x
საუკეთესო 10 ანეკდოტი. ნაწილი მეთორმეტე

image1.ოჯახს 5 წელი ბავშვი არ ჰყავდათ… ყველაფერი სცადეს და რომ არაფერი გამოუვიდათ ბოლოს მამაოსთან მივიდნენ:
– მამაო 5 წელია ბავშვი არ გვიჩნდება და იქნებ რამე გვირჩიო?
მამაო ეტყვის:
– წადით იერუსალიმში სანთლები დაანთეთ და მალე გეყოლებათ.
გავიდა 5 წელი. მამაო ამბის გასაგებათ მიაკითხავს სახლში კარებს 3 პატარა ბავშვი გაუღებს მამაო შეეკითხება:
– დედათქვენი სად არის?
– დედა სამშობიაროშია ბავშვს ელოდება.
– მამათქვენი სად არის?
– მამა იერუსალიმშია წასული სანთლების ჩასაქრობად.
2.მიხო საღამოს, მაგარი დაღლილი, ბრუნდება სახლში და ცოლს ეუბნება:
– ქალო, მიდი რა, ჩუსტები მამიტანე.
– ადექი და შენ თვითონ მოიტანე….
– მიდი რა საჭმელი გამიცხელე…
– ადექი და შენ თვითონ გაიცხელე….
– ჩვენ ქორწილში შენი დაპატიჟებული ნათესავების სია მაინც მაიტანე….
– ჩემი ნათესავები რათ გინდა?
– კეთილები უნდა გაგინო და მეშინია არავინ გამამრჩეს…
3.1941 წელია გერმანიამ დაიწყო ომი საბჭოთა კავშირთან. მიხოს ბიჭი ჯარში გამოიძახეს. ბიჭი, ცოტა არ იყოს, შეშინდა. მიხომ გადაწყვიტა შვილი დაემშვიდებინა, დაისვა გვერდით და ეუბნება:
– შვილო, იქ რო წაგიყვანენ, ორი ვარიანტი გექნება: ან ფრონტის წინა ხაზზე მოხვდები, ან ზურგში. თუ ზურგში მოხვდი ხო გიგრიალია და ეგ არი. თუ ფრონტის წინა ხაზზემოხვდები კიდე ორი ვარიანტი გექნება: გერმანელები ან მოგკლავენ, ან არ მოგკლავენ. თუ არ მოგკლეს ხო გიგრიალია და გიგრიალია, თუ მოგკლეს კიდე ორი ვარიანტი გექნება: ან სამოთხეში მოხვდები, ან – ჯოჯოხეთში. თუ სამოთხეში მოხვდი ხო გიგრიალია და ეგ არი. თუ ჯოჯოხეთში მოხვდები კიდე ორი ვარიანტი გექნება: ეშმაკი ან მოგხარშავს ან არ მოგხარშავს თუ არ მოგხარშა ხო გიგრიალია და გიგრიალია, თუ მოგხარშა კიდე ორი ვარიანტი გექნება: ეშმაკი ან შეგჭამს ან არ შეგჭამს. თუ არ შეგჭამა ხო გიგრიალია და ეგ არი. თუ შეგჭამა კიდე ორი ვარიანტი გექნება ან გისაქმებს ან არა. თუ არ გისაქმებს ხო გიგრიალია და გიგრიალია, თუ გისაქმებს, შენ მაგაზე არ იდარდო, რა ნეხვიცა ხარ ისევ იმ ნეხვად დარჩები.
4.
მიხო მოხუცდა. თავისი ცხოვრების მანძილზე საზღვარგარეთ არ იყო ნამყოფი. იფიქრა: ”ისე ხო არ მოვკვდები რომ ერთი უცხო ქვეყანა მაინც არ ვნახოო.” მოაგროვა ფული და წავიდა ერთ-ერთ ქვეყანაში.
დადის, ათვალიერებს. შემთხვევით სასაფლაოს ჩაუარა. დაინტერესდა: ”ნეტა აქ როგორი საფლავები იციანო” და სანახავად შევიდა. ხედავს საფლავის ქვებს შემდეგნაირად აწერია:
დაიბადა 1020 წელს
გარდაიცვალა 1990 წელს
იცხოვრა 10 წელი

დაიბადა 1040 წელს
გარდაიცვალა 2005 წელს
იცხოვრა 2 წელი.

გაუკვირდა ასე რატომ აწერიაო და სასაფლაოს დარაჯს კითხა მიზეზი. დარაჯმა უპასუხა:
– აქ იმდენი წელი უწერიათ რამდენიც მართლა იცხოვრეს, ანუ როცა ჰქონდათ ბევრი ფული, მაგარი გრიალი, მაგარი მანქანები, მაგარი იახტები და რაღა ბევრი გავაგრძელო, ყველაფერი ის რაც თვითონ უნდოდათ.
მიხო სახლში რომ დაბრუნდა ცოლს უთხრა:
– დედაკაცო, რო მოვკვდები საფლავის ქვაზე დააწერეთ:
“მკვდარი დაიბადა.”

5.ჟურნალისტი ეკითხება მოხუც კაცს:
– პაპი, რამდენი წლის ხარ?
– 115 წლისა ვარ, შვილო.
– ვაა! თან ღვინოსაც სვავ და სიგარეტსაც ეწევი, ხო?!
– მა რა ვქნა, შვილო, ისე აღარა ვკვდები…

6.
კაცი მივა თვალის ექიმთან:
– ექიმო, მე მგონი თვალში დამაკლდა და თუ შეიძლება გამსინჯეთ.
ექიმი ფანჯარასთან მიიყვანს:
– კავკასიონის მთებს ხედავ?
– კი, ვხედავ!
– აბა, იმის იქით ვერც მე ვერა ვხედავ!
7.
- გეიწი კაცო იქეთ, რას მეყუდები?! - წივის ქალი.
- დაწყნარდით ქალბატონო, ეს ის არ გეგონოთ, უბრალოდ, ხელფასი ავიღე და ჯიბე მაქვს ფულით გამობერილი...
ორი გაჩერების შემდეგ:
- რას იტყუები კაცო შენ?!
- რას ქალბატონო?
- რას და ყოველ გაჩერებაზე რაფრა გიმატებენ მაგ ხელფასს?!
8.
გურულს ანკეტას ავსებინებენ:
-სახელი
-ლევანი
-გვარი
-ღლონტი
-ოჯახური მდგომარეობა
-უფ, ნამეტანი დახლართული
9.
მიხო მივიდა სტომატოლოგთან და ეკითხება:
– ექიმო, კბილის ამოღება ანესთეზიით იაფია თუ ანესთეზიის გარეშე?
– რა თქმა უნდა, ანესთეზიის გარეშე.
– მაშინ ამოიღეთ ანესთეზიის გარეშე.
– ძალიან მტკივნეული იქნება. _ აფრთხილებს ექიმი.
– არა უშავს, _ მიუგო მიხომ და თან კალიდორში მომლოდინე, თავის ცოლს გასძახა.
– დედაკაცო, შამაიყვა დედაშენი!


10.
გურული შვილიშვილს გაყვება კლუბში. უყურებს გურული როგორ ცეკვავენ ახალგაზრდები ლამბადას და შვილიშვილს ეკითხება:
-აი რაია ბაბუა?
-აი ბაბა ცეკვაა.
-ამნაირ ცეკვაში ბაბუა ექვსი შვილი მყავს გაკეთებული...









0
220
3-ს მოსწონს
ავტორი:JuicyFryit
JuicyFryit
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0