x
image
K.P.
"ისტორიებს ვიგონებდი"-გია ჯაჯანიძის შოუს ყოფილი პროდიუსერის სკანდალური აღიარება
image
გადაცემა "სხვა რაკურსი" ტელეკომპანია "იმედის" ეთერში
ყოველ ხუთშაბათს 22:00 საათზე გადის. სკანდალურმა გადაცემამ და მისმა ეპატაჟურმა ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ მალევე მოიგეს საზოგადოების გული. გადაცემა როგორღაც ახერხებს, რომ კვირიდან კვირამდე საზოგადოების განხილვის საგანი იყოს.

გადაცემა დიდ სკანდალში გაეხვა. ყოფილი პროდიუსერი ნიკა ჭავჭავაძე "ეტანიუსთან" ინტერვიუში აღიარებს, რომ ისტორიებს იგონებდა, რისთვისაც მსახიობებს ან მეგობრებს მიმართავდა. "პირველი ისტორია იყო "კაცი გამოძახებით, " რომელმაც არნახული რეიტინგი მოუტანა გადაცემას. ან მსახიობები მომყავდა და ფულს ვუხდიდი, ან კიდევ ჩემი მეგობრები. ვერავინ ხვდებოდა რომ ჩემი ისტორიები რეალური არ იყო. ისე ვდგამდი, რომ რთული იყო ეჭვი შეგპარვოდა"-ამტკიცებს ნიკა ჭავჭავაძე.

"გვითხრა, რომ ობოლი გახლდათ. მე, როგორც სამი შვილის დედას, ძალიან შემეცოდა და 8 თვე დედასავით ვუვლიდი, მეც და გიაც დიდ ყურადღებას ვაქცევდით. შემდეგ გაირკვა, რომ მას ჰყავს მშობლები და ისინი ფოთში ცხოვრობენ. ამის მერე გვითხრა, რომ საშინელი დაავადება სჭირდა. ძალიან განვიცადე მისი ამბავი… შემდეგ აღმოჩნდა, რომ ესეც ტყუილი იყო…

ძალიან ბევრ ადამიანზე ავრცელებდა გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც არ იყო მართალი და ამით მათ დიდ დისკომფორტს უქმნიდა. ჩემი გადაწყვეტილება იყო მისი სამსახურიდან გაშვება. ვუთხარი, რომ დაეწერა განცხადება"-აცხადებს გადაცემის პროდიუსერი მაია სტეფნაძე "fortuna.ge"-სთან ინტერვიუში.


ამ ყველაფერს ნიკა ჭავჭავაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება: "მდაააა... ტყულებში თუ გამომიჭირეს დაა კიდევ ვაგრძელებდიი ამ ტყუილებს თურმე რატომ ვაგრძელებდიი მუშაობას სტაფში... იყოს ისე როგორც თქვენ გინდათ .., უბრალოდ როცა ადამანიბარ ეხება შენს პირადს და ჯანმრთელობას მითუმეტეს ელემენტარული ადამიანობის საკითხია რომ თავი ამ თემის მანიპულირებით არ იმართლო... მეც დავიწყოო თქვენს ჯანმრთელობაზე და პირად ცხოვრებაში დაშვებულ შეცდომებზე საუბარი???"image

წყარო: etanews.ge; fortuna.ge

0
1139
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0