დღეებში ჰაკერების შეტევა დაიწყოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეფერხებები, ამისთვის რეკომენდაციას აძლევს აღმოფხვრან თავიანთ სისტემებში ხარვეზები და უკანონო შეჭრის შემთხვევაში იქონიონ სარეზერვო გეგმა. 252 8-ს მოსწონს 1-ს არა
|