კინო ოსკარის 88-ე დაჯილდოება - წარმოგიდგენთ ცერემონიალის გამარჯვებულებს 2016, 29 თებერვალი, 13:42 ოსკარის 88-ე დაჯილდოება - საუკეთესო ფილმებისა და კინოხელოვანების რიგით 87-ე დაჯილდოება კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემიით.
ცერემონია გაიმართა დღეს(29.02.2016) დოლბის თეატრში, ჰოლივუდში,
ლოს-ანჯელესში და მასში მონაწილეობა მიიღო 2015 წელს გამოსულმა
საუკეთესო ფილმებმა.
კინოსამყაროს ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებას მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანი ელოდა, განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილი იყო ლეონარდო დი კაპრიოზე, რომელზედაც უკვე ფსონები თავსდებოდა. მოიპოვებს თუა რა ლეო ოსკარს? დიკაპრიოს ყველაზე დიდი შანსი წელს ჰქონდა ოსკარით დაჯილდოების და მოსალოდნელი გამართლდა კიდეც. ჰოლივუდში ასევე მსოფლიოდ ცნობილი კინოვარსკვლავებიც შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. დაჯილდოების ცერემონიალის პირველი ოსკარი, კატეგორიაში "საუკეთესო ორიგინალური სცენარისათვის" - მიიღო ჯოშ სინგერმა და ტომ მაკკარტნიმ. კატეგორიაში - "ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში" ოსკარით დაჯილდოვდა ალისია ვიკანდერი, ფილმით The Danish Girl (დანიელი გოგონა) დაჯილდოების ცერემონიალში, კიდევ ერთხელ დაიმსახურა ოსკარი მექსიკელმა რეჟისორმა - ალეხანდრო გონსალეს ინარუტუმ. გასულ წელს ინარუტუმ ორ კატეგორიაში მიიღო ოსკარი : "საუკეთესო ფილმი" და "საუკეთესო რეჟისორი", როგორც შარშან, ასევე წელსაც ალეხანდრო დაჯილდოვდა ოსკარით, ამჯერად მხოლოდ "საუკეთესო რეჟისორის" კატეგორიაში მიაღწია წარმატებას, ფილმით - "The Revenant". ინარუტუ ასევე მოხვდა, იმ ცნობილ ოსკაროსან რეჟისორებს შორის, რომლებმაც ზედიზედ ორჯერ აიღეს ოსკარი "საუკეთესო რეჟისორისთვის". ლეონარდო დი კაპრიოს პირველი ოსკარი ლეონარდო დიკაპრიომ პირველი ოსკარი აიღო – მსახიობს ჯილდო ფილმისთვის „გადარჩენილი“ ერგო, ნომინაციაში “საუკეთესო მამაკაცი მსახიობი”. 2016 წლამდე ლეო უკვე 5-ჯერ იყო ნომინირებული, თუმცა ამ დრომდე მას ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო არ აუღია. დიდი ხნის ნანატრი გამარჯვება მსახიობს ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმმა The Revenant (“გადარჩენილი“) მოუტანა. საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციისთვის ლეოსთან ერთად ედი რედმეინი, მაიკლ ფასბენდერი, ბრაიან კრენსტონი და მეტ დეიმონი იბრძოდნენ. "საუკეთესო ქალი მსახიობი"- ნომინაციაში ოსკარით დაჯილდოვდა ბრი ლარსონი. ზუსტად 10 კატეგორიაში ნომინირებული ფილმი "Mad Max: Fury Road" 6 ნომინაციაში ოსკარით დაჯილდოვდა. "საუკეთესო კოსტუმების დიზაინი" "საუკეთესო მონტაჟი" "საუკეთესო გრიმი" "საუკეთესო მხატვრული გაფორმება" "საუკეთესო ხმის მონტაჟი" "საუკეთესო მუსიკალური მიქსი" ახლა წარმოგიდგენთ, რიგით 88-ე ოსკარის დაჯილდების ცერემონიალის გამრაჯვებულებს: საუკეთესო ორიგინალური სცენარი: ყურადღების ცენტრში - Spotlight საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: დიდი შემცირება - The Big Short საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში: ალისია ვიკანდერი - The Danish Girl საუკეთესო კოსტუმების დიზაინი: შეშლილი მაქსი:მრისხანების გზა - Mad Max: Fury Road საუკეთესო მხატვრობა: შეშლილი მაქსი:მრისხანების გზა - Mad Max: Fury Road საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა: შეშლილი მაქსი:მრისხანების გზა - Mad Max: Fury Road საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი: ემანუელ ლუბეცკი საუკეთესო მონტაჟი: შეშლილი მაქსი:მრისხანების გზა - Mad Max: Fury Road საუკეთესო მუსიკალური მიქსი: შეშლილი მაქსი:მრისხანების გზა - Mad Max: Fury Road საუკეთესო ხმის მონტაჟი: შეშლილი მაქსი:მრისხანების გზა - Mad Max: Fury Road საუკეთესო ვიზუალური სპეცეფექტები: ექს-მაქინა - Ex Machina საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია: დათვის ისტორია - Historia de un oso საუკეთესო ანიმაციური ფილმი: თავდაყირა - Inside Out საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში: მარკ რაილენსი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი: გოგონა მდინარეში:პატიების ფასი - A Girl in the River: The Price of Forgiveness სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი: ემი - Amy საუკეთესო მოჟლემეტრაჟიანი ფილმი: ენაბლუ - Stutterer საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი: საულის შვილი - Son of Saul საუკეთესო ორგინალური მუსიკა: ენიო მორიკონე საუკეთესო სიმღერა ფილმისათვის: Writing on the Walls – სემ სმიტი საუკეთესო რეჟისორი: ალეხანდრო ინარიტუ - The Revenant საუკეთესო ქალი მსახიობი: ბრი ლარსონი საუკეთესო მამაკაცი მსახიობი: ლეონარდო დიკაპრიო მადლობა ყურადღებისთვის, იმედია მოგეწონებათ! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 346 7-ს მოსწონს
|