ელ. წიგნები ვინ იყო ვიქტორ ფრანკენშტეინი? 2016, 1 მარტი, 12:55 ფრანკენშტეინი ან თანამედროვე პრომთე, ეს არის მერი შელის რომანი.
პირველად 1818 წელს ბრიტანეთში ფრანგულად იყო გადმოცემული.
ძალიან ბევრჯერ კინოსა და თეატრში არის ადაპტირებული, ფილოსოფიური
რომანი, ხშირ შემთხვევაში საშინელებათა ჟანრის რომანის სახით ადაპტირდება.
უმეტესად მკითხველს ერევა ის ფაქტი, რომ ფრანკენშტეინის მონსტრი არის შექმნილი, პირიქით, ფრანკენშტეინი თვითონ არის შემქმნელი. ფრანკენშტეინის ისტორია, რომანი შეიქმნა XVIII საუკუნეში. ყველაფერი ერთი პატარა წერილით იწყება, რომელიც კაპიტან უოლტონმა თავის დას, მარგარეტ სევილიას მისწერა. წერილებში აღწერილია ვიქტორი ფრანკენშტეინის და მონსტრის არსებობის შესახებ. ამ საშინელებათა ჟანრის რომანის მთავარი გმირი ვიქტორ ფრანკენშტეინია, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა. ვიქტორს სურდა ავადმყოფობის ერთხელ და სამუდამოდ დამარცხება, ადამიანის შექმნა და უკვდავობის დანეგირირება. ის ჩაატარებს ძალიან ბევრ ექსპერიმენტს, რის შედეგადაც აღმოაჩენს სიცოცხლის წყაროს და შექმნის უმღლესი დონის ადამიანს. ექსპერიმენტისთვის სხვადასხვა საჭირო ნივთებს და ადამიანის მკვდარი სხეულის ნაწილებს შეაგროვებს საფლავებიდან. უმაღლესი ადამიანის შესაქმნელად შეგროვილ ნაწილებს დიდი სირთულეების მიუხედავად, მაინც შეაჯვარებს ერთმანეთს და შექმნის 2.5 მეტრიან მონსტრს. კალვინიზმის, ალქიმიის და ელექტრონერგიის გამოყენებით შექმნის ფრანკენშტეინის მონსტრს. მაგრამ ვიქტორი უკმაყოფილოდ დარჩება შექმნილი მონსტრით და გაიქცევა. მონსტრი შემქმნელს კარგად იცნობდა, მაგრამ გვიან მიხვდა, რომ ხალხს მისი ეშინოდა. აქედან გამომდინარე გადაწყვიტავს, შექმნელის ძებნას, რათა პასუხი მოსთხოვს მას მისი შექმნისთვის. მონსტრი ფრანკენშტეინის ძებნაში ნელ-ნელა უფრო ვითარდება, ის თვალს ადევნებს ერთ ოჯახის ცხოვრებას, სადაც ხვდება სიყავრულის გრძნობას. ის თავს ძალიან მარტოდ გრძნობს... ვიქტორს მეუღლეს მოსთხოვს, მაგრამ ფრანკენშტეინი მას ყურადღებას არ მიაქცევს, შედეგად მონსტრი შურისძიებას გადაწყვეტს შემქნელი მამისადმი. შურისძიება თავდაპირველად ის შემქმნელი მამის უმცროს ძმას მოკლავს. მოულოდნელად სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად ვიქტორ ფრანკენშტეინის მეორე ძმასაც სიკვდილით დასჯიან. გაგიჟებული მეცნიერი დეპრესიაში ჩავარდება, მაგრამ მალევე დაამარცხებს და დაუბრუნდება ჩვეულებრივ ცხოვრებას, შეირთავს ცოლს - ელიზაბეთს. მეუღლესთან პირველ ღამეს, მის მიერ შექმნილი ფრანკენშტეინის მონსტრი ელიზაბეთს მოკლავს. გამწარებული ვიქტორი დაედევნება მონსტრს, მის კვლას მიაგნებს ჩრდილეთ პოლუსზე. ჩრდილოეთ პოლუსიდან მას კაპიტანი უოლტონი გადაარჩენს და აიყვანს თავის გემზე. გადაღლილი ვიქტორ ფრანკენშტეინი თავის ისტორიას მოუთხრობს გემის კაპიტანს, უოლტონს და გარდაიცვლება. ფრანკენსტეინის ცხედრის ცამოსვენებიდან რამოდენიმე საათში კაპიტანი უოლტონი დაინახავს ფრანკენშტეინის მონსტრს, რომელიც შეუჩერებლად ქვითინებს შემქმნელის ცხედარზე. მონსტრი კაპიტანს მიუბრუნდება ეტყვის: "მე წავალ და თავს დავიწვავ, რათა ვერავინ შეძლოს მომავალში ჩემნაირ მონსტრის შექმნას" სიტყვას დაასრულებს და გადახტება მოტეხილ ყინულზე, მის შემდეგ არავინ იცის, თუ რა იქნა ფრანკენშტეინის მონსტრი, მკვდარია თუ ცოცხალი.... რომანი შთაგონებულია XVIII საუკუნის ორი მეცნიერის - იოჰან კონრად დიპელის და იოჰან ალდინის საზარელი ექსპერიმენტების მიხედვით. დიპელი იყო გერმანელი თეოლოგი, ალქიმიკოსი და ექიმი. ის ერთ-ერთია იმათგან, ვისაც საზოგადოება “შეშლილ მეცნიერებს” უწოდებს. ბევრს მოეხსენება, რომ ვიქტორ ფრანკენშტეინისა და მისი შექმნილი მონსტრის ისტორიას სათავე დაედო მერი უოლსტონკრაფტ შელის ნოველიდან სახელად “ფრანკენშტეინი, ან თანამედროვე პრომეთე”. თუმცა მცირეოდენმა თუ იცის, რომ შთაგონების წყარო ნამდვილი ადამიანი იყო, ისტორიული პიროვნება, რომელიც მე-17-18 საუკუნეში ცხოვრობდა და იმ პერიოდის გადმოსახედიდან საზარელ ცდებს ატარებდა. ფრანკენშტეინის რომანი, წლების განმავლობაში მრავალჯერ დაიხვეწა და შეტანილ იქნა ცვლილებები, ძალიან ბევრი ფილმი გადაიღეს, მათ შორის ბოლოს პოლ მაკგიგანის გადაღებული- "ვიქტორ ფრანკენშტეინი". ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ცნობილი მსახიობები: დანიელ რედკლიფი და ჯეიმს მაკევოი. ფილმის პრემიერა შედგა 2015 წლის 10 ნოემბერს, ფილმში საკმაოდ კარგად აღწერილია ფრანკენშტეინის რეალური ისტორია. წარმოგიდგენთ თრეილერს გირჩევთ უყუროთ... მადლობა ყურადღებისთვის, იმედია მოგეწონებათ.... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 3324 12-ს მოსწონს
|