საუკეთესო 10 ანეკდოტი. ნაწილი მერვე
1.-შვილო ჩემო ბევრი გისვამს ცხოვრებაში, ბევრ ქალთან ყოფილხარ?
-მამაო, მე ცოდვების შესანდობად მოვედი აქ სატრაბახოდ კი არა...
2.სახლში დაბრუნებულმა სიძემ თავის კომპიუტერთან მჯდომი სიდედრი დაინახა და წამოიძახა:
– ასეთი ვირუსი ჯერ ჩემს კომპიუტერს არ ჰქონიაო...
3.კაცი ცხენის ტაჭკით მიდის ვენახში უცებ ქარი ამოვარდა ააფრიალა საიდანღაც გაზეთი და ცხენს თვალებზე მიაფარა, გაგიჟდა ცხენი დაფრთხა გავარდა გიჟივითდა კანაოში გადაიჩეხა გადაბრუნდა ტაჭკა კაციც გადმოვარდა ჩაენგრა გვერდები, ცალ ხელზე
წამოიწია და:
- რა წაიკითხე შიგ ისეთი შენიდედის.......... - მიაგინა ცხენს
4.თვითმფრინავი ჰაერში აყირავდა და ისე განაგრძო ფრენა. სალონში პანიკაა.
– დარწყნარდით, დაწყნარდით, – ამშვიდებს მგზავრებს სტიუარდესა, – პილოტს გრიპი აქვს, ცხვირში "სანორინს" ჩაიწვეთებს და გასწორდება.
5.- აბა ვინ მეტყვის, ტყეში ყოფნისას ყველაზე საჭირო ნივთი რა არის?
- ოოო.. თუ ნაძვნარია, მაშინ ტუალეტის ქაღალდი ;)))
6.რძალ დედამთილი სოფელში მიდიოდნენ. ვაგზალზე 2 ახალგაზრდა ყმაწვილი თხოვს -მეგობარი გარდაგვეცვალა და დაგვატირებინეთო. ესენიც დათანხმდებიან, მივლენ დანიშნულების ადგილამდე და... რა მკვდარი რის მკვდარი გააუპატიურებენ 2 ვეს.შერცხვენილი რძალ-დედამთილი ბრუნდებიან სახლში და დედამთილი მოსთქვამს:
-ეს რა გვიყვეს რა ვუთხრად ჩვენ ქმრებს...
რძალი: - შენი არ ვიცი მაგრამ მე ორმოცზეც უნდა ჩავიდე...
7.კლიენტი: -ხაში რა ღირს?
- პორცია 5 ლარი.
- რა ამბავია შე კაი კააცო მარადონას ფეხები მოხარშე?
8.ავტობუსში ხდება ეს ამბავი: მოდი, შვილო, მოწოვე ძუძუ, თორემ, აგერ, იმ ძიას მივცემ! ქალმა გაჯიუტებულ ბავშვს ვერაფერი შეასმინა. გვერდით მჯდომმა კაცმა უყურა, უყურა და ბოლოს ვეღარ მოითმინა: ქალბატონო, დროზე გადაწყვიტეთ რას აპირებთ, თორემ უკვე სამი გაჩერებით გავცდი ჩემს სახლს
9.ტიპთან მივიდა მიქელ-გაბრიელი. ტიპმა რომ დაინახა, ზურგი შეაქცია. შემოუარა მიქელ-გაბრიელმა და დაუდგა ისევ წინ. ტიპმა ისევ აქცია ზურგი.მიქელ-გაბრიელმა უთხრა:
– ბიჭო, კაცურად მინდა წაგიყვანო, თორემ სულს უკნიდანაც ამოგაძრობ!
10.საღამოს შვილი ეკითხება მამას:
- რა უფრო შორსაა, მთვარე თუ ნიუ-იორკი?
- შვილო, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და ასეთი სულელური შეკითხვები აღარ უნდა დასვა. აბა, გაიხედე ფანჯარაში და ცას შეხედე, რას ხედავ?
- მთვარეს, მამა.
- ნიუ-იორკს ხედავ?
- არა.
- ჰოდა, ახლა მაინც მიხვდი რამეს.