x
საუკეთესო 10 ანეკდოტი. ნაწილი მეთერთმეტე

image1.გურულს ქმარი მოუკვდება, საყვარელთან წევს და ერთ ამბავშია. უცებ ქალი გაჩერდება, ახედავს საწოლის თავზე დაკიდებულ ქმრის სურათს:
– შენ რომ გიყვარდა თვარა, ამის თავი მაქ ახლა მე…
2.
ჟორა მივიდა სახლში გატრეტილი მთვრალი. ცოლი ეჩხუბება:
– რა დღეში ხარ, შე სასიკვდილე! როდემდე უნდა იარო ასე გამოლენჩებულმა?!
– რა გინდა, ჟენია, რას გამიხურე საქმე! ამ სახლში მე ვარ უფროსი და როგორც მინდა ისე ვივლი, შე ჩემანალა!
ამოუვიდა ყელში ჟენიას და ტაფა გლიჯა თავში. ჟორამ წამსვე მაგიდის ქვეშ მოადინა ზღართანი. ამ დროს მეზობელის ქალი შემოვიდა ხახვის სათხოვრად.
– უიმე, ჟენია! რატო აგდია მაგიდის ქვეშ ჟორაიე?!
– ოჯახის უფროსი მაგია და საცა უნდა იქანე დაეგდება!
3.ცისკარა მივიდა წყაროსთან, რომლის გვერდითაც წევს ცხრათავიანი დევი და ძინავს. ცისკარა მივარდება ამოიღებს ხმალს და დაუწყებს თავების მოჭრას. მოაჭრა ერთი, მეორე, მესამე… მეშვიდე თავი რომ მოაჭრა დევმა კითხა:
– რა გინდა, რას მერჩი?
– წყალი მინდა._უპასუხა ცისკარამ.
– მერე დალიე, გიშლის ვინმე?!
4.
კახელი სახლში მივიდა, მაგარ შარზეა. უნდა, რომ იჩხუბოს.
– საჭმელი მომიტა, ქალო!_ეუბნება ცოლს.
ცოლმა მეფური სუფრა გაუწყო.
– იცეკვე!
ცოლმა იცეკვა.
– ახლა იმღერე!
ცოლმა იმღერა.
ვერაფრით ვერ მოუდო შარი. ბოლოს ეუბნება:
– მაგიდის ქვეშ შეძვერი!
ცოლი შეძვრა.
– ყეფა დაიწყე!
ცოლმა ყეფა დაიწყო.
კახელი წიხლებით შესდგა:
– პატრონს ვეღარა სცნობ, შენი დედა..
5.
– მამა, მე ებრაელი ვარ თუ ბოშა?
– შვილო, საიდან ეგეთი კითხვები?
– ჩემი კლასელი ველოსიპედს ჰყიდის. ვერ გადამიწყვეტია ვევაჭრო თუ, უბრალოდ, მოვპარო.
6.
კრიმინალმა ბანკი დააყაჩაღა და იმ დროს ბანკში მყოფი კლიენტები მძევლად აიყვანა.
პირველს, ვინც ხელში მოხვდა, ეკითხება:
– შენ დაინახე ვინ გაძარცვა ბანკი?
– კი, დავინახე.
მძარცველი მოკლავს ამ მძევალს და იკითხავს:
– კიდევ დაინახა ვინმემ ვინ გაძარცვა ბანკი?
ამ დროს გაისმა მოკრძალებული პასუხი:
– ჩემმა სიდედრმა დაინახა.
7.ჭიჭიკია თავის ნაცნობს ესტუმრა სოფელში. შეაღო თუ არა ჭიშკარი, ფეხებში უზარმაზარი ძაღლი ეცა და უკბინა. ჭიჭიკიას თქრიალით წამუვიდა სისხლი.
სახლიდან მასპინძელი გამოვარდა:
– უიმე, ბატონო! შარვალი ხომ არ გაგიხიათ?
– არა! ამიკაპიწა და ისე მიკბინა! _ მიუგო ჭიჭიკიამ.
8.სვანს ეკითხებიან:
– გუშინ, შენი კატა ასე საშინლად რატო ჩხაოდა?
– იმიტომ, რომ ვბანდი.
– შენ ვის ატყუებ? მეც მყავს კატა და მეც ვბან, მაგრამ ასე არ ჩხავის.
– ეეე, შენ ალბათ არ წურავ.
9.კახელი დაიწყებს შეშის ჩეხავს. დაიფურთხებს ხელისგულებზე აიღებს ნაჯახს და ურტყავს.
მივა მისი ნარკომანი შვილი:
– მამი, დაგეხმარები, რა.
– რითი უნდა დამეხმარო, შვილო, გადი იქით. _ ეუბნება მამა. იფურთხებს ხელებზე და იქნევს ნაჯახს. შვილი ისევ:
– მამი, დაგეხმარები, რა.
– რითი უნდა დამეხმარო, შვილო, გადი იქით.
– აი, ხელებზე დაგიფურთხებ ხოლმე რა.
10.
ტიპი შედის ტუალეტში, ხედავს წინ წარწერაა:
– გაიხედე მარჯვნივ!
გაიხედავს, იქ წარწერაა:
– გაიხედე მარცხნივ!
გაიხედავს, იქაც წარწერაა:
– გაიხედე უკან!
მიიხედავს, იქ კი აწერია:
– თუ შვრები ქენი, თუ არა და… რას იყურები აქეთ-იქით.



0
3835
5-ს მოსწონს
ავტორი:JuicyFryit
JuicyFryit
3835
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0