x
საუკეთესო 10 ანეკდოტი. ნაწილი მეცამეტე

image1.მიხო ექიმთან მიდის. ექიმი ეუბნება:
- ძალიან მძიმედ ხარ, ქალებს და ღვინოს საერთოდ არ უნდა მიეკარო.
მიხო პასუხობს:
- აბა მაშინ დუდუკი უკან გაიკეთე შენი...
2.მიხო ქუჩაში მოისაქმებს რის გამოც მილიციელი 5-თი მანეთით დააჯარიმებს, გაბრაზებული მიხო მილიციელს თვალთვალით უკან გაყვება. მილიციელი შევა სასადილოში გემრიელად შეჩამს საჭმელს და გამოვა. გაბრაზებული მიხო მას წინ გადაუდგება და ეტყვის:
- მე რომ არ მექნა რა უნდა გეჭამაო?.
3.სვანი უნდა შეამოწმონ სიცრუის დეტექტორით. შეაერთეს.
"ოპერატორი" უხსნის:

- კითხვებს რომ დაგისვამთ, თუ სიმართლეს იტყვი, მწვანე ნათურა აინთება. თუ მოიტყუებ - წითელი. გაიგე?

- გავიგე - უპასუხა სვანმა და წითელი ნათურა აინთო
4.ქალს ფეხზე თათა ვარდანაშვილმა ჩააცვა...

ტანზე - ავთო ცქვიტინიძემ...

და ქეც დაახურა სახლში თავზე ქმარმა!
5.კაცს "კატოკმა" გადაუარა. რეკავენ სასწრაფოში:

- ალო, სასწრაფო დახმარებაა? სასწრაფოდ მოდით - ფეხით მოსიარულეს "კატოკმა" გადაუარა.

- გასაგებია. ბრიგადა გამოდის. მისამართი ჩაგვაწერინეთ. სად მოვიდეთ?

- ჩაიწერეთ. პავლოვის ქუჩის 18-დან 24
6.- ქალს რომ "რგოლი" ბეჭედი უკეთია, რას ნიშნავს?
- ეს ნიშნავს, რომ გათხოვილია.
- გასაგებია. და ჩვეულებრივი ბეჭედი რომ უკეთია?
- ეს... არაფერს ნიშნავს.
- გასაგებია. და ორივე რომ უკეთია - "რგოლიც" და ჩვეულებრივიც?
- ეს ნიშნავს, რომ გათხოვილია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს...
7.- ლუდი რატომ გამოდის ორგანიზმიდან რძეზე უფრო მალე?

- იმიტომ, რომ ფერის შეცვლა არ სჭირდება.

- ქართული ლუდი რატომ გამოდის ორგანიზმიდან სხვა ლუდებზე მალე?

- იმიტომ, რომ გემოს შეცვლაც არ სჭირდება!

8.- ექიმო, ჩავარდნები მაქვს მეხსიერებაში!
- საინტერესოა... დიდი ხანია, რაც დაგეწყოთ?
- რა დამეწყო, ექიმო?..
- ჩავარდნები!
- რა ჩავარდნები?!

9.ზეპირ გამოცდაზე შესული სტუდენტი სწრაფად იღებს ბილეთს, დააკვირდება და მორიდებულად სთხოვს პროფესორს ბილეთის გამოცვლის უფლებას. პროფესორი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.

სტუდენტს არც მეორე ბილეთი მოეწონება და მესამეს იღებს, რომლის საკითხებიც მისთვის, აგრეთვე, უცნობია.

პროფესორი სტუდენტს ჩათვლის წიგნაკს გამოართმევს და გარკვევით უწერს 3–ს. სტუდენტი მადლობას უხდის და გახარებული ტოვებს აუდიტორიას.

ასისტენტი, რომელიც ესწრებოდა გამოცდას, განცვიფრებით ეკითხება პროფესორს:

- რატომ დაუწერეთ სამიანი? მან ხომ ვერცერთ ბილეთზე ვერ გასცა პასუხი?!

- რადგან "კარგ ბილეთს" ეძებს, ესე იგი, რაღაც იცის! - პასუხობს პროფესორი
10.შვარცნეგერი საყვარელთანაა და ხალისობენ...

უცებ, კარზე ზარია.
- ვაიმე! ჩემი ქმარია - ამბობს ქალი
შვარციკა წამოხდება, "შმოტკებს" დაითრევს და ეკითხება:
- სათადარიგო გასასვლელი სადა გაქვს?!
- არა მაქვს სათადარიგო გასასვლელი!
- სად გინდა, რომ გქონდეს?!





0
439
2-ს მოსწონს
ავტორი:JuicyFryit
JuicyFryit
439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0