x
საუკეთესო 10 ანეკდოტი. ნაწილი მეათე

image1.მთავარი ექიმი შემოვლაზეა და შევა პალატში.
პირველ პაციენტთან:
- დიაგნოზი?
- ბუასილი.
- რით გმკურნალობენ?
- იოდს მისვავენ.
- პრეტენზიები გაქვთ?
- არა.
მეორე პაციენტთან:
- დიაგნოზი?
- ბუასილი.
- რით გმკურნალობენ?
- იოდს მისვავენ.
- პრეტენზიები გაქვთ?
- არა.
მესამე პაციენტთან:
- დიაგნოზი?
- ანგინა.
- რით გმკურნალობენ?
- იოდს მისვავენ.
- პრეტენზიები გაქვთ?
- კი. პირველს მე წამისვან ხოლმე…
2.ახალგაზრდა ექიმი პირველად ამშობიარებს ქალს. ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. მშობიარობას ესწრებოდა გამოცდილი პროფესორი რომელმაც ასეთი რჩევა მისცა დამწყებ ექიმს:
- ყველაფერი კარგად გააკეთე, კარგი იყო. ოღონდ, ერთი რამ დაიმახსოვრე, ტაკოზე ხელი დედას კი არა ბავშვს უნდა წამოარტყა!
3.15 სექტემბერია. სკოლებში სწალა დაიწყო. პირველკლასელებს მასწავლებელი უხსნის:
— ბავშვებო, აქ სკოლაა. აქ არ შეიძლება ხმაური. თუ რამე გსურთ არ რაიმეს კითხვა გინდათ ხელი უნდა აიწიოთ...
ამ დროს ერთმა მოსწავლემ ხელი აიწია. მასწავლებელი მზრუნვალედ შეეკითხა:
— ბიჭუნა, გინდა რამე?
— არა, არაფერი. უბრალოდ, ვამოწმებ სისტემა როგორ მუშაობს.
4. კაცმა მოიყვანა ცოლი. პირველი ღამეა:
კაცი: ჩემო სიცოცხლეეეე მოდი ჩამეხუტე რაა
ცოლი: არა - (მტკიცე უარზეა)
კაცი: მოდი მომეფერე რაა
ცოლი: არა
კაცი: მაშინ მოდი ჩავწვეთ რაა
ცოლი: არა
გაბრაზებული კაცი: მაშ როდემდე ვიდგეთ სამივე ფეხზე?!
5.ამირანი კლდეზეა მიჯაჭვული და ამ დროს მასთან მივლენ: დავით აღმაშენებელი, ზვიად გამსახურდია და მიხეილ სააკაშვილი
ამირანი ჯერ დავით აღმაშენებელს აუბნება:
- შენ ძალიან მაგრად გაგიმართლა!
- რატო? - კითხა აღმაშენებელმა
- რატო და საქართველო გააერთიანე, ააღორძინე და მშვიდობა დაამყარე. - უპასუხა ამირანმა
შემდეგ ზვიად გამსახურდიას მიუბრუნდა და იგივე გაუმეორა, რომ გაუმართლა, ააღორძინა საქართველო და გააერთიანა...
ბოლოს სააკაშვილს მიუბრუნდა და უთხრა:
- შენც ძალიან მაგრად გაგიმართლა მიშა!
- მე რაღატო? - გაკვირვებულმა უპასუხა მიშამ.
- ეხლა აქ არ ვიყო დაბმული და…!- უპასუხა ამირანმა
6.იმერეთში არის სოფელი "ბაყვები". ქალი ზის მარშუტკაში და მძღოლს ეუბნება:
– ბაყვებთან რომ მიხვალ გაჩერდი.
მძღოლი:- ბაყვებამდე თუ მივედი შე ქალო მერე რაღა გამაჩერებს...
7. მიდის ბერი უღრან ტყეში. წინ დახვდა მგელი. თვალებზე ეტყობოდა, რომ ბერს შეჭმას უპირებდა. შეეშინდა ბერს, ძალიან შეეშინდა და ღმერთს შესთხოვა: ქენი ისე უფალო რომ ამ ცხოველს ქრისტიანული გრძნობები გაეხსნას.
გაფიქრება იყო და მგელმა დაიჩოქა, პირჯვარი გადაიწერა და ხმამაღლა წარმოთქვა:
– მიკურთხე უფალო საჭმელი რომლის მიღებასაც ახლა ვაპირებ…
8.მიხო ცირკშია. ლამაზი მხეცების მომთვინიერებელმა გოგონამ ვეფხვს აკოცა. ამის მერე წამყვანმა გამოაცხადა:
- აბა, თუ ვინმეს შეუძლია იგივე გააკეთოს ათას დოლარს გადაუხდით.
მიხო წამოხტა:
- მე შემიძლია… ოღონთ ეგ ვეფხვი გაიყვანეთ მანდედან.
9.სვანმა პარკში გოგო გაიცნო. მიდიან მისეირნობენ. სვანს უნდა ამ გოგოს ან ყვავილები უყიდოს, ან ნაყინით გაუმასპინძლდეს, ან ყავაზე დაპატიჟოს, მაგრამ პარკში არაფერი მსგავსი არ არის. ბოლოს დაინახავს ბოძზე გაკრულ განცხადებას:
„პარკში გადაფურთხება აკრძალულია. ჯარიმა 5 ლარი“. სვანი მიუბრუნდება გოგოს და ეუბნება:
- თუ გინდა გადააფურთხე… გპატიჟებ!
10.მეგრელი, იმერელი, კახელი და წარმოსადეგი აღნაგობის ქალბატონი მგზავრობენ მატარბლით.უცებ ქალს გაეპარება(გააკუებს)წამოხტება მეგრელი და ბოდიშს იხდის:
– შემაცია ეტყობა.
10 წუთის მერე კვლავ დააჭექებს ქალბატონი...(ეხლა იმერელი შეეცდება უხერხული სიტუაციიდან გამოყვანას)
–ლობიო და გაზიანი წყალი დილიდან საშინელებაა და მე მაპატიეთ...
პატარა ხანში კახელი ჩასასვლელად ემზადება, კარებიდან მოტრიალდება და ავანსად იტყვის:
– ხო მართლა, ამ ქალმა თუ ჩასვარა იცოდეთ მე ვიყავი...

0
194
1-ს მოსწონს
ავტორი:JuicyFryit
JuicyFryit
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0