როგორც იქნა - ლეონარდო დიკაპრიომ დამსახურებული ოსკარი მიიღო..
ლოს ანჟელესში "ოსკარების" გადაცემის 88-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. დაჯილდოება ტრიუმფით დასრულდა ფილმებისთვის "რევენანტი" და "შეშლილი მაქსი". "რევენანტმა" მთავარ ნომინაციებში გაიმარჯვა და ჯამში 3 ჯილდო მიიღო 12 ნომინაციიდან, ხოლო "შეშლილი მაქსი" გამარჯვებული გახდა პრაქტიკულად ყველა ტექნიკურ ნომინაციაში. მან ჯამში 10 შესაძლებლიდან 6 ჯილდო მოიპოვა. რაც შეეხება ლეონარდო დიკაპრიოს მას მამაკაცის ჯილდო ერგო ფილმისთვის "რევენანტი".
ლეონარდო დაიბადა და აღიზარდა კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში. დიკაპრიოს მამა წარმოშობით იტალო-გერმანული ფესვების ოჯახიდანაა, ხოლო დედა, ირმელინ დიკაპრიო (ქალიშვილობაში ინდენბირკენი), დასავლეთგერმანიაში, ორ-ერკენშვიკეში დაიბადა. მისი მამა იყო ვილჰელმ ინდენბირკენი, ხოლო დედა — რუსი ელენა სმირნოვა, რომელმაც რუსეთიდან გერმანიაში გადასვლის შემდგომ იქორწინა და ქმრის გვარი მიიღო. თვითონ დიკაპრიომ, ვლადიმერ პუტინთან საუბარში, განაცხადა, რომ მისი ბაბუაც ასევე რუსი იყო, და დაამატა: „ასე რომ მე არა მეოთხედით, არამედ ნახევრად ვარ რუსი“.
სამსახიობო კარიერა დაიწყო 1990-იან წლებში გადაღებულ საპნის ოპერებსა და სიტკომებში. მათ შორისაა ტელესერიალი „სანტა-ბარბარა“. ჰოლივუდში მისი პირველი მნიშვნელოვანი ფილმი იყო „ამ ბიჭის ცხოვრება“, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა. მას მალევე მოყვა ფილმი „რა აწუხებს გილბერტ გრეიპს“, რომლისთვისაც ის ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში. დიკაპრიო ასევე ორჯერ იყო ნომინირებული BAFTA-ზე, სამჯერ SAGs-ზე და შვიდჯერ ოქროს გლობუსზე. ის არის ოქროს გლობუსისა, ვერცხლის დათვის და ახლა უკვე ოსკარის მფოლბელი.
„ოსკარებით“ დაჯილდოების ცერემონია ტელეეთერში პირველად 1953 წელს გადაიცა. დღეს პირდაპირი ტრანსლაცია უკვე მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში ხდება. „ოსკარები“ არის შოუ-ბიზნეზში უძველესი დაჯილდოების ცერემონია. მსგავსი ცერემონიები: Emmy Awards, Tony Awards და Grammy Awards, გადმოღებულია „ოსკარების“ ფორმატიდან. „აკადემიის პრიზებით“ დაჯილდოების საღამო, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ცერემონიად ითვლება. ოსკარის სახელის წარმოშობა დღესაც სადავოა. ბეტი დეივისის ერთ-ერთი ბიოგრაფი წერს თითქოს კინოაკადემიის პრიზს სახელი დეივისის პირველი ქმრის, მუსიკოს ჰარმონ ოსკარ ნელსონის გამო დაერქვა. სიტყვა „ოსკარი“ ბეჭდურ მედიაში პირველად თაიმის 1934 წლის სტატიაში არის ნახსენები, რომელიც კინოაკადემიის რიგით მე-6 ცერემონიას მიმოიხილავს. უოლტ დისნეიც ახსენებს „ოსკარს“, როცა იხდის მადლობას თავისი, 1932 წელს აღებული კინოაკადემიის პრიზისთვის. ასევე არსებობს სხვა ვერსიაც, რომელიც უკაშირდება კინოაკადემიის მაშინდელ აღმასრულებელ მდივანს, მარგარეტ ჰერიკს (Margaret Herrick). ჰერიკმა 1931 წელს როცა პირველად ნახა ქანდაკება, წამოიძახა დღეს უკვე ლეგენდად ქცეული სიტყვები, „ეს ხომ ბიძაჩემი ოსკარია“ [2]. ამ ფაქტს შეესწრო ჟურნალისტი სიდნი სკოლსკი, ვინც შემდეგ თავის სტატიაში დაწერა, რომ კინოაკადემიის „თანამშრომლებმა უკვე მოუფიქრეს საყვარელი სახელი, „ოსკარი“ მათ ცნობილ ქანდაკებას“. კინოაკადემიამ მხოლოდ 1939 წელს უწოდა ოფიციალურად თავის ქანდაკებას „ოსკარი“.