საუკეთესო 10 ანეკდოტი. ნაწილი მეცხრე
1.სვანი და რაჭველი ჯიხვზე ნადირობენ კლდეებში. გადავარდა რაჭველი... სვანი უყვირის.
– როგორ ხარ, ხელი ხო არ მოიტეხე?
– არა!
– ფეხი ხო არ მოიტეხე?
– არა!
– აბა, რა მოიტეხე?
– დამაცა, კაცო, ჯერ დავეცე!
2.-მოქალაქე მოსამართლენო, თქვენს წინაშეა დამნაშავე ლამაზმანი. შეხედეთ მის ლამაზ თვალებს, ისინი ჩვენ უნდა გვეალერსებოდნენ თუ ციხეში უნდა ჩაბნელდეს? შეზედეთ მის ლამაზ ხელებს, ისინი ჩვენ უნდა გვეფერებოდნენ ამხანაგო მოსამართლენო! შეხედეთ მის ჩამოსხმულ ფეხებს, ტანს. შეხედეთ ამ ქმნილებას და გახსოვდეთ, ეს ყველაფერი მე ვთქვი ჩაცმულზე. წარმოიდგინეთ იგი შიშველი… დიახ..! მე დავამთავრე!
-ჩვენც… – ერთხმად ამოიკნავლეს მოსამართლეებმა.
3.სვანი ეკითხება თავის ცოლს:
-ყველას ესეთები რატო ვგონივართ? (და მაგიდაზე აკაკუნებს…)
ცოლი: -აკაკუნებენ
სვანი: -იჯექი მე გავაღებ
4.
სომეხს მანქანის გაჩერება უნდა და ადგილს ვერ პოულობს…
-ღმერთო ოღონდ ეხლა მანქანა გამაჩერებინე და მხოლოდ იმას ვიფიქრებ ვის რა ვარგოო.
უცბად ერთი მანქანა გამოვა და ადგილი გათავისუფლდება… სომეხი აიხედავს ზემოტ და:
-აღარ გინდა ღმერთო გათავისუფლდა ადგილიო…
5.კაცს ტელევიზორი მიაქვს იმერელ
ხელოსანთან:
– ხმა არის
გამოსახულება არაა. ხელოსანი:
– კუილი.
– გამოცანას კი არ
გეუბნები ტელევიზორია გაფუჭებული!
6.
მეგრელ გოგონას ვიღაც გააუპატიურებს გაგიჟებულ მამას მეზობლები აწყნარებენ ამ დროს ჭიშკართან მაგარი ჯიპი ჩერდება და დაცვის თანხლებით იქედან ახალგაზრდა კაცი გადმოდის და ძუკუს ეუბნება:
- თქვენი ქალიშვილი მე გავაუპატიურე... 5 წუთი მაცალე ჩემსას ვიტყვი და მერე თუ გინდა მომკალი. თუ შენს გოგოს ბიჭი შეეძინება ცოლად შევირთავ შენ კი 5 მილიონს ჩაგირიცხავ ანგარიშზე თუ გოგო შეეძინება ცოლად ვერ მოვიყვან მაგრამ 5 მილიონს მაინც ჩაგირიცხავ ბავშვს კიდევ არაფერს მოვაკლებ.
– ერთი შეკითხვა შეიძლება? – ეკითხება ძუკუ.
- ბრძანეთ ბატონო;
- დავუშვათ და არ დაფეხმძიმდა ჩემი გოგო მეორედ ვერ გააუპატიურებთ პატივცემულო?
7.მიხოს ცოლი გარდაეცვალა. გავიდა ხანი და შვილები დაისვა სალაპარაკოდ. –შვილებო, ცოლი უნდა შავირთო, ნებაი მრთავთ? –არა, მამი, –ერთხმად უპასუხეს შვილებმა, –დედიჩვენის შემდეგ სხვა ქალი დედაი ვერ დავუძახებთ. –კარგი, მაშინა–ჩაფიქრდა მიხო, –რუს დედინაცვალ მოგიყვანთ და ორივეი მამა დაგვიძახეთ
8.ერთმა ჩემმა მეზობელმა, ვალიკო -მ ღორი წაიყვანა ბაზარზე გასაყიდად. მივიდა კლიენტი და ეკითხება:
- რაზე გყავს გაზრდილიო?
- სადა მაქვს ამის საჭმლის ფული, გარეთ მყავს გაშვებული და რა ვიცი, რას ჭამსო.
- რად მინდა ნაგავზე გაზრდილი ღორიო, - უთხრა კლიენტმა.
მეორე კვირას ისევ წაიყვანა. ახლა სხვამ დაუსვა იგივე კითხვა.
- რა ვიცი, შვილო, ქატოსი და სიმინდის მეტი არაფერი უჭამიაო...
- მაგის ხორცი არ ევარგება, ცოტა რკო და ხილიც თუ არა აქვს ნაჭამიო.
მესამე კვირას იგივე განმეორდა. ოღონდ იმავე კითხვაზე გაბეზრებულმა ვალიკომ ამჯერად ასე უპასუხა:
- რა ვიცი, ამის დედაც ვატირე, ფულს ვაძლევ და თვითონ ჭამსო...
9.სამი სტუდენტი აბარებს გამოცდას.
ერთი დიდი ბლატით, მეორე პატარათი, მესამე კი - საერთოდ უბლატოდ.
ეკითხებიან პირველს:
- რომელ ქვეყანაში ჩამოაგდეს ატომური ბომბი?
- იაპონიაში.
- ხუთიანი!
ეკითხებიან მეორეს:
- რომელ ქვეყანაში ჩამოაგდეს ატომური ბომბი?- იაპონიაში.
- რომელ წელს?
- 1945 წელს.
- ხუთიანი!
მესამეს იგივეს ეკითხებიან და უმატებენ:
- რომელ ქალაქში?
- ხიროსიმაში.
- რამდენი დაიღუპა?
- ორასოთხმოცდათხუთმეტი ათასი.
- … გვარები ჩამოგვითვალეთ!..
10.პროფესორი ეკითხება სტუდენტს:
– მშობიარობის რომელი სახეები იცით?
– ნაადრევი, გვიანი და არასწორი.
– დააკონკრეტეთ თუ შეიძლება.
¬ - ნაადრევი-როდესაც ქალი ქორწინებამდე ერთი წლით ადრე მშობიარობს.
- გვიანი როდესა ქმრის სიკვდილიდან სამი წლის შემდეგ მშობიარობს,
- არასწორი-როდესაც ცოლის მაგივრად მეზობლის ქალი მშობიარობს.