საუკეთესო 10 ანეკდოტი. ნაწილი მეთოთხმეტე
1.სექსი რა არის? კითხულობს პატარა მიხო
სექსი ისაა რაშიც ფულს იხდიან,
აბა სიყვარული რაღაა?
სიყვარული ქართველების მოგონილია ფული რო არ იხადონ.
2.
- მასპინძელო - მოისმა ჭიშკრიდან.
- აუჰ, სტუმარია ვინცხა. სადაა ქალო ჩვენი ქათამი, დეიჭირე დროზე.
- რა ქათამი, ხო დოუკალით ის შემოდგომაზე სტუმრებს.
- კაი, მოიფიქრე რამე.
გავიდა ჭიშკართან. იქ ცხენიანი კაცი იყო, რაღაც დაებარებინათ და გადასცა დანაბარები.
- აჰ, კაი ამბავი მომიტანეთ, ჩემო ბატონო, თქვენს პირს შაქარი, შემობრძანდით აქეთ - შეიპატიჟა მასპინძელმა.
- არა, ბატონო, დიდი მადლობა.
- რას ბრძანებ, ჩემო ბატონო, როგორ გაგიშვათ ახლა.
- დიდი მადლობა, ბატონო, მარა ძალიან საჩქარო საქმეები მაქვს და წავალ ახლა მე.
- არა, სად წახვალ, ჩემო ბატონო, შემობრძანდით, წევიხემსოთ პატარა.
- არა, ბატონო, დიდი მადლობა. ახლახანს გეახელით, კაი სუფრიდან მოვდივარ, თან მეჩქარება და წავალ ჯობია.
- როგორ გეკადრებათ, ჩემო ბატონო, მობრძანდით, სადილობას ვაპირებდი სწორედ და სუფრა გაშლილი მაქვს უკვე.
- დიდ მადლობას მოგახსენებ, ბატონო, მარა იმფერი ხალხი მელოდება, რომ ვერ გავჩერდები ნამდვილად.
- აჰ, თქვენც არ მომიკვდეთ, ჩემო ბატონო, უპატივცემულოდ მე არ გაგიშვათ ახლა თქვენ. რას ამბობთ, ჩემი სახლიდან არვინ არ წასულა უპატივცემელი და ნუ მომჭრით ახლა თავს, შემობრძანდით თვარა ძალიან მეწყინება.
- კარგი, ბატონო, რახან მასეა, გავჩერდები ცოტა ხანს - თქვა სტუმარმა და ცხენიდან ჩამოხტა - სად მივაბა ეს ცხენი, ბატონო?
- ... ცხენიი? სად მიაბა და... აგერ გამომაბი ენის წვერზე, ჩემო ბატონო...
3.კაცმა ქალი მიიყვანა სახლში და ეუბნება:
- აბა, ლოგინში!
- კაი რა, როგორ შეიძლება, ჯერ წესიერად არც ვიცნობთ ერთმანეთს...
- მერე რა, გავიცნობთ! ლოგინში!
- ეგრე არ შეიძლება! ჯერ რამეზე ვისაუბროთ, მაგალითად, ხელოვნებაზე, მუსიკაზე...
- კარგი. პიკასოს ოპერები წაგიკითხავს?
- ა-არა...
- ჰოდა დავაი ლოგინში!
4.
- კი მაგრამ, შენ - ასეთმა ღვთისმოსავმა კაცმა, რატომ სცემე ასე სასტიკად ის კაცი?
- გამარტყა.
- მერე შენ არ იცი, ბიბლიაში რა წერია - ერთ ლოყაში რომ გაგარტყამენ, მეორე მიუშვირეო.
- მეც ეგრე ვქენი, მეორე მივუშვირე.
- მერე?
- მერე მეორეშიც გამარტყა.
- მერე?
- მერე მეორე ლოყაზე მანდ არაფერი წერია.
5.
ჯარში შეტყობინება მივიდა, რომ კაპრალ შვანგირაძეს მშობლები ატოკატასტროფაში გარდაეცვალა. ბაზის მეთაურმა შვანგირაძის უშუალო მეთაური დაიბარა და უთხრა:
– ახლა ერთბაშად არ მიახალო. ცოტა დელიკატურად, შეფარვით უთხარი.
წამოვიდა ოფიცერი. მოაწყო შვანგირაძის ასეული:
– ვისაც მშობლები გყავთ ერთი ნაბიჟი წინ… შვანგირაძე, შენ სადღა ეტენები…
6.სვანს ორივე ყური დამწვარი აქვს...
– რა მოგივიდა?
– რავი აბა, ვაუთოვებდი და უცებ ტელეფონმა დარეკა, შემეშალა და უთო მივიდე ყურზე
– ეგ ერთი, და მეორე რაღატო გაქვს დამწვარი?
– სასწაფოში ვრეკავდი და.
7.გურულს დაეჯახა მატარებელი და მოკვდება! ცხედარს თვალები დარჩება “დაჭყეტილი'' ხოდა ვერაფრით ვერ დაახუჭინეს ეს თვალები. ჩამოივლის მეორე გურული დახედავს და იტყვის: – შე გაჭირებული მაი თვალები მაშინ დაგეჭყიტა მატარებელი რომ მოდიოდა...
8.ორი გოგო ხვდება ერთმანეთს
-საიდან მოდიხარ?
-სალონიდან...
-დაკეტილი იყო?....
9.ებრაელს შვილი მიჰყავს ბაზრობაში გასაყიდად.
შვილი ტირის და მამას სთხოვს რომ არ გაყიდოს.
-ნუ გეშინია შვილო, ისეთ ფასს დაგადებ ვერავინ გიყიდის
10.
ორი ქალი საუბრობს:
— რა კარგი კაბა გაცვია! სადაა შეკერილი?
— პარიზში.
— პარიზი აქედან შორსაა?
— კი, ხუთი ათასი კილომეტრი იქნება.
— აუ, რა დასაკარგავში ყოფილა და მაინც რა მაგარ კაბებს კერავენ.