სხვა შოკისმომგვრელი ფაქტები XVIII-XIX საუკუნეების ჰიგიენის შესახებ 2016, 25 თებერვალი, 17:38 XXI საუკუნეში ადამიანს აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ მოუაროს საკუთარ თავს: შამპუნი, ბალზამი, კრემი, ლოსიონი, ჰიგიენური საშუალებები. გარდა ამისა, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია მივიდეს სალონში ან ესთეტიური სილამაზის ცენტრში, სადაც მას ყველაფერს გაუკეთებენ სპეციალისტები. წარმოუდგენელია, თუ როგორ ცხოვრობდნენ ამ ყველაფრის გარეშე ადამიანები საუკუნეების წინ. ყველასთვის ცნობილია თუ რა პრობლემებს შეიძლება შეხვდეს ადამიანი ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში. თუმცაღა, ეს პრობლემა არ იყო აქტუალური XIX საუკუნემდე. ![]() ![]() უმრავლესობა თვლიდა, რომ ცხელი ცყალი ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა ინფექციის შეჭრას და ხშირი ბანაობა ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას. ![]() განსაკუთრებით იჩაგრებოდნენ ქალბატონები, ვინაიდან კრიტიკული დღეები მართლაც ძალიან კრიტიკული იყო იმ დროს და არ არსებობდა არანაირი ჰიგიენის საშუალებები. გარდა ამისა, ექიმების თვალსაზრისით, ქალის ტვინის უჯრედების მუშაობა ამ პერიოდში არის დაქვეითებული და მათ ეკრძალებოდათ კითხვა. ![]() შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო პირის ღრუს ჰიგიენასთან დაკავშირებით. 1700 წელს იტალიაში დაიწყეს კბილის პასტის წარმოება, მაგრამ მხოლოდ ერთეულები იყენებდნენ მას. კბილის ჯაგრისის წარმოება კი დაიწყეს უკვე 1780 წლიდან. ის გამოიგონა ინგლისელმა პატიმარმა ვილიამ ადდისმა ციხეში ჯდომის დროს. ![]() პირველი ტუალეტის ქაღალდი გამოიგონეს 1880 წელს. აქამდე მის შემცვლელად ძირითადად გამოიყენებოდა გაზეთები. ამასთან დაკავშირებით ყველა ხუმრობდა, რომ იოჰან გუტენბერგი, რომელმაც გამოიგონა გაზეთის საბეჭდი დანადგარი, იყო ტუალეტის ქაღალდის არაოფიციალური მწარმოებელი. ![]() პირველი წინსვლა ადამიანის ჰიგიენის საკითხში მოხდა XIX საუკუნის ბოლოს. ექიმებმა დაასკვნეს, რომ ბანაობის შემდეგ ადამიანის სხეულზე ბაქტერიების რაოდენომა მცირდება. თავიდან მხოლოდ ინგლისელებმა აღიქვეს ეს ფაქტი და დაიწყეს ყოველდღიურად ბანაობა და საპნის გამოყენებით. ამის მიუხედავად, ХХ საუკუნემდე ყველა თვლიდა, რომ ხშირი ბანაობა უშვილობის პირველი წინაპირობაა. ![]() პირველი დეზოდორანტი გამოიგონეს 1888 წელს. მანამდე, ოფლის გამოყოფას ებრძოდნენ სუნამოს საშუალებით, მაგრამ ეს დროებითი და არაეფექტური იყო. ![]() შამპუნის წარმოება დაიწყეს მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს. თმას იბანდნენ ჩვეულებრივი საპნით, რომელსაც ამზადებდნენ სახლის პირობებში. ![]() ამის გამო ძალიან გავრცელებული იყო პედიკულოზი (ტილიანობა), რომელსაც ებრძოდნენ ვერცხლისწყლის გამოყენებით. ![]() 424 1-ს მოსწონს
|