სამოქალაქო 25 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მიზეზი "ცალხმრივი სიყვარულია" 2016, 2 მარტი, 16:00 თურქეთის ქალაქ სტამბულში, კერძოდ ზეიტინბურნუს რაიონში,
"ცალმხრივ სიყვარულს" 25 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ზიტინბურნუს სანაპიროზე 25 წლის მენან სევინჩერმა თვითმკვლელობა წყალში დახრჩობით გადაწყვიტა. ორშაბათს დილის 07:00 საათზე სანაპიროზე ორი უცხოელი სეირნობდა, შემთხვევით მათ იპოვეს წერილი, სიგარეტის კოლოფი და მობილურის ტელეფონი. უცხოელებმა წერილის წაკითხვა ვერ მოახერხეს, დაუძახეს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც სანაპიროსთან ახლომახლოს შენიშნეს. მოქალაქემ, რომელმაც შეძლო წერილის წაკითხვა, მიხვდა რომ ეს იყო თვითმკვლელობის წერილი. რამოდენიმე წუთში მოქალაქემ და უცხოელებმა ზღვასი შენიშნეს მოტივტივე ცხედარი, დაურეკეს პოლიციას. ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებმა გამოიძახეს ზღვის პატრული, რომლებმაც ცხედარი ზღვიდან ამოიყვანეს. პოლიციამ დაიწყო სანაპიროზე გამოძიება. წერილის თანახმად, 25 წლის მენან სევინჩერის თვითმკვლელობის მიზეზად სახელდება თავისზე 7 წლით უფრო ქალი, რომელიც სევინჩერს თავდავიწყებით უყვარდა, თუმცა მისი რჩეული მას სიყვარულით არ პასუხობდა. წინა ღამეს მენან სევინჩერის მიერ, Facebook გვერდზე დაწერილი სტატუსიც ამ ყველაფერს ამტკიცებს: "ხვალ შეიძლება ჩვენი ბოლო დღე იყოს" მომხდართან დაკავშირებით პოლიცია გამოძიებას აგრძელებს. მენან სევინჩერის რჩეული გოგონა ამ წუთისთვის კვლავ ზეიტინბურნუს განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება. უკანასკენლი ინფორმაციით, გოგონამ მომხდართან დაკავშირებით არაფერი იცოდა... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 764 11-ს მოსწონს |